Monday, May 19, 2008

ბრიტანელმა მეთვალყურემ ვითარება გაართულა

wall_street_journal

მარკ ჩემპიონ
19 დეკემბერი 2008

მეთვალყურე, რომლის ანგარიშიც ემხრობოდა რუსეთის განცხადებებს ომის დაწყების შესახებ, აღიარებს, რომ პოსტი თვითნებურად დატოვა, დაკარგა სამსახური და ახლა მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება

თბილისი, საქართველო - მას შემდეგ, რაც რუსეთი აგვისტოში საქართველოში შიჭრა, მოსკოვმა საერთაშორისო აზრის შემობრუნება მოახერხა, თუმცა თავდაპირველად კონფლიქტში ბრალს მას სდებდნენ.

ამისთვის კრემლმა მადლობა ბრიტანეთის არმიის ყოფილ კაპიტანს, 47 წლის რაიან გრიტსს უნდა უთხრას, რომელიც ომის დაწყების მომენტისათვის საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიაში მსახურობდა. მაგრამ ახლა უკვე საქართველოს და ზოგიერთ დასავლელ დიპლომატს თბილისში მის ობიექტურობაში ეჭვი შეაქვთ.

ინტერვიუში Wall Street Journal-თან მან პირველად აღიარა, რომ როდესაც ომი დაიწყო, ის თვითნებურად გადავიდა რუსების საბრძოლო ხაზზე, რათა საკუთარი, დამოუკიდებელი კვლევა ჩაეტარებინა, რამაც საბოლოოდ სამსახური დააკარგვინა.

სამხრეთ ოსეთში ომის დაწყების მომენტისათვის, 7 აგვისტოს გრიტსი რეგიონში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მისიაში მუშაობდა. გასულ თვეს, მან აურზაური გამოიწვია, როდესაც ინტერვიუერებს განუცხადა, რომ სამშვიდობო პროცესის მეთვალყურეებს არასდროს შეუნიშნავთ რუსეთის მხარდაჭერით ინიცირებული პროვოკაციები, რომლებიც საქართველომ ომის დწყების მიზეზად დაასახელა.

მან ისიც თქვა, რომ რეგულარულად აფრთხილებდა ეუთოს დიპლომატებს, ქართველთა შესაძლოა შეტევის შესახებ, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა. მას შემდეგ, რაც ომის დაწყების მიზეზებზე ანგარიში ჩააბარა: ”მე ბრალი დამდეს, რომ MI6-ისა და სუკისთვის ვმუშაობ და მატყუარა მიწოდეს” - ამბობს გრიტსი - ”ძალიან მინდა გავარკვიო რა ხდება”.

როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საქართველოს კონფლიქტში მოსკოვის როლის გამო ევროპის კავშირთან კონფრონტაციული ურთიერთობების დათბობა გადაწყვიტა, ის ძირითადად გრიტსის მონაცემებს ეყრდნობოდა. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მოკავშირეები ამ ანგარიშს ციტირებდნენ, როდესაც ვადამდელ არჩევნებს და მის გადადგომას ითხოვდნენ.

სააკაშვილმა ახლახანს შეცვალა თავდაცვის მინისტრი, რომელიც ომს ხელმძღვანლობდა და საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მოვლენათა ქართული ვერსიის გავრცელებაზეა პასუხისმგებელი. საქართველოს ლიდერები აცხადებენ, რომ ძალიან წუხან იმ ბარლდებების გამო, რომელთა თანახმადაც პირველად ქართველებმა ისროლეს, ბარაკ ობამას სწორედ ამიტომ არ სურს რუსეთთან დაპირისპირება, თუმცა მოსკოვმა თავისი ჯარები სამხრეთ ოსეთში დატოვა.

სამხედრო და დიპლომატიური მისიების ვეტერანი, რომელიც ჩრდილო ირალნდიაში და კოსოვოში მსახურობდა, საქართველოს ქმედებებს ომის დაწყებისა და მსვლელობის დროს ისევ მკაცრად აფასებს, მაგრამ ახლა ამბობს, რომ ზოგიერთი მისი კომენტარი არასწორად იყო ინტერპრეტირებული.

”მე არასდროს მითქვამს, რომ სამხრეთ ოსეთის მხრიდან პროვოკაციებს არ აწყობდნენ” - ამბობს გრიტსი, რომელიც საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღანელის წარმომადგენელი იყო. ეუთოს ოფიციალურ რაპორტში ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ 7 აგვისტოს ცალმხრივად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა, დაახლოებით 22 საათისთვის დაირღვა. დაახლოებით ორი საათით ადრე ვიდრე, საქართველოს არტილერიამ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქს, ცხინვალს ცეცხლი გაუხსნა. ”მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხი აბსოლუტურად არაპროპორციული იყო”-ამბობს გრიტსი-”ირეაგირო განურჩეველი საარტილერიო ცეცხლით და შედეგად მიიღო რუსეთის პასუხი”.

დასავლელი დიპლომატები თბილისში ამბობენ, რომ ომის დაწყების შესახებ მიმდინარე დებატების შეზღუდულობით შეშფოთებულნი არიან. მათი თქმით, არ შეიძლება იგნორირება გაუკეთო თანაბარმნიშვნელოვან მტკიცებულებებს, მათ შორის რუსეთის ქმედებებს ომის დაწყების წინა პერიოდში. ფინეთის ელჩი ტერი ჰაკალა, გრისტის ყოფილი ბოსი, ეუთოს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში სამი მეთვალყურის მიერ 7 აგვისტოს მახლობელი სოფლებიდან გაგონილს ”ცოტა არ იყოს არარელევანტურს” უწოდებს. ის ამბობს: ”ჩვენს დაკვირვებებში ძალიან შეზღუდულნი ვართ”. მან ისიც თქვა, რომ გრიტის გაფრთხილებები უყურადღებოდ არ დარჩენილა.

საქართველო დარწმუნებულია, რომ გრიტსი ჯაშუშია. ”მე ვერ ვიტყვი, რომ გრიტსი რუსეთისთვის მუშაობს, არ ვიცი. მაგრამ ჩვენს საიდუმლო სამსახურებს ასე მიაჩნიათ” - ამბობს თემურ იაკობაშვილი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი - ”რას აკეთბდა, როდესაც სადღაც წავიდა ისე, რომ მისმა ხელმძღვანელმა არაფერი იცოდა?”. მთავრობამ წარმოადგინა ჩანაწერები, სადაც გრიტსი სამხრეთ ოსეთის სუკის ხელმძღვანელთან და უცხოლებთან ერთად რაღაცაზე მსჯელობს. მაგრამ არც ეს ფაქტი და არც საუბრის კონტენტი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.

როდესაც ომი დაიწყო, გრიტსი სამხრეთ ოსეთში თავის მოვალეობებს ასრულებდა, ხოლო ჰაკალა ფინეთში, შვებულებაში იყო. დაძაბულობა სამხრეთ ოსეთში კვირების განმავლობაში მატულობდა. ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სამხრეთ ოსეთიდან, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო და ეუთოს მეთვალყურეები სამხრეთ ოსეთის რამდენიმე სოფელში აღარ შეუშვეს, რაც უჩვეულო იყო. ”ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ყველა მხარე (მათ შორის რუსეთიც) იმას ელოდებოდა, მეორე მხარეს ფატალური შეცდომა დაეშვა, რომ მერე საპასუხოდ ემოქმედა” - ნათქვამია ევროპის კავშირის ერთ-ერთი დიპლომატის 5 აგვისტოს ანგარიშში, რომელსაც The Wall Street Journal-ი გაეცნო.

საქართველომ ათასობით ჯარისკაცი და შეიარაღება ცხინვალისკენ, ხუთშაბათს, 7 აგვისტოს წაიყვანა, ამ დროს ცეცხლის შეწყვეტის განცხადება ძალაში იყო. გრიტსი, რომელიც ამ დროს თბილისში იყო, ამბობს, რომ გადაწყვიტა უფრო უსაფრთხო იქნებოდა სამი მეთვალყურისთვის ქალაქში დარჩენის ნება მიეცა. დაახლოებით შუაღამით ქართულმა არტილერიამ ცხინვალს ცეცხლი დაუშინა. ეუთოს ოფისს ჭურვი მოხვდა. მეთვალყურეები სარდაფში იმალებოდნენ. პარასკევს დილით, ჰაკალამ მოიწვია ფინური გუნდი და სასწრაფო ევაკუაციაზე მითითება მისცა.

გრიტსი გაცეცხლდა. ის ამბობს, რომ უფრო ფართო ევაკუაციას უკეთებდა ორგანიზებას. როდესაც, ის და ჰაკალა ერთმანეთს თბილისში, ორშაბათს ღამის 2 საათზე შეხვდნენ. იმ მომენტისთვის ქართულმა ჯარმა უკვე დატოვა ზონა და ხმა გავარდა, რომ რუსული ჯარები თბილისისკენ მოდიან. მათ საშინლად იჩხუბეს, ორივე ამბობს, რომ ჰაკალამ გრიტსს სასწრაფოდ შვებულებაში წასვლა უბრძანა.

”მე ვიფიქრე, რომ ეს ეუთოს ამბავია. სახლში მივედი და ვიფიქრე, კარგი, გავარკვევ რა ხდება. ასეც გავაკეთე” - ამბობს გრიტსი.

სამშაბათს, 12 აგვსიტოს გამთენიისას ის სამხრეთ ოსეთის გზას ეუთოს დაუჯავშნავი მანქანით დაადგა. მან ფანჯრები ჩამოსწია და ამიტომ ნებისმიერი გასროლის გაგება შეეძლო. ის დაცარიელებულ ქართულ სოფლებს მიუყვებოდა. რუსული ტანკების კოლონები ცხინვალიდან შემოდიოდნენ და მას გადაადგილების საშუალებას აძლევდნენ, ამბობს გრიტსი.

ცხინვალში ის თავის მეგობართან, ლირა ცხოვრებოვასთან მივიდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მეგობრებმა მისი მანქანა დამალეს და ის სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ორ წარმომადგენელს შეახვედრეს.

ეუთო თბილისიდან მის დაბრუნებას სასწრაფოდ ითხოვდა. გზაზე უკან, ყვება გრტისი, ის სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ბანდამ გააჩერა, ისინი ქართულ სოფლებში თარეშობდნენ, კლავდნენ, ძარცვავდენენ, წვავდნენ სახლებს. ”მათ მანქანიდან გადმომიყვანეს, გზაზე დამაგდეს და მერე კი უფრო მძიმედ წავიდა ყველაფერი”. მე იმ ორი ჩინოვნიკის სახელს ვყვიროდი, ვისაც ახლახანს შევხვდი, რომ არ ესროლათ”.

რუსული ტანკების გრუხუნში, ორმხრივ ცეცხლში გრიტსი ფეხით მოდიოდა. მერე ის კიდევ ერთმა შეიარაღებულმა ბანდამ დაიჭირა. შემდეგ მან დახურულ სივრცეში დაჩენა ამჯობინა, სანამ რუსული ჯარმა, სამი დღის შემდეგ, 15 აგვისტოს იქიდან არ გამოიყვანა. ეუთომ ბრიტანეთის საკონსულოს მისი ქვეყნიდან გაყვანა სთხოვა, ის დაკითხეს და მერე გადადგომა აიძულეს.

ორიგინალი

No comments: