Monday, May 19, 2008

სახლში დაბრუნების დღე



ბრაიან უითმორი
19 დეკემბერი 2008

უჩვეულოა, როდესაც გაეროს ელჩის სამშობლოში დაბრუნება მთავარ ახალ ამბად გადაიქცევა. მაგრამ საქართველოს დღეს ჩვეული დღეები არ უდგას.

თბილისის პოლიტიკური კლასი მომავალ კვირას თბილისში გაეროში ყოფილი ელჩის დაბრუნებას მოუთმენლად, და შესაძლოა გარკვეული შეშფოთებითაც ელოდება. ალასანია, რომელიც თანამდებობიდან 4 დეკემბერს გადადგა, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოტენციურ მემკვიდრედ ითვლება. იგი ხელახლა აღორძინებული ოპოზიციის გაზრდილი პრესის ქვეშაა.

ქართული პოლიტიკური ელიტის უმრავლესობისგან განსხვავებით, ალასანიამ საქართველოშიც და დასავლეთშიც ბევრზე შთაბეჭდილება მოახდინა მისი მტკიცე მუშაობით რუსეთ-საქართველოს ომის დროს, აგვისტოში.

რადიო თავისუფლების ქართული ოფისის ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერებმა რესპუბლიკური და ახალი მემარჯვენეების პარტიიდან ალასანია ახლახანს ნიუ-იორკში მოინახულეს იმისთვის, რომ იგი დაერწმუნებინათ სათავეში ჩადგომოდა მათ ახლად შექმნილ კოალიციას, რომელიც ვადამდელ არჩევნებს ითხოვს და სააკაშვილის მოშორების იმედი აქვს.

ისინი თბილისში ამაღლებულ განწყობაზე დაბრუნდნენ, მაგრამ ალასანიამ ჯერ თავად უნდა გააკეთოს საჯარო განცხადება.

ალასანიასთან შეხვედრის მოსურნე მხოლოდ ოპოზიცია არ ყოფილა.
იმ დროს ნიუ-იორკში სხვა საქმეზე მყოფმა დავით ბაქრაძემ, საქართველოს პარლამენტის
სპიკერმა და სააკაშვილის ახლო მოკავშირემ, ასევე აუცილებლად მიიჩნია თანამდებობიდან გადამდგარი ელჩი მოენახულებინა. ამ შეხვედრის არცერთი დეტალი არ გახმაურებულა.
ალასანია თბილისში თავდაპირველად 15 დეკემბერს უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ გამგზავრება გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი-მუნთან დაგეგმილი შეხვედრის გამო გადადო.

ამ მოლოდინის განწყობას შეგვიძლია დავამატოთ, რომ ალასანია 21 დეკემბერს 35 წლის გახდა, შესაბამისად მას უკვე აქვს პრეზიდენტობისთვის შესაფერისი ასაკი.

ორიგინალი

No comments: