სტივენ ერლანჯერი
3 დეკემებერი 2008
ბრიუსელი - ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი მხარს უჭერს ალიანსის მიერ ოთხშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებას ”გარკვეული პირობებით და ეტაპობრივად” აღადგინოს ურთიერთობები მოსკოვთან და ამბობს, რომ ნატოს თანამშრომლობას რუსეთთან, როგოც მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ფაქტორთან, ალტერნატივა არა აქვს.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ ალიანსისთვის ძალიან რთული იქნება გაუქარწყლოს რუსეთს განაწყენებისა და დაცაგრულობის შეგრძნება.
”ხანდახან არ იცი, როგორ უნდა მიუდგე იმას, ვინც თავს დევნილად აღიქვამს. ეს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხდება და საგარეო პოლიტიკაშიც” - ამბობს სხეფერი - ”ვფიქრობ, არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც რუსეთი თავს მსხვერპლად უნდა აღიქვამდეს, ეს სერიოზულად განსახილველი არც არის. მაგრამ, თუ ასეთი აღქმა მაინც აქვთ, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამაზე, მე უნდა ვცადო და დავარწმუნო, რომ თუ მის საზღვრებს სამართლებრივი სივრცე და დემოკრატია მიუახლოვდება, ამაში ცუდი არაფერია. რატომ უნდა იქცეს ეს პრობლემად?”
სხეფერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთთან პირველი შეხვედრები არაფორმალური იქნება და მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებს მიეძღვნება. შემდეგ კი ის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებს თავის აზრს მოახსენებს - უნდა გადაიდგას, თუ არა შემდგომი ნაბიჯები კონტაქტების გაღრმავებისკენ. ეს კი, ალაბათ, მარტამდე არ მოხდება. შედარებით რბილი ტონით, მაგრამ მაინც დაჟინებით მან ისიც თქვა, რომ ჯერჯერობით, საქართველოსთან აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთთან ჩვეული ურთიერთობის აღდგენაზე ლაპარაკია ნაადრევია, მაგრამ ურთიერთობა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ავღანეთი, ტერორიზმთან ბრძოლა და ნარკოტიკები, გაგრძელდება.
რუსეთთან დისკუსიისას მნიშვნელოვანი იქნება იმის გარკევევა, თუ რა იმალებოდა საქართველოსა და იმ პატარა ომის მიღმა, ხომ არ ნიშნავს ყველაფერი ეს იმას, რომ რუსეთმა დიდი ხნით შეიცვალა დამოკიდებულება საერთაშორისო სამართლისადმი და სუვერენული საზღვრებისადმი, ძალის ”არაპროპორციული გამოყენებისადმი”.
”მე თანამშრომლობის მომხრე ვარ”-ამბობს იაპ დე ჰოოპ სხეფერი-” მაგრამ არ შეიძლება თანამშრომლობა გავლენის სფეროების კონტექსტში. უნდა გავარკვიოთ, იყო თუ არა საქართველო წყალგამყოფი, იმედი მაქვს, რომ არა, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ასე არ მოხდეს”.
ნატო დღემდე მოითხოვს, რომ რუსეთმა აგვისტოს შეთანხმება შეასრულოს, თავისი ჯარი ომამდელ პოზიციებზეგაიყვანოს და უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე.
ფინალურ კომიუნიკეში, რომელიც, ოფიციალური პირების ცნობით, 22-ჯერ გადაათეთრეს, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპაში ამერიკული სარაკეტო სისტემებეის განთავსებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ვაშინგტონის თქმით, ის ირანის და არა რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. მინისტრებმა სისტემას დასავლეთის უსაფრთხოებისათვის ”მნიშვნელოვანი შენატანი” უწოდეს და რუსეთს სარაკეტო სისტემებთან დაკავშირებულ თანამშრომლობაში მეტი მონაწილეობისთვის, ამერიკული წინადადების მიღებისაკენ მოუწოდეს.
კომიუნიკეში არაფერი თქმულა სარაკეტო სისტემებისადმი არჩეული პრეზიდენტის, ბარაკ ობამას სკეპტიკური შენიშვნების შესახებ, არც საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ გასულ თვეში გაკეთებული კომენტარი მოუხსენიებია ვინმეს. სარკოზიმ მაშინ განაცხადა, რომ: სარაკეტო სისტემები ”უსაფრთხოებას არაფერს შემატებს” , უფრო მეტიც, გაართულებს სიტუაციას და რეგრესს გამოიწვევს. რუსეთი დაიმუქრა, რომ საპასუხოდ თავის რაკეტებს კალინინგრადში განათავსებს.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთი იმისთვისაც გააკრიტიკეს, რომ მან შეაჩერა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებისა და ჯარების შეზღუდვის ხელშეკრულება: ” მდგომარეობა, როდესაც ნატოს წევრები ქვეყნები ასრულებენ ამ შეთანხმებას, ხოლო რუსეთი - არა, შეუძლებელია დიდხანს გაგრძელდეს”.
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ” ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის” შესახებ მოლაპარაკებების წინადადებით გამოვიდა, მაგრამ იაპ დე ჰოოპ სხეფერის თქმით, მინისტრებმა ღიად განაცხადეს, რომ დისკუსიას აზრი მანამდე არა ექნება, სანამ კონკრეტული პროექტი არ შეიქმნება.
სხეფერმა თქვა, რომ ნატოს წევრები ”უსაფრთხოების არსებული სტრუქტურით სავსებით კმაყოფილნი არიან” და ვერ წარმოუდგენია, რომ ვინმე დაეთანხმება ისეთი ინსტიტუტების გაქუმებას, როგორიცაა ნატო და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია. ”არ არსებობს ამისი უმცირესი შანსიც კი, რომ დისკუსია ნატოს შესახებ შესაძლებელი გახდეს” - განაცხადა მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეკა ტყშელაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტყეშელაშვილმა შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით კმაყოფილებ გამოთქვა, რადგან მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო და უკრაინა საბოლოოდ ნატოში გაწევრიანდებიან. ტყეშელაშვილმა აგრეთვე განაცხადა, რომ ნატომ უნდა დააჩქაროს ერთობლივი რეფორმების პროგრამა უკვე არსებული კომისიების მეშვეობით.
კომისიები იმუშავებენ წლიურ შეფასებაზე და დაადგნენ ქვეყნის უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ საჭიროებებს, დააკვირდებიანრეფორმების მიმდინარეობის პროცესს და დაეხმარებიან ქვეყნებს ნატოსკენ მიმავალ გრძელ გზაზე.
ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება ”შეთანხმებას, რომლის მეშვეობითაც ჩვენ მივაღწევთ მთავარ მიზანს”, ნატოში გაწევრიანებას.
მინისტრების გადაწყვეტილებით თანამშრომლობა უნდა განვითარდეს, ხოლო მიუკერძოებელ დასკვნებს იმის შესახებ დასჭირდება, თუ არა რომელიმეს ამ ორი ქვეყნიდან გაწევრიანების სამოქმედო ეტაპის გავლა, რასაც საფრანგეთი და გერმანია დაჟინებით ითხოვენ, სამომავლოდ გააკეთებენ.
რუსეთის ელჩი ნატოში, დიმიტრი როგოზინი, მიესალმა რუსთთან არაფორმალური მოლაპარაკებების განახლებას და განაცხადა, რომ: ”მე პირადად, ვერ ვხედავ განსხვავებას ფორმალურ და არაფორმალურ მოლაპარაკებებს შორის იმის გარდა, რომ არაფორმალურ შეხვედრაზე ყავას არ მოგართმევენ, თუმცა შეგიძლია დაუკვეთო”.
როგოზინმა ისიც თქვა, რომ გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც საქართველოსა და უკრაინას უარი უთხრეს სამოქმედო გეგმაზე, ნათლად აჩვენა - ნატოსთვის რუსეთთან ურთიერთობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე აპლიკანტთან. ყოველდღიურ გამოცემაში, კომერსანტში ის ვარაუდობს, რომ ნატო უარს იტყვის საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებაზე, რადგან ეს პერსპექტივა ”ალიანსში არავის არ ახარებს”.
რუსული სამაუწყებლო არხის ვესტი-2-ის საიტზე, როგოზინის ოთხშაბათის განცხადებაში ნათქვამია, რომ ”რომ ნატოში აშკარად გამოიხატა განხეთქილება და ეს განხეთქილება გაიზრდება, თუ ნატო გაფართოების მცდელობას თავს არ დაანებებს. მათი გეგმები, ვინც რუსეთთან ურთიერთობის შეჩერების მომხრე იყო, ჩაიშალა”.
იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ როგოზინს შეუძლია თქვას, ის რაც უნდა, ხოლო ამერიკის წარმომადგენლების აზრით, ეს მხოლოდ რუსულ აუდიტორიაზე გათვლილი ბაქიაობა იყო.
რაც შეეხება, ნატოს მონაწილეობას ავღანეთში - გამოიხატა უმნიშვნელო განსხვავები მიდგომებში. ამერიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტსა და ძველ ადმინისტრაციას შესაძლებლობა დაუტოვეს კიდევ ერთხელ მოიძიონ ავღანეთის პრობლემის მოგვარების ოპტიმალური გზები. თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ პრეზიდენტი ობამა თავის ევროპელ მოკავშირეებს სამხედრო, ფინანსური და სხვა სახის სამუშაო ძალის გაზრდას მოსთხოვს.
”აბსოლუტურად ცხადია, რომ ავღანეთში შეიარღებული ძალების რაოდენობის გაზრდაა საჭირო” - თქვა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა და ის არ ეჭვობს, რომ ობამა ამასთან დაკავშირებით ევროპულ დედაქალაქებში დარეკავს.
”მოკავშირეებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ”-განაცხადა მან ინტერვიუში -”მე ალიანსში ბალანსის დამყარებას ვისურვებდი, არ მინდა, რომ მხოლოდ ამერიკულ ჯარს ვხედავდე. ეს სამხედრო და სამოქალაქო ძალების ახალ ტალღას მოითხოვს, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც მაშფოთებს ის ფაქტი, რომ ოკეანისგადმოღმა მოკავშირეებს ავღანეთთან დაკავშირებით უჭირთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის გაზრდილი მოთხოვნებისადმი შესაბამისობა ”.
No comments:
Post a Comment