Saturday, May 10, 2008

პრეზიდენტი სააკაშვილი ახალ მინისტრებს ნიშნავს

die_welt
მანფრედ ქურინგი
10 დეკემბერი 2008

მან ოდიოზური პოლიტიკოსები მხედველობის არედან გააქრო

მოსკოვი - რუსეთთან სამხედრო მარცხის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მთავრობა საფუძვლიანად იცვლება. სამშაბათს პრემიერმა გრიგოლ მგალობლიშვილმა, რომელიც თავად 27 ოქტომბერს დაინიშნა, თბილისში ერთდროულად სამი მინისტრი წარადგინა.

თავდაცვის სფეროს დავით სიხარულიძე ჩაიბარებს, რომელიც მანამდე აშშ-ში საქართველოს ელჩად მუშაობდა. საქართველოს მთავრობამ ხაზი გაუსვა მის მჭიდრო კავშირს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც გასული წლების განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს როგორც ფინანსურად, ასევე ორგანიზაციულ საკითხებშიც ეხმარებოდა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა ჟვანია ეკონომიკის მინისტრი გახდა. ნიკა რურუა, ადრე პარლამენტის თავდაცვის და ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი კულტურის და სპორტის მინისტრად დაინიშნა. უკვე გასულ კვირას გრიგოლ ვაშაძე კულტურის მინისტრობიდან საგარეო საქმეთა მინისტრად გადაიყვანეს. ამ კვირის დასაწყისში იგი რუსეთთან ყველა საკითხზე საუბრის მზადყოფნას გამოთქვამდა, გამონაკლისია: ”დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა”, აცხადებდა ვაშაძე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დააკნინა ის ფაქტი რომ საქართველომ და უკრაინამ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) ვერ მიიღეს. მაპი არა ”მაგრამ მივიღეთ ყველაფერი რასაც მაპი შეიცავს”, საქართველო გააგრძელებს გზას ნატოს და ევროკავშრიის მიმართულებით.

სააკაშვილმა მთავრობაში საკვანძო პოზიციების ახლებურად განაწილებისას თანამდებობებიდან ის ოდიოზური მინისტრები გაანთავისუფლა, რომლებიც ამომრჩევლებისთვის აგვისტოს ომის მარცხთან ასოცირდებოდნენ, გამონაკლისი მხოლოდ თავად სააკაშვილია. იმავდროულად საკადრო რესურსი სულ უფრო მცირდება, რამაც ეს უცნაური დანიშვნები გამოიწვია. სამხედრო საკითხებზე მომუშავე რურუა კულტურაში გაგზავნა, ყოფილი პროკურორი ნიკა გვარამია კი განათლების მინისტრი გახდა. ოპოზიციას აღარ სურს ამ ყველაფრის სერიოზულად აღქმა და მომავალ გაზაფხულამდე სააკაშვილის და მისი მთავრობის გადადგომას მოითხოვს.

ოპოზიცია დღევანდელი პრეზიდენტის საპირწონე ძალის შექმნაზეც მუშაობს. ლიბერალური და დემოკრატიული რესპუბლიკური პარტია და პარტია ”ახალი მემარჯვენეები”, რომლებმაც პოლიტიკური ალიანსის შექმნის შესახებ ორშაბათს განაცხადეს, კონსულტაციებს მართავენ ირაკლი ალასანიასთან - ახლახან თანამდებობიდან გადამდგარ საქართველოს ელჩთან გაეროში. იგი შესაძლოა ამ ორი პარტიის ალიანსს სათავეში ჩაუდგეს. ალასანია საქართველოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და მათ შორის იმის გამოც, რომ იგი წარმატებით ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებების პროცესს აფხაზებთან.

ორი წლის წინ, იმ სფეროში, რომელშიც პრეზიდენტი თავს მთავარ მოთამაშედ მიიჩნევს, წარმატებები უკვე იკვეთებოდა, რომ სააკაშვილს ალასანია ნიუ-იორკში გადაყავს. 4 დეკემბერს ირაკლი ალასანია გაეროში ელჩის თანამდებობიდან გადადგა.

ორიგინალი

No comments: