10 დეკემბერი 2008
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დასავლეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რუსეთის ხარჯზე საკუთარი ინტერესების გატარების წინააღმდეგ გააფრთხილა.
მოსკოვში უცხოელ ბიზნესმენთა ჯგუფთან შეხვედრისას ლავროვმა განაცხდა, რომ მას ესმის - შეერთებულ შტატებსა და ევროპას რეგიონში ლეგიტიმური ინტერესები აქვთ, მაგრამ, თქვა მან, ურთიერთობები უნდა დამყარდეს ”კანონიერი, გასაგები და ტრასპარენტული მეთოდებით და არა ”კულუარული ჩარევით”, რასაც ლავროვის თქმით, კრიზისულ სიტუაციებამდე მივყავართ.
რუსმა მინისტრმა არაპირდაპი ახსენა მისი ქვეყნის აგვისტოს კონფლიქტი საქართველოსთან და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი არ ეთანხმება სარაკეთო თავდაცვითი სისტემების განთავსებას ცენტრალურ ევროპაში.
მან თქვა, რომ მისი ქვეყანა ბარაკ ობამას მომავალი ადმინისტრაციისაგან რუსეთთან შეიარაღების გაუვრცელებლობასა და ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის პირობის შესრულებას ელოდება.
რუსეთმა აშშ-ს სარაკეტო გეგმას თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საფრთხე უწოდა.
აშშ აცხადებს, რომ პოლონეთში 10 სარაკეტო დანადგარისა და ჩეხეთში რადარების განთავსების გეგმის მიზანია ევროპის დაცვა ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა ირანი.
No comments:
Post a Comment