ნინა ხრიუშჩოვა
27 დეკემბერი 2008
დასავლეთი და ჩინეთი სულ უფრო ემიჯნებიან მოსკოვს - როგორ სწრაფად დაკარგეს პუტინმა და მედვედევმა რუსეთის ძლივს მოპოვებული გავლენა.
2008 წლის გაზაფხულზე ვლადიმერ პუტინი, იმ დროს ჯერ კიდევ რუსეთის პრეზიდენტი, შესანიშნავ განწყობაზე იყო. ნავთობსა და გაზზე ფასებმა თავბრუდამხვევ სიმაღლეებს მიაღწია, ექსპორტის შემოსავლები კრემლის ჯიბეებს ავსებდა. არმიის აღდგენის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა, რომელიც 1991 წელს კომუნიზმის ეპოქის დასასრულს დაიშალა. პერსონალურად მის მიერ შერჩეული მემკვიდრე დიმიტრი მედვედევი ხელისუფლებაში უპრობლემოდ მოიყვანა, თავად კი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა.
გარდა ამისა, შეერთებული შტატები გლობალური ამბიციების მქონე სახელმწიფოს მეთაურისთვის შესანიშნავ კონტრასტს წარმოადგენდა. ბუშის ადმინისტრაციის წინააღმდეგობრივი საგარეო პოლიტიკის მიზანი პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განთავსება იყო. ერაყის ომის დაწყების მომენტიდან ამ მიზანმა პუტინს საშუალება მისცა ძველი და ახალი ევროპა კვლავ ერთმანეთისგან გაემიჯნა - საზღვრები გაევლო რომლებიც ევროპის კონტინენტზე თითქოს რუსეთის გავლენას ამყარებდა.
საკუთარი ეკონომიკის განმტკიცება
სამამულო ეკონომიკის გაძლიერებაში სამხედრო აღმშენებლობაც თავის როლს თამაშობდა. ქვეყანა რვა მილიარდ დოლარად ყიდდა იარაღს მსოფლიოს 80 ქვეყანაში, მათ შორის ვენესუელაში, ჩინეთში, ინდოეთში, ირანში, მალაიზიასა და სერბეთში. და ამ სექტორში რუსეთი უკვე დიდ ბრიტანთს და აშშ-ს კონკურენტიც გახდა.
იმავდროულად, იარაღის გაყიდვა ნაწილობრივ გავლენის მოპოვებისკენ მიმართულ ძალისხმევასთანაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული. პირველად, რუსეთის არმია სწავლებებს ატარებდა ერთდროულად რამდენიმე ადგილას, მათ შორს ვენესუელაშიც, თითქოს ახალ ”კუბის კრიზისს” ამზადებდა, რომელშიც უგო ჩავესს ფიდელ კასტროს როლი უნდა ეკისრა.
ამგვარად იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს სიტუაცია იქითკენ მიდიოდა, რომ რუსეთმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ”რბილ ძალას” ფლობს. ეს პირველად მაშინ გამოვლინდა, როდესაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პატარა საკურორტო ქალაქ სოჭს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება მიანიჭა.
პუტინმა ტრიბუნიდან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებს ინგლისურ ენაზე მიმართა და დამაჯერებლად მოჰყავდა არგუმენტები, რომ რუსეთის მომავლისთვის ამ თამაშებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: ”თამაშები დაეხმარება რუსეთს, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიას”.
2008 წლის მაისში რუსეთმა ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა. ივნისში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთმა მხოლოდ ნახევარფინალში მონაწილეობის შემდეგ დატოვა. შემდეგ იყო გამარჯვება ევროვიზიაზე, ევროპელი პოპ-შემსრულებლების (იშვიათად პირველი კლასის) ყოველწლიურ კონკურსზე, რომელშიც პირველი ადგილი კომპოზიციით Believe დიმა ბილანმა მოიპოვა. ეს ეროვნული ღირსების აღორძინების საქმეში შეტანილი მორიგი წვლილი იყო, რომელსაც კრემლიდან დაწყებული ქუჩით დამთავრებული ყველა ზეიმობდა.
ანეკდოტები პუტინი-მედვედევის ტანდემზე
განსაკუთრებულ ამბებზე, კარგზეც და ცუდზეც, რუსები შავი იომორით რეაგირებენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2008 წლის მოვლენები იყო. ანეგდოტი, ხაზს უსვამს პუტინის და მისი ”კომპანიის” ქედმაღლობას: პუტინი და მედვედევი მათ მორიგ წარმატებაზე საუბრობენ. ”ევროვიზია, ჰოკეი, ფეხბურთი, პრეზიდენტის პოსტის უზადო გადაცემა - აი სვლები ამას ჰქვია! - ამბობს მედვედევი. რაზეც გამარჯვებებით შთაგონებული პუტინი პასუხობს: ”ნამდვილად. სანამ გვიმართლებს, დროა მესამე მსოფლიო დავიწყოთ”. ეს შემთხვევა პუტინმა მართლაც უზარმაზარ ტრიუმფად აღიქვა - ელვისებური ომი საქართველოსთან. დიახ, კრემლმა შეძლო საქართველოს ჯიუტი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვლის ოცნებები დაემსხვრია - ქვეყანა ძალის გამოყენებით გაეერთიანებინა. თუმცა მსოფლიომ უძლურ მოწინააღმდეგესთან ამ რუსულ შეტევაში გარდაცვლილი იმპერიის ხელახლა აღდგენის მცდელობა დაინახა.
მთელი ის იმედები, რომელიც ”ცივი ომის” დასრულების შემდეგ ევროპას გააჩნდა, მასთან ერთად კი პუტინის, როგორც რუსული ეკონომიკის სანდო მესაჭის რეპუტაცია, გაქრა. ქვეყნიდან კაპიტალის გადინება დაიწყო, რომელსაც შესაძლოა განსაკუთრებული შედეგიც არ მოჰყოლოდა სექტემბერში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი რომ არ დაწყებულიყო, მაგრამ კრიზისი დაიწყო და რუსული ეკონომიკაც თან გაიყოლა.
რეზერვები, რომლის დაგროვებაც რუსეთმა ნავთობის ბუმის დროს შეძლო კლებას იწყებს, ნავთობზე ფასების ვარდნის გამო კი მათი სწრაფად შევსება შეუძლებელია. ამან შესაძლოა გამოფიტვის ეფექტი იქონიოს, რადგან რუსეთის მთელი ფინანსური შემოსავლები იმას ეფუძნება, რომ ნავთობზე მაღალი ფასები კიდევ დიდხანს იქნება. თან პუტინი, კრიზისის დაძლევას ცდილობს და ფულებს ხარჯავს. თუმცა ასეთი ძალისხმევით წარმატების მიღწევის შანსი ნაკლებია, რადგან სახელმწიფოს მართულ ეკონომიკაში, სადაც სახელმწიფო კომპანიების დიდ უმრავლესობაში წამყვანი პოზიციები ”კაგებეს” ყოფილ აგენტებს უკავიათ, მოქნილობის და დივერსიფიცირებულობის დეფიციტია, რაც ხელახლა ფეხზე წამოდგომისთვის აუცილებელია.
და კიდევ: იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ”ცივი ომის” დასრულების შემდეგ მტრობამ პიკს მიაღწია, რუსეთის სავაჭრო პარტნიორები სხვა შესაძლებლობებს სულ უფრო ნერვიულად დაეძებენ. ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ პუტინმა ექსპორტზე დამყარებული ეკონომიკური აღმავლობის საშუალებით რუსეთის კრიზისიდან გამოსვლის პერსპექტივასაც ზიანი მიაყენა.
სინამდვილეში საქართველოს წინააღმდეგ ომმა რუსეთის ოპოზიციად არამხოლოდ დასავლეთი, არამედ ჩინეთიც აქცია. ჩინეთის სასიცოცხლო ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ გეოპოლიტიკური წესრიგი იმ მდგომარეობაში შეინარჩუნოს როგორშიც არის, როგორადაც ჩამოყალიბდა ის ”ცივი ომის” დასრულების შემდეგ. ბოლოს და ბოლოს, ჩინეთს სულაც არ სურს მის საზღვრებთან საბჭოთა კავშირის აღორძინებას უცქიროს.
მეტიც, საქართველოს ომმა რუსული არმიის ნაკლოვანებები გააშიშვლა. დიახ, არმია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობას გაანადგურებდა, მაგრამ საქართველოში მისმა მოქმედამ აჩვენა, რომ ის ისეთივე დუნე და ნაკლებად მოტივირებული ორგანიზმია, როგორიც 1990-იანებში იყო.
ახლა, როდესაც ამერიკას დიდი დრო არ დარჩა მიმდინარე პრეზიდენტის ასატანად, რომელიც მთელს მსოფლიოს სძულს, პუტინმა ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი დაკარგა, რომელიც რუსეთის განმტკიცებაში ეხმარებოდა. ბუშისთვის ფეხის დადება - ადამიანთა დიდი ნაწილის თვალში, განსაკუთრებით ევროპელებისთვის, კარგ საქმედ ითვლებოდა, მაგრამ ბარაკ ობამასთვის მუქარებით მისალმებამ, როგორც ეს მედვედევმა ამერიკული არჩევნების მეორე დღეს გააკეთა - მსოფლიოს კრემლის მოუქნელობა კიდევ ერთხელ დაანახა.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment