28 დეკემბერი 2008
ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელი, მარიან ისლარ ბეგი სამხრეთ ოსეთში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში საქართველოში ჩავიდა. ევროპარლამენტის პრეზიდენტის ჰანს-გერტ პოტერინგის მიერ ის პარლამენტის წარმომადგენლად დაინიშნა და დაპირისპირების პირველი ეტაპის შემდეგ სწორედ ამ სტატუსში მონაწილეობდა სამშვიდობო მოლაპრაკებებში. მან პირადად მოინახულა რაიონები, რომლებიც კონფლიქტის დროს დაზარალნენ.
მოგვიანებით, 20 აგვსტოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი, თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტი და სამხრეთ კავკასიის დელეგაცია შეიკრიბა იმისთვის, რომ განეხილა მოვლენათა მსვლელობა საქართველოში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი ამ შეხვედრას დაესწრო და ევროკავშირს საქართველოში მისიის გაგზავნა სთხოვა.
ჩვენ ქალბატონ ისლარ ბეგს ტელეფონით ვესაუბრეთ, გავინტერესებდა, რა ნახა საქართველოში ვიზიტისას და როგორ უნდა მოხერხდეს, მისი აზრითმ სიტუაციის განმუხტვა.
რა ვითარება დაგხვდათ საქართველოში?
საქართველოში 11-დან 17 აგვისტომდე ვიმყოფებოდი, იმ დროს, როდესაც რუსული ჯარი თბილისისკენ დაიძრა. გორამდე მიღწევა სამჯერ ვცადე. მე ვნახე დაბომბილი ცემენტის ქარხანა, დანგრეული ხიდი და სარკინიგზო ხაზი კასპში (30 კმ. თბილისიდან). რუსული ბომბდამშენები კონფლიქტური ზონიდან მოშორებით, საქართველოს ტერიტორიას ურტყამდნენ. ქალაქის მოსახლეობა პანიკაში იყო.
მე საფრანგეთის ელჩს ვახლდი, როდესაც მედვედევმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი. ის, რაც გორსა და კასპს შორის ვნახე, საგანგაშო იყო, ტანკები გაზაზე იდგა, რუსები სანგრებს თხრიდნენ. მათი ჯარი ქართულ ტერიტორიებზე იყო დისლოცირებული. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობის წინააღმდეგ ნერვების ომს აწარმოებდნენ, არავინ იცოდა, რას მოიმოქმედებდნენ.
რუსული ჯარების გასვლის შემდეგ, ქართველებმა შემატყობინეს, რომ მათ სოფლები დატოვეს. მაგრამ 500 რუსი ჯარისკაცი ჯერ კიდევაა საქართველოში დარჩენილი ”უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, რაც დაუშვებელია.
რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო საზოგადოებამ?
ევროკავშირმა და აშშ-მ უნდა მოითხოვონ გაეროს მიერ რეზოლუციის მიღება იმისთვის, რომ კონფლიქტის დარეგულირების გზები გამოიძებნოს. სამშვიდობო ჯარები (შემადგენლობის 99% რუსულია) -ლეგიტიმურად ასრულებდნენ სამშივიდობო მისიას. მაგრამ ომის შემდეგ ისინი საქართველოსთვის მიუღებელნი არიან. რუსები კონფლიქტში ჩაერთვნენ და შესაბამისად ვეღარ შეასრულებენ სამშვიდობო მისიას. აუცილებელია, ქართველებისთვის სანდო სამშვიდობო ძალების მოძიება.
საქართველოში და კონფლიქტურ ზონებში გაეროს ჯარი უნდა განთავსდეს. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საშუამავლო მისია ვერ მუშაობს, მას 100 მეთვალყურე უნდა გაეგზავნა და მხოლოდ 20 გააგზავნა. იმისთვის, რომ დარწმუნებულნი ვიყოთ და დემოკრატიის დაცვა შევძლოთ, ჩვენ ცისფერჩაფხუატიანები (გაერო) გვჭირდება. იქ ომი იყო.
რას ელით საფრანგეთის მიერ პირველ სექტემბერს დაგეგმილი სამიტისგან?
ევროკავშირი თავისი სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს უჭერს მხარს. სიტუაცია აქ მყიფეა და სანამ კონფლიქტი არ გადაწყდება, ჩვენ წინ ვერ წავიწევთ. სიტუაცია სასწრაფოდ უნდა დარეგულირდეს.
ევროპამ საკუთარი ღირებულებები უნდა დაიცვას. 27 ქვეყანა დემოკრატიის დასაცავად უნდა გაერთიანდეს და რუსეთს სიტუაციის დარეგულირება უნდა მოსთხოვოს. საქართველოს სუვერენიტეტი და მისი საზღვრები ყველა მხარემ უნდა აღიაროს, მათ შორის რუსეთმაც. ევროკავშირი არ უნდა შედრკეს, საქართველო ამერიკამ მიატოვა და ახლა მას ევროკავშირის დახმარების იმედი აქვს. საბჭომ უნდა გამოიჩინოს გამბედაობა და მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებაც ვერ შეძლო 2-3 წლის წინ მაშინ, როდესაც სიტუაცია დაიძაბა.
ჩემი დელეგაცია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების ევროკავშირში გაერთიანებას მხარს უჭერს... მათ ნატოს იმიტომ მიმართეს, რომ საკუთარი უასფრთხოების დაცვა უნდოდათ. ამას კი რუსეთი არ ეთანხმება, რაც კრიზისის ერთ-ერთ მიზეზად იქცა. ახლა უფრო, ვიდრე ოდესმე, ცხადი გახდა, რომ ევროკავშირი უნდა შეთანხმდეს საერთაშორისო პრობლემათა უმეტესობაზე.
ორშაბათს დუმამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოითხოვა. ემუქრება, თუ არა საფრთხე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება დამოკლეს მახვილივით იყო. კოსოვოს შემდეგ პუტინი ორ რეგიონთან დაკავშირებით ასეთ შედეგებს წინასწარმეტყველებდა. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობისათვის საერთაშორისო საზოგადოება იღწვოდა.
ჩვენ თვითგამორკვევის პრინციპს ვემხრობით, მაგრამ ეს მთელი მოსახლეობის მიერ უნდა იყოს აღაირებული. 1994 წელს აფხაზეთიდან ქართული პოპულაციის 70% გამოაძევეს, მათ თავშესაფარი სხვადასხვა ადგილას ჰპოვეს. თვითგამორკვევის უფლება მხოლოდ მაშინ უნდა მიეცეთ, როდესაც აფხაზეთის ყველა მკვიდრი, მათ შორის ქართველებიც უკან დაბრუნდებიან.
გარდა ამისა, საქართველოს საზღვრები საყოველთაოდაა აღიარებული. რუსეთმა არ დაუშვა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ ამ ორი სეპარატისტული ტერიტორიის დამოუკიდებლობას იცავს და ამავე დროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. აშკარა შეუსაბამობაა.
ამ ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, რუსეთმა სამშაბათს შუადღეს ცალმხრივად აღიარა ორი რეგიონის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ევროპის პარლამენტი მოვლენებს კავკასიაში ახლა უფრო ყურადღებით აკვირდება. პრესსამსახურები ვებგვერდზე ახალ ამბებს მსვლელობის კვალდაკვალ აქვეყნებენ. რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა მომავალი კვირის პლენარულ შეხვედრებზე დებატების დაგეგმვა და რეზოლუციების მიღება მიღება მოითხოვა.
No comments:
Post a Comment