Wednesday, May 28, 2008

საქართველო მარშით სამხრეთ ოსეთისკენ. 8 აგვისტო

observer_logo 
ზაზა გაჩეჩილაძე
28 დეკემბერი 2008

გამოცემა მესინჯერის მთავარი რედაქტორი ზაზა გაჩეჩილაძე იმ დღეს იხსენებს, როდესაც მის ჟურნალისტებს ესროლეს.

ომის დაწყების დღეს თბილისში ვიყავი და გაზეთის მორიგი ნომრის (The Messenger- ინგლისურენოვანი ქართული გაზეთი) გამოშვებისთვის ვემზადებოდი. ამ დროს ტელევიზიით ქართველი გენერალი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ არმიას სამხრეთ ოსეთის ასაღებად უშვებს. მე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. არ მჯეროდა, რომ სამხრეთ ოსეთის საქართველოს ფარგლებში დაბრუნება სამხედრო ძალით შესაძლებელი იყო. ცხადი გახლდათ, რომ რუსეთი ბრძოლის გარეშე მას არ დათმობდა. ჩვენ 10 თუ 11 თვითმფრინავი გაგვაჩნდა, რუსეთს - რამდენიმე ათასი. რუსეთი ასეთი სიტუაციის შესაქმნელად გამუდმებით პროვოკაციებს აწყობდა. საქართველო მახეში გაება. წინასწარ ვამბობდი, რომ რუსეთი საკუთარ ჯარს გამოგზავნიდა. სამწუხაროდ მართალი აღმოვჩნდი.


8 აგვისტოს ჩემი სამი ჟურნალისტი, ერთი თავისუფალი ავტორი და ორი რედაქციის თანამშრომელი ცხინვალში (სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი) გაემგზავრნენ. ისინი ქალაქის განაპირას შტატგარეშე ფოტოკორესპონდენტთან ერთად მივიდნენ. მათ ფორმიანი ჯარისკაცები დაინახეს და ქართულად საუბარი დაუწყეს. სინამდვილეში ჯარისკაცები რუსები ან სეპარატისტები იყვნენ. მათ ცეცხლი გახსნეს. ორი ჩვენი ჟურნალისტი დაიღუპა, ორი დაჭრეს. მე შოკში ვიყავი. დაიღუპა ჩემი შტატგარეშე თანამშრომელი გიგა ჩიხლაძე. დაიჭრა ჩემი ამერიკელი რედაქტორი უინსტონ ფეზერლი. მეორე დაჭრილი ჟურნალისტი თემურ კიღურაძე ქართველი იყო. რუსებმა დაჭრილები ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. მე შევძელი მოსკოვში აშშ-ს საელჩოსთან დაკავშირება, მათ უინსტონის გამოყვანა შეძლეს. თემურის მდგომარეობა გაცილებით რთული აღმოჩნდა. ის ქართველი იყო და ადგილობრივებს მისი მოკვლა სურდათ. კიღურაძე მეომრებმა დაიცვეს, რაც მათი მხრიდან ძალიან ღირსეული ნაბიჯია.


ვგრძნობ თუ არა თავს დამნაშავედ? არა. მე ისინი არ გამიგზავნია, გავაფრთხილე, რომ გორს არ გასცდენოდნენ. ცხინვალში გამგზავრება - მათი პირადი ინიციატივა იყო. ისინი ყველანი ძალიან ახალგაზრდები - 20 წელზე ოდნავ მეტის - და ადრენალინით სავსენი იყვნენ.


ომის დროს რუსმა სამხედროებმა გამაოცეს. არ ველოდი, თუ ასეთი სასტიკები აღმოჩდებოდნენ. ისინი ძარცვავდენენ და კლავდნენ მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას. რუსეთი და საქართველო 200 წლის მანძილზე თანამშრომლობდნენ. ჩვენ იმდენი საერთო გვქონდა, მაგრამ ყველაფერი რამდენიმე დღეში განადგურდა. ჩემი თაობა საბჭოთა კავშირში გაიზარდა, ჩვენ რუსულ ისტორიასა და კულტურაზე ვიზრდებოდით. მე სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში უამრავი მეგობარი მყავდა, მაგრამ ახლა მათთან კავშირი დავკარგე. დროთა განმავლობაში ომი წარსულს ჩაბარდება, კულტურული და საქმიანი ურთიერთობები აღდგება. მაგრამ რუსები ძალიან მედგრად დგანან: საეჭვოა დაპყრობის შემდეგ მათ სამხრეთ ოსეთი დათმონ. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია იმედი გვქონდეს, რომ ჩვენი პოლიტიკოსები რაიმე ისეთს გააკეთებენ, რაც ჩვენს ქვეყანას სიკეთეს მოუტანს.

ორიგინალი

No comments: