რადეკ სიკორსკი ნატოს ხელმძღვანელის პოსტზე
ირმები შებმულია, ციგები მზადაა. მაშ რა შეიძლება სანტა კლაუსმა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს მოუტანოს? სასურველი საჩუქრების წარმოდგენა მარტივია. ეკონომიკური ვარდნის შეჩერება, ნაკლებად შოვინისტური დამოკიდებულებები რუსეთიდან, უფრო მეტი ყურადღება გერმანიიდან, ყურადღება - ახალი ამერიკული მთავრობისგან. მაგრამ ეს ყველაფერი ისეთივე შესანიშნავი, მაგრამ არარეალისტური სურვილებია, როგორიცაა პატარა ბავშვის მიერ ფერადი ფანქრით ჩამოწერილი სასურველი საჩუქრების სია: ”უარი სკოლას”, ”ჯადოსნური ეტლი” და ”ავტომატი”.
უფრო მეტად შესაძლებელია და გულწრფელი სურვილიც იქნებოდა, წამყვან საერთაშორისო თანამდებობაზე ერთ დროს დაპყრობილი ერთ-ერთი ერის წარმომადგენელი დაენიშნათ. კომუნიზმის კოლაფსის შემდეგ ამ მხრივ სევდიანი გამოცდილება არსებობს. რუსეთი დიდ რვიანს ხელმძღვანელობდა (თუმცა იმ ქვეყნების უმრავლესობამ, ვინც სანკტ-პეტერბურგის სამიტს ესწრებოდა, მასპინძლის საქციელის გამო ღონისძიება შფოთში გაატარა). სლოვენია ევროკავშირის პრეზიდენტის როლს კომპეტენტურად უძღვებოდა (თუმცა კარგი დაკვირვებით გამოჩნდა, რომ ევროკავშირის მართვაში ფრანგული მმართველობა უზადო იყო).
რაც შეეხება სერიოზულ თანამდებობებს, ისეთი აღმოსავლეთ ევროპელის პოვნა, რომელიც უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობს ევროკომისიაში ან ნატოში, ან თუნდაც ეუთოში, ევროპის საბჭოში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ძალიან რთულია. გზავნილი ასეთია: იმაზეც მადლობლები იყავით, რომ სპეციალური წარმომადგენლები გყავთ; და მოკეტეთ.
ნატოს და ევროკავშირის ახალი წევრები გრძნობდნენ, რომ ჯერ კიდევ შარშან მათ საკმაოდ ცუდად უყურებდნენ. გერმანია მათ ძალიან აგდებულად ეპყრობოდა ნატოს ბუქარესტის სამიტზე. ევროკავშირმა კი უთხრა, რომ სულელურად იქცეოდნენ, როდესაც საქართველოზე ზრუნავდნენ. ერთადერთი უმნიშვნელო სანქცია დაუწესეს რუსეთს და ეს საქმეც ბოლომდე ვერ მიიყვანეს.
ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის უმეტესი წილი საფრანგეთის პრეზიდენტზე, ნიკოლა სარკოზიზე მოდის. იგი ევროპის უსაფრთხოებაზე კრემლის ახალ სქემასაც ეფლირტავებოდა, რაც საქმიდან ამერიკელების განდევნის, ნატოს შეზღუდვის და იმის საშუალებას იძლევა, რომ რუსეთმა და ევროკავშირის წევრებმა ერთმანეთთან საქმეები ”კერონ”.
პრივატულ შეკრებებზე ფრანგი და სხვა დასავლეთ ევროპელი ჩინოვნიკები უკვე პრობლემებს უქმნიან ჩეხეთის მომავალ პრეზიდენტობას, ეცინებათ რა იდეაზე, რომ ხმაურიან ჭამას მიჩვეული ბოჰემიას მცხოვრებლები ფრანგულ დიდებულებას უნდა შეედარონ. ისინი ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ასევე სადავო ჩეხეთის პრეზიდენტის, ვაცლავ კლაუსის ფაქტორს. ევროკავშირის ყველა ქვეყანა თანასწორია, აღიარებს სარკოზი. მაგრამ დიდებს ”მეტი ვალდებულებები” აქვთ (და როგორც ჯორჯ ორუელი ასკვნის, სხვებზე ნაკლებად თანასწორნი არიან).
მომავალ წელს, ლისაბონის შეთანხმების რატიფიცირების შემთხვევაში, შემდეგი თანამდებობები განთავისუფლდება: ევროკომისიის პრეზიდენტი (არსებული პოსტი) და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი (ახალი პოსტი), პლუს ეროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნატოს გენერალური მდივნის და ევროპარლამენეტის პრეზიდენტების თანამდებობები. ვიდრე სიტუაცია არ შეცვლილა, აღმოსავლეთ ევროპელებმა აქედან შესაძლოა ბოლო პოსტი მიიღონ, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვანია.
ეს არამხოლოდ უსამართლობაა, არამედ საშიშიცაა. მსგავსი დამოკიდებულება აღმოსავლეთ ევროპელების გაუცხოებას იწვევს და მათ პოლიტიკურ ელიტებს აჯანყებისკენ უბიძგებს. აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს ევროკავშირში გადაწყეტილებების მიღების მექანიზმის შენელების უამრავი მექანიზმი გააჩნიათ. დღემდე ისინი ყველანაირად ცდილობდნენ თავი კარგ ევროპელებად წარმოეჩინათ, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეც უნდა იყოს, ან რომ მომავალშიც ამგვარად გაგრძელდება.
შესაძლოა გამოსავალი ასეთიც იყოს: ნატოს უმაღლეს თანამდებობაზე მძიმე წონიანი პოლიტიკოსის, თავდაცვის საკითხებში ექსპერტის ნაცვლად, ახალი წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი უნდა დაინიშნოს. ყველაზე მცირე, საბოლოოდ ეს კანდიდატების ორკაციან სიას შექმნის: რადეკ სიკორსკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (და ყოფილი თავდაცვის მინისტრი) ან საშა ვონდრა, ჩეხეთის პრემიერ- მინისტრის მოადგილე. მისტერ საკორსკის პოზიციას ის ამყარებს, რომ პოლონეთი სერიოზული თავდაცვის სისტემის მქონე ქვეყანაა. მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ სანტა ამ საკითხსაც სწორედ ასე გადაწყვეტს.
ორიგინალი
Wednesday, May 28, 2008
რას მოუტანს სანტა აღმოსავლეთ ევროპას
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment