ჯექსონ დეილი
1 დეკემბერი 2008
ახალგორი, საქართველო - ამ მთიანი რეგიონში, საკონტროლო პუნქტთან რუსული ჯარს შენიშნავთ, ისინი სანგრებს თხრიან, მიწიან ტომრებს ახვავებენ და ღობეებს აშენებენ. ეს, ალბათ, საზღვრების მშენებლობის დასაწყისია. აგვისტომდე ახალგორი მთლიანად ეთნიკური ქართველებით დასახლებული, არასადავო ქართული ტერიტორია იყო. ახლა ახლაგორს რუსეთი და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთის მარიონეტული მთავრობა აკონტროლებს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქ პრობლემებს ბოლო არ ექნება, ხოლო ვლადიმერ პუტინს ამერიკის ახალი პრეზიდენტის გამოცდისათვის ხელსაყრელი გარემობები არ გამოელევა. იმ დღეს, როცა საკონტროლო პუნქტს ვესტუმრე, რამდენიმე ქართველი პოლიციელი ყუმბარაზე აფეთქდა. გასულ კვირას პოსტზე ქართველი და პოლონელი პრეზიდენტი ჩამოვიდნენ და მათ კოლონასთანახლოს ცეცხლი გახსნეს. რუსების ზურგს უკან დარჩენილ ქართულ მოსახლეობას ახლად გამოჩენილი ადგილობრივი ხელისუფლება მუდმივ ზეწოლის ქვეშ ამყოფებს - ქართველებს რუსული პასპორტების მიღებას აიძულებენ.
უამრავ დასავლელ ლიდერს და, რა თქმა უნდა, ობამას მომავალი ადმინისტრაციის წევრებს ამ დუღილის თავიდან მოცილება ძალიან უნდათ. საფრანგეთის პრეზიდენტმა, იმ სამშვიდობო შეთანხმების შუამავალმა, რომელმაც ომი შეაჩერა, საჯაროდ განაცხადა, რომ რუსები, რომლებიც სანგრებს თხრიან, რეალურად არ არსებობენ. ყველა რუსი, ვინც ეს ტერიტორია აგვისტოში დაიკავა, აქედან უკვე წავიდა, არწმუნებდა ის ამას წინათ თავის კოლეგებს, ევროპის კავშირის ლიდერებს.
მაგრამ სანგრის მთხრელები, თვალნათელი დასტური იმისა, რომ რუსეთის კამპანია საქართველოს წინააღმდეგ სულაც არ დასრულებულა, არსებობენ. და თუ ბარაკ ობამას უნდა, რომ ურთიერთობები მოსკოვთან შეიარაღების კონტროლისა და ირანის შეკავებისკენ მიმართოს, მან პირველ რიგში აქ წარმოქმნილი ჩიხურ სიტუაციას და საქართველოს ენერგიულ, იმპულსურ, მგზნებარედ პროდასვლელ ლიდერს უნდა მოუხერხოს რამე.
მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა (სარკოზისთან საუბარში) მისი ”კვერცხებით დაკიდების” პირობა დადო, ეს ცვალებადი კაცი, მიხეილ სააკაშვილი, თბილისში თავის პოზიციებს მყარად ინარჩუნებს. მაგრამ საქართველოს დასავლეთთან დაქორწინების სააკაშვილისეული მოდელი ირყევა. მისმა გუნდმა, 30 წლის, ინგლისურად მოლაპარაკე, მოხერეხებულმა ბავშვებმა ქვეყნის ეკონომიკა გაათავისუფლეს, ინვესტიციების ბუმი გამოიწვიეს და რუსეთის ეკონომიკური ბოიკოტი დაამრცხეს. მაგრამ ომისა და გლობალური ფინანსური პანიკის შემდეგ, ინვესტორების ნაღდი ფული გაქრა, ხოლო აქაური მთავრობა მხოლოდ ბუშის ადმინისტრაციისა და ევროპის კავშირის მოწყალების ამარა დარჩა.
სააკაშვილი საქართველოს, ავტოკრატული რეჟიმების რეგიონში, დემოკრატიის მოდელად წარმოადგენდა. ომის შემდეგ მან ლიბერალური რეფორმების ახალი ტალღის ჩატარების დაპირება დადო. მაგრამ პოლიტიკური სტუაცია თბილისში სტაგნაციის ფაზაშია. ოპოზიციური პარტიები სუსტი და გახლეჩილია, პრეზიდენტის ერთგული მეგობრები კი მასმედიის საშუალებათა უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ. მიუხედავად იმისა, რომ საპარლემნტო მოსმენები დაიწყო, სააკაშვილისთვის, 7 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში რუსულ ჯარებზე სულელური თავდასხმისთვის, რომელმაც საქართველო პუტინის მიერ მეთოდურად დაგებულ დიპლომატიურ და სამხედრო ხაფანგში შეიტყუა, სერიოზულად პასუხი არავის მოუთხოვია.
საქართველოს უსაფრთხოების მოდელი ნატოში გაწევრიანებას ეფუძნებოდა. იმის ნაცვლად, რომ თავისი ჯარი საკუთარი ტერიტორიების დასაცავად მოემზადებინა, სააკაშვილმა აშშ-ს სპეციალისტების მიერ გაწვრთნილი ჯარი ნატოს მისიებში, ერაყის მსგავს ადგილებში გამოიყენა. ახლა რუსეთმა დაამტკიცა, რომ აგრესიის საფრთხე რეალურია, ხოლო ისედაც დაეჭვებული ევროპლები ომის მერე ნატოსთან დაკავშირებულ დისკუსიებზე საერთოდ ამბობენ უარს. მაშ ასე, უნდა იყიდოს, თუ არა საქართველომ ახლა ანტისატანკო რაკეტები და სხვა სახის თავდაცვითი შეაიარაღება? უნდა მოიპოვოს თუ არა ორმხრივი უსაფრთხოების გარანტია შეერთებული შტატებისგან? დაიჯეროს, თუ არა, რომ საქართველოს ახალი ინტერვენციისაგან დასავლელი დიპლომატები დაიცავენ? არც ერთ ამ კითხვაზე საქართველოში ჯერ პასუხი არა აქვთ.
ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ საქართველო მოლოდინშია - რამდენად მოინდომებს ობამა შავი ზღვის სანაპიროს პატარა ქვეყნის გადარჩენას, იმ ქვეყნისა, რომელიც ბოლო 200 წლის განმავლობაში რუსეთის ვასალი იყო. ”ჩვენ ზუსტად ახლა ძალიან სუსტები და მოწყვლადები ვართ, მაგრამ გვგონია, რომ ამ ვითარების შეცვლა ამერიკის ახალ ხელმძღვანელობას შეუძლია”-მეუბნება სააკაშვილი-” შეერთებული შტატები არასდროს ყოფილა უკეთეს სიტუაციაში ვიდრე ახლა. მთელის მსოფლიო ობამას ელოდება”.
მაგრამ რა უნდა მოიმოქმედოს ობამამ? არჩეული პრეზიდენტი და მისი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ომამდეც და ომის შემდეგაც, მიუხედავად იმისა თუ რა როლი ჰქონდა სააკაშვილს კონფლიქტის გაჩაღებაში, საქართველოს თავდადებული მომხრეები არიან. მაგრამ ომის შემდგომი, პოსტპანიკური საქართველოს გადარჩენა, ამერიკას ახალ მოთხოვნებს უყენებს: არა მხოლოდ ნატოს წევრობის სუბსტიტუტებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყფას, არამედ იარაღს, რომელიც რუსული ტანკებს დააფრთხობს; არა მხოლოდ კონსულტაციებს, რომლებიც გადასახადების და ტარიფების შემცირებას დაუჭერს მხარს, არამედ მილიარდობით სუბსიდიებს მანამდე, სანამ ინვესტორები უკან დაბრუნდებიან.
ასეთი მხარდაჭერა პუტინმა შესაძლოა პროვოკაციად აღიქვას და მას ევროპისა და ობამას გადამტერების საბაბი, ან ირანის საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე უარის თქმის მიზეზი მისცეს. მაგრამ თუ ახალი ადმინისტრაცია იმის შეფასებას დაიწყებს, ღირს თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა მოსკოვთან კონფრონტაციად, მაშინ ახალი საზღვრების გასწვრივ რუსული ჯარები ნამდვილად შეწყვეტენ სანგრების თხრას და სამხრეთით, 20 მილის მოშორებით, თბილისისკენ აიღებენ გეზს.
No comments:
Post a Comment