აშშ-ს საქართველოს და უკრაინის ნატოში მიღების კონკრეტულ თარიღზე ალიანსის წევრ სხვა ქვეყნებთან დაძაბული ურთიერთობების განმუხტვა სურს. ის ამჯერად აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე ამ ქვეყნებმა კონცენტრაცია ჯერ შიდა პოლიტიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეფორმების გატარებაზე უნდა მოახდინონ.
რადგან კონდოლიზა რაისი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ორ დღიანი შეხვედრისთვის ემზადება, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა წევრ სახელმწიფოებს შორის კამათის შესაძლებლობა წინასწარვე აღმოფხვრა, როდესაც განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ მოითხოვს ამ ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) დაუყოვნებლივ მინიჭებას.
ნატოს წევრები აპრილში, ბუქარესტის სამიტზე შეთანხმდნენ, რომ საქართველო და უკრაინა საბოლოოდ ნატოს წევრები გახდებიან. მაგრამ გერმანიამ, საფრანგეთმა და სხვა ქვეყნებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ წელს ამ სახელმწიფოებისთვის მაპ-ის მინიჭება – საკვანძო საფეხური ნატოში გაწევრიანების გზაზე – რუსეთის მხრიდან ძალიან აგრესიულ ქმედებად აღიქმება.
თუმცა, ვიდრე აშშ-მ მაპ-ის სასწრაფოდ მინიჭების საკითხზე პოზიცია შეარბილა, დიპლომატები შიშობენ, რომ ამ კვირის შეხვედრა მაინც კვლავ იმაზე არგუმენტების მოსმენას დაეთმობა, თუ როდის მიანიჭებენ ამ ორ ქვეყნას ახალ სტატუსს.
გერმანია და საფრანგეთი ცდილობენ იმის წარმოჩენას, რომ საქართველოს და უკრაინას ნატოს წევრობამდე გრძელი გზა აქვთ გასავლელი. მაგრამ ზოგიერთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნას, რომლებსაც რუსეთის საგარეო პოლიტიკური ამბიციების ეშინიათ, სურთ რომ საქართველოს და უკრაინას ამ კვირაში ალიანსმა ძლიერი მხარდაჭერის სიგნალი გაუგზავნოს.
"პრობლემა, რომელიც გვაქვს ასეთია... მაპ-ი ახლა იმდენად პოლიტიზირებული თემაა, რომ ჩვენ მის გამოყენებას ვერ დავთანხმდებით," განუცხადა FT-ის კურტ
უოლკერმა, ამერიკის ელჩმა ნატოში. ბატონი უოლკერის წინადადებაა, ამ კვირაში ალიანსმა მაპ-ზე დებატები გვერდზე გადადოს და "კონცენტრაცია აუცილებელი რეფორმების გატარებასა და ამ გზით წინსვლაზე გააკეთოს".
"პრობლემა ის არის, რომ თუკი ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ ალიანსის შიგნით, ყველა შეხვედრაზე კრიზისის პირისპირ აღმოვჩნდებით,” თქვა მან. "მაპ-ი იქნება, თუ არ იქნება, ჩვენ სიტუაცია უნდა განვმუხტოთ, ამ ქვეყნებს რეფორმების განხორციელებაში უნდა დავეხმაროთ და კონცენტრაცია მოვახდინოთ იმაზე, რომ ისინი საბოლოოდ ნატოს წევრები გახდნენ”.
ამ კვირის შეხვედრაზე, როგორც ჩანს ყურადღება დაეთმობა ასევე რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის წინადადებას, ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაზე.
გასულ თვეში, ბატონმა მედვედევმა და ნიკოლა სარკოზიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ევროკავშირი-რუსეთის სამიტი დაასრულეს შეთანხმებით, რომ მომავალ ზაფხულს გამართავენ კონფერენციას, სადაც აშშ, რუსეთი და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ევროპაში "უსაფრთხოების არქიტექტურის" ახალ, ცივი ომის შემდგომი პერიოდის პროექტს შეიმუშავებენ.
როგორც ვარაუდობენ, ამ კვირის შემაჯამებელ კომუნიკეში ნატო გაწევრიანებაზე აშკარა შეთავაზებას არ ახსენებს. თუმცა, ალიანსის ერთმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ეს არსებული ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის "გონივრულობას" ხაზს გაუსვამს.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment