Thursday, May 1, 2008

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირს მოუწოდებს რუსეთის მიმართ სიმკაცრე გამოიჩინოს

Deutsche_Welle_Logo1

30 ნოემბერი 2008

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ევროპის კავშირს მოუწოდებს, არ წავიდეს დიდ დათმობებზე რუსეთთან თანამშრომლობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დროს.

”რუსეთის პატარა მეზობლები დიდი ევროპული ქვეყნების თანხმობას რუსულ აგრესიაზე ღალატად ჩათვლიდნენ - უთხრა მან გერმანულ გაზეთ ”დერ შპიგელს” ინტერვიუში ორშაბათს.

პრეზიდენტმა სამშაბათს დადგემილი მოლაპარაკებების წინ ილაპარაკა. მოლაპრაკებებზე, რომელიც რუსეთის ჯარების საქართველოში შესვლის შემდეგ, აგვისტოში შეაჩერეს, ევროკავშირისა და რუსეთის სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას განიხილავენ.

სააკაშვილი უარყოფს, რომ პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება და რომ მან ბიძგი მისცა კონფლიქტს, როდესაც ქართული ჯარები სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში გააგზავნა.

აბსურდული განცხადებები?

”იმის მტკიცება, რომ საქართველოს ეს ომი უნდოდა, აბსურდულია”-ამბობს მიხეილ სააკაშვილი -”ჩვენ სამხრეთ ოსეთში თავი უნდა დაგვეცვა, სხვა გზა არ არსებობდა”.

შაბათს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ბადრი ბიწაძემ,პრეზიდენტს კონფლიქტის დაწყებაში და იმაში დასდო ბრალი, რომ იგნორირება გაუკეთა დასავლეთს, რომელიც სამხედრო მოქმედებების წინააღმდეგი იყო.

”სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ ომს მოიგებდა”-უთხრა ბიწაძემ, რომელიც ახლა ოპოზიციაში გადავიდა, ქართულ გაზეთ ”რეზონანსს”.

7 აგვისტოს ქართულ თავდასხმაზე რუსეთის საპასაუხო ქმედებების შედეგად ქართული ჯარი სამხრეთ ოსეთიდან გამოაძევეს. მოსკოვის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია მოახდინეს. ამ ტერიტორიებიდან ისინი ოქტომბერში გავიდნენ.

სააკაშვილმა უთხრა ”დერ შპიგელს”, რომ თანამშრომლობის ნებისმიერი ხელშეკრულება რუსეთთან უნდა შეიცავდეს მუხლს, რომელიც დაავალდებულებს რუსეთს ”დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები”

მან გერმანიასაც მოუწოდა აქტიური ქმედებებისკენ, რათა რუსეთი აღარ წავიდეს ”მზარდი ნაციონალიზმისა და მილიტარიზმის” მიმართულებით იმიტომ, რომ ეს საფრთხეს უქმნის მის მეზობლებს, ევროპას და მისსავე საკუთარ მოქალაქეებს.

ორიგინალი

No comments: