ედრიან ბლომფილდი მოსკოვიდან,
ბრუნო უოთერფილდი ბრიუსელიდან
1 დეკემებრი 2008
როგორც ჩანს, ნატო მოსკოვის დიპლომატური გამარჯვების სასარგებლოდ, საქართველოს ამბიციებს - დასავლურ ალიანსში გაწევრიანდეს - შეაჩერებს.
იმ დროს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები, ცდილობს შეარბილოს თავის მოწოდება საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების თაობაზე, კრემლი როგორც ჩანს ამ ორდღიან სამიტს, რომელიც სამშაბათს ბრიუსელში დაიწყება, კავკასიაში საკუთარი სამხედრო აქციის და აგვისტოში საქართველოს ტერიტორიის დაკავების გამართლებად აღიქვამს.
ხუთდღიანმა კონფლიქტმა ალიანსის ბევრი დასავლელი წევრი გაანერვიულა. მათ ეშიანიათ, რომ თუკი საქართველო ნატოს წევრი გახდება, რუსეთთან სამხედრო კონფრონტაცია მოუწევთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა The Daily Teleghaph-ს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა მაპ-ის გარეშეც იცხოვრებს, თუკი ნატო მას ალიანსში გაწევრიანების გზაზე, მკაფიო, კარგად დაგეგმილ სამუშაო გეგემას შესთავაზებს.
"ჩვენი პრიორიტეტი – ნატოს წევრობაა და არა ინსტრუმენტები, რაც ამ წევრობამდე მიგვიყვანს", თქვა მან.
ნატოს სამიტზე, რომელიც ბუქარესტში აპრილში გაიმართა, საქართველოს და უკრაინას მომავალში წევრობის პერსპექტივა შესთავაზეს, მაგრამ გერმანიისა და საფრანგეთის განცდის გამო, რომ რუსეთი ამ ნაბიჯს უპასუხებდა, ზუსტი განრიგის განსაზღვრისგან და მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისგან თავი შეიკავეს.
ახლა მგალობლიშვილი წუხს, რომ მაპ-ის ტექნიკური თავისებურება, მისი ხელოვნური აღქმა 1990-ანი წლების დასაწყისიდან, და ის რომ ის სულაც არ არის წევრობის აუცილებელი წინაპირობა, პოლიტიკური ბრძოლის საშუალებად იქცა, რასაც ყურადღება გადააქვს მთავარი საკითხისგან – საქართველოს მომავალი ნატოში.
"მაპ-ი ძალიან პოლიტიზირებული გახდა", თქვა მგალობლიშვილმა. "არ ვფიქრობ რომ რამე შეიცვლება. დისკუსია იმაზეა, როგორ და რა საშუალებებით მოხდება ეს და არა იმის შესახებ, გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი”.
გერმანია, იმ ბანაკის ლიდერი, სადაც საფრანგეთი და იტალია შედიან, სიტყვიერად ვაშინგტონის პრო-ქართული პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა და ზაფხულის კონფლიქტის შემდეგ მოსკოვთან ურთიერთობის აღდგენის დიდი სურვილი გამოთქვა.
აშშ და ბრიტანეთი ამტკიცებენ, რომ ორივე ქვეყნის, საქართველოს და უკრაინის შესაძლო წევრობის მხარდაჭერა, ტერმინოლოგიის შეცვლის შემთხვევაშიც ძალაში რჩება. ბრიტანელი და ამერიკელი ოფიციალური პირები საქართველოსთან და უკრაინასთან "ნატოს კომისიების" მუშაობაზე კონცენტრაციას, წინსვლისთვის ყველაზე პრაგმატულ გზად მიიჩნევენ.
No comments:
Post a Comment