პეტრე სმოლიარი
30 ნოემბერი 2008
ნატოსკენ მიმავალი რამდენიმე გზა არსებობს. სწორედ ამ გამონათქვამზე დაყრდნობით ცდილობს ბუშის ადმინისტრაცია მისი ვადის უკანასკნელი დღის გასვლამდე საქართველოს და უკრაინის ალიანსში მისწრაფებას მხარი დაუჭიროს. თუმცა, როგორც ჩანს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც ბრიუსელში 2 და 3 დეკემბერს იკრიბებიან, ამ ქვეყნებს იმედებს ყველა შემთხვევაში გაუცრუებენ. რუსეთთან ურთიერთობის ნაწილობრივ განახლებაც დღის წესრიგში იქნება.
უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ ბუქარესტის სამიტზე, აპრილის დასაწყისში ითქვა, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ დაზუსტებულა. შემდეგ იყო პოლიტიკური ქაოსი უკრაინაში და აგვისტოს ბლიც ომი, რუსეთსა და საქართველოს შორის, რამაც ზოგიერთი ქვეყნის სკეპტიციზმი დაადასტურა – განსაკუთრებით საფრანგეთის და გერმანიის. მათთვის წევრობის სამოქმედო გეგემის გავლით ამ ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი არც კი განიხილება.
ამ საკითხზე შიდა წინააღმდეგობისა და მოსკოვის გააფთრებული ოპონირების გათვალისწინებით, ამერიკული ადმინისტრაცია ბარიერის შერბილებას ცდილობს და ახალ ჰიპოთეზას გვთაზობს: საქართველო და უკრაინა ნატოში პირდაპირ გაწევრიანდება მაპ-ის გაუვლელად, მაგრამ გაურკვეველი თარიღისთვის. ეს ქვეყნები `წევრობისთვის მზად არ არიან. ეს ნათელია, - განაცხადა 26 ნოემბერს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა. (...) მაგრამ გაწევრიანებისთვის სხვა მეთოდებიც არსებობს. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ მაგალითად პოლონეთს და ჩეხეთის რესპუბლიკას მაპ-ი არ გაუვლიათ”. დაადასტურა რა აშშ-ს ერთგულება ბუქარესტის კონსენსუსისადმი, ქალბატონმა რაისმა მოიწონა კომისისების საშუალებით ნატოს და ამ ორ ქვეყნას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაცია.
რუსული კმაყოფილება
28 ნოემბერს, კუბაზე ვიზიტად მყოფმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კმაყოფილება გამოთქვა აშშ-ს მაპ-თან დაკავშირებული პოზიციის შერბილების გამო. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეას მტკიცედ აბსურდულად აღარ ვაწვებით, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ ხდებოდა", განაცხადა მან.
თბილისში მთელი ყურადღება საპარლამენტო კომისიის სხდომებისადმია მიპყრობილი. პრეზიდენტ სააკაშვილის მოსმენა პარასკევს გაიმართა. ის იმეორებდა, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული სოფლების დაბომბვის და სეპარატისტულ რეგიონში რუსული ტანკების შემოსვლის გამო, ქართული სამხედრო ოპერაცია "გარდაუვალი" იყო.
მაგრამ ეს კვირა ეროსი კიწმარიშვილის ხმაურიანი მოსმენით გამოირჩეოდა. მაისსა და ივლისს შორის საქართველოს ელჩმა რუსეთში, დარწმუნებით განაცხადა, რომ ქართული ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს ფუჭად არწმუნებდნენ, რომ ამერიკის ადმინისტრაცია სამხედრო შეტევის შემთხვევაში მათ მხარს დაუჭერდა. მან განაცხადა, რომ ოპერაცია მომზადებული იყო და ჯერ კიდევ გაზაფხულზე უნდა განხორციელებულიყო და პირველ სამიზნეს აფხაზეთი, მეორე სეპარატისტული რეგიონი წარმოადგენდა. კიწმარიშვილმა, რომელმაც სექტემბერში თანამდებობა დატოვა და ოპოზიციას შეუერთდა, მოუწოდა სააკაშვილს "ბოდიში მოეხადა" დევნილებისთვის, რადგან ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
No comments:
Post a Comment