"საუბარი ვლადიმერ პუტინთან", მეშვიდე გამოსვლა. უკვე მეშვიდე წელია, რაც ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი თავის ყოველწლიურ სატელევიზიო მარათონს აწყობს. თუმცა 4 დეკემბრის გამოსვლა პირველი იყო მას შემდეგ რაც ის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი აღარ არის. პრინციპი მარტივია: სტუდიაში, რომელიც კრემლიდან ორ ნაბიჯში მდებარეობს პუტინი მისი სამსახურების მიერ გაფილტრულ სატელეფონო ზარებს და ინტერნეტით დასმულ კითხვებს პასუხობს. ასეთ გამოსვლებში იგი ხაზს უსვამს ხალხსადმი სიმპათიას, ამჟღავნებს ეკონომიკური საკითხების ცოდნას, ოხუნჯობს და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს დასცინის.
თავის 2008 წლის გამოსვლაში, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მისი ახალი მტერი, საქართველოს პრეზიდენტიც საგანგებოდ ახსენა. "მართალია, რომ საკაშვილის ერთი ადგილით დაკიდება გსურდათ?", ჰკითხა მას მსმენელმა სურვილზე, რომელიც ბატონმა პუტინმა ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრის დროს გამოთქვა (Le Nouvel Observateur). "და რატომ მხოლოდ ერთი ადგილით?”, იკითხა პუტინმა ხუმარა სახით, რასაც სტუდიაში სიცილი და რამდენიმე აპლოდისმეტიც მოჰყვა. "კაგებეს" ყოფილმა ოფიცერმა არგუმენტიც მოიყვანა "სადამ ჰუსეინი შიიტურ სოფლებში ჩადენილი უმსგავსობებისთვის ჩამოახრჩვეს. სააკაშვილმა ოსეთში სისხლის გუბეები დააყენა და ოსებს რეპრესიები მოუწყო”.
No comments:
Post a Comment