Tuesday, May 20, 2008

ნატო რუსეთთან ურთიერთობას აახლებს

new_york_times
სტივენ ირლანგერი
20 დეკემბერი 2008

პარიზი - პარასკევს, ნატოს გენერალურმა მდივანმა ამ ორგანიზაციაში რუსეთის ელჩთან ისადილა, დაიწყო რა მოსკოვთან ურთიერთობების ”ზოგადი და თანმიმდევრული აღდგენა”, რისი სურვილიც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ამ თვის დასაწყისში გამოხატეს.

ელჩმა დიმიტრი როგოზინმა, განაცხადა, რომ სადილი ნატოს შტაბთან ახლოს ბრიუსელის გარეუბანში მდებარე იტალიურ რესტორანში გაიმართა და საქართველო-რუსეთის აგვისტოს მოკლე ომის შემდეგ ნორმალური ურთიერთობების აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო ”ყველაზე რთული პირველი ნაბიჯის გადადგმაა” უთხრა მან რეპორტიორებს. ”ჩვენ ნდობის აღდგენის რთული გზის დასაწყისში ვართ”.

იანვრის შუა რიცხვებში, ”ნატო-რუსეთის კომისიის არაფორმალური შეხვედრა ელჩების დონეზე გაიმართება,” თქვა მისტერ როგოზინმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა პირადად კომენტარები არ გააკეთა, მაგრამ სპიკერმა კარმენ რომერომ განაცხადა, რომ ორი ადამიანი ”ურთიერთობების აღდგენის გზების განხილვაზე შეთანხმდა”. მან თქვა, რომ მხარეები ელჩების დონეზე კომისიის არაფორმალური შეხვედრის გამართვას მომავალ თვეში იმედოვნებენ”.

ნატომ მოსკოვთან ოფიციალური ურთიერთობა აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, და აცხადებდა რომ ”ძველებურ ურთიერთობებს მასთან ვეღარ აღადგენდა, ვიდრე რუსეთი საკუთარი ჯარების ომამდელ პოზიციებზე გაყვანას არ დათანხმდებოდა და არ გააუქმებდა საქართველოს რეგიონების, სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილებას”.

მაგრამ ომის დაწყების მიზეზები სადაო გახდა. ნატოს ბევრ წევრ ქვეყანას სჯერა, რომ ომი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო, ყოველშემთხვევაში პირველი ნაბიჯი გადადგა, რითაც რუსულ ხაფანგში თავი გაყო და მოსკოვს ინტერვენციის საბაბი მისცა. დასავლეთ-ევროპული ქვეყნების უმრავლესობა, რომლებიც ნავთობითა და განსაკუთრებით გაზით რუსეთზე არიან დამოკიდებულები, მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენას ემხრობოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ის აგრძელებდა ორივე სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიაზე ყოფნას. ამ ქვეყნებმა ბუშის მთავრობისა და ზოგიერთი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის პოზიცია, რომლებსაც რუსეთის უფრო მკაცრად დასაჯა სურდათ, დაძლიეს.

სახელწმიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, მისი ბოლო ვიზიტისას ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე 2 დეკემბერს, დაადასტურა, რომ აშშ არ შეეწინააღმდეგება ნატოს და რუსეთს შორის ურთიერთობების თანმიმევრულ, ეტაპობრივ აღდგენას. ”არაფორმალურ დონეზე ურთიერთობის იდეა ნატო-რუსეთის კომისიასთან, ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს,”, განაცხადა ქალბატონმა რაისმა. ბატონმა სხეფერმა ინიცირება გაუკეთა არაფორმალურ კონტაქტებს ბატონ როგოზინთან.

მეორე დღეს ინტერვიუში ნიუ-იორკ ტაიმსთან ბატონმა სხეფერმა განაცხადა ”რუსეთი იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რომ ნატოსთვის არ არსებობს ალტერნატივა, თუ არა რუსეთთან ურთიერთობა”.

სხეფერმა, იმაზე თუ რას ენიჭებოდა მნიშვნელობა რუსეთთან საუბარში, განაცხადა, რომ ცდილობდა გაეგო ”რა იდგა საქართველოს მოვლენების უკან” და ამ მოკლე ომს, და ნიშნავდა თუ არა ის, რომ რუსეთმა გადახედა თავის დამოკიდებულებას საერთაშორისო სამართლის, საზღვრების ხელშეუხებლობის და ძალის ”არაპროპორციული” გამოყენების მიმართ.

მან განაცხადა, რომ იგი, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებს, სავარაუდოდ მარტში, მოახსენებს გააღრმავონ თუ არა მომავალში რუსეთთან ურთიერთობა.

ამერიკელთა პოზიციების შერბილება რუსეთთან ურთიერთობის თემაზე ახსნილი იყო, როგორც გარკვეული დათმობა გერმანიისთვის ამ უკანასკნელის გადაწყვეტილების სანაცვლოდ - დათანხმებულიყო მომავალში საქართველოს და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მკაფიო მექანიზმის შემუშავებას - ეფექტურად, ობამას ადმინისტრაციისთვიის.

პარასკევს, მოსკოვში საგარეო საქამეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთსაც თავის პირობები აქვს. ”ახლა, როდესაც ჩვენი კოლეგები ნატოდან ურთითერთობების აღდგენაზე საბრობენ,” თქვა მან, ”ჩვენ მოვითხოვთ რომ კავშირების აღდგენა დაიწყოს დისკუსიით კავკასიის კრიზისის მოვლენებზე, რომლებსაც ჩვენი პარტნიორები ნატოდან თავს არიდებდნენ”.

აშშ-ს ელჩმა ნატოში, კურტ უოლკერმა, პარასკევს განაცხადა, ”ჩვენ გამოვხატავდით ჩვენს შეშფოთებას რუსეთის მიმართ, როდესაც ის ძალით შეიჭრა საქართველოში და არმიის დახმარებით მისი საზღვრების შეცვლა გადაწყვიტა, მაგრამ ჩვენ ასევე გამოვხატავდით ჩვენს სურვილს გვეთანამშრომლა რუსეთთან”.

რუსეთთან დიალოგი ევროკავშირმაც განაახლა.

ორიგინალი

No comments: