ლარა მარლოვი
29 დეკემბერი 2008
საქართველო: ერთკვირიანი კონფლიქტი საქართველოს და რუსეთს შორის თითქოს 1990-იანების ბალკანურ ომებთან გვაბრუნებს. კიდევ ერთხელ, მთვრალმა არარეგულარულმა ძალებმა ევროპის საზღვრებთან, ბალაკლავაში იარაღის მუქარის ქვეშ დევნილები და ჟურნალისტები გაძარცვეს, გადაწვეს სოფლები და როგორც ამბობენ, ქალები გააუპატიურეს.
11 აგვისტოს, კონფლიქტის დაწყებიდან მესამე დღეს, მცხეთასთან, საქართველოს დედაქალაქიდან 20 კილომეტრში ჩრდილოეთით, ვიღაცას გამოქცეული ქართული არმია რუსებში აერიათ. თვალწინ ცივი ომის სურათი გიცოცხლდება - 1968 წლის პრაღა და 1956 წლის ბუდაპეშტი - თბილისის პანიკაში ჩავარდნილი მოქალაქეები რუსების გარდაუვალ მოსვლას ელოდნენ.
რომ არა ევროკავშირის შუამავლობა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, რუსებს შესაძლოა მართლაც მიეღწიათ თბილისამდე. ”მათ უფრო ფსიქოლოგიური მიზანი ჰქონდათ”, ამბობს სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ახლა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოპონენტია.
”ისინი ქვეყნის დაპყრობას არ აპირებდნენ, მაგრამ ურთიერთობაში დომინირების აღდგენით ჩვენი დაშინება სურდათ.” გაეროს დევნილების უმაღლესმა კომისარმა ანგრიშში დაწერა, რომ სექტემბერში 163 000 ადამიანმა იძულებით დატოვა საკუთარი სახლი კონფლიქტის ზონაში. რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა.
ყველაფერი საქართველოს უგუნური ნაბიჯით დაიწყო, როდესაც მან სამხრეთ ოსეთის ”დედაქალაქის” ცხინვალის დაბომბვა BM-21-ის ტიპის რაკეტებით 7-დან 8 აგვისტოს ღამით დაიწყო, და საქართველოს ჯარები სეპარატისტულ ანკლავში გაგზავნა, რომელიც მათ 1990-იანების დასაწყისში დაკარგეს. რუსეთის მხარდაჭერილმა სამხრეთ ოსეთელებმა თავდასხმის პროვოცირება თავად მოახდინეს, როდესაც ქართულ სოფლებს ცეცხლს უხსნიდნენ, მაგრამ სააკაშვილი მათ ხაფანგში გაება.
სამი დღის განმავლობაში ქართული არმია მათზე გაცილებით უპირატესმა რუსულმა ძალებმა დაამარცხეს. რუსების ზედამხედველობის ქვეშ რუსი ჩინოვნიკები, სამხრეთ ოსეთელები, კაზაკი და ჩეჩენი მილიციელები ”ჩრდილო კავკასიის მოხალისეებიდან”, სამხრეთ ოსეთის ”ქართულ სოფლებში” ეთნიკურ წმენდებს აგვისტოს მეორე კვირის განმავლობაშიც განაგრძობდნენ.
სააკაშვილმა დასავლეთის ტელეარხების მონოპოლიზება მოახდინა, გამოაცხადა რა 12 აგვისტოს, რომ საქართველო ”არასდროს დანებდება”. მაგრამ აშშ-ს და ისრაელისგან შეძენელი უარავი სამხედრო შეიარაღების, და ამ ორივე ქვეყნიდან სამხედრო მრჩევლების არსებობის მიუხედავად საქართველო სასტიკად დამარცხდა.
”შეერთებული შტატები 45 წლის განმავლობაში ურთულეს პირობებში მუშაობდა იმისთვის, რომ რუსეთთან სამხედრო კონფრონტაცია თავიდან აეცილებინა. ვფიქრობ ამ მიდგომის შესაცვლელად მიზეზი არ არსებობს,” განაცხადა 14 აგვისტოს აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა.
რუსეთმა პირობა დადო რომ საქართველოს ცენტრში მდებარე ქალაქ გორს დატოვებდა. გორი რომელიც სტრატეგიულ ადგილას, ქვეყნის აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარ გზის გასაყარზე, სარკინიგზო ხაზსა და გაზის მილსადენთან ახლოს მდებარეობს - მაგრამ აგვისტოს ბოლომდე რუსული არმია ადგილზე რჩებოდა. მოსკოვს ორი თვე დასჭირდა სამშვიდობო გეგმის პირობების შესასრულებლად, რომელსაც ხელი აგვისტოს შუა რიცხვებში მოაწერა.
ევროკავშირმა დამკვირვებლების 200 კაციანი ძალა რეგიონში გაგზავნა, მაგრამ ჯერ კიდევ დეკემბრის შუა რიცხვებისთვის რუსები ზოგიერთ სოფლებში დამკვირვებლებს შესვლის საშუალებას მაინც არ აძლევდნენ. რუსული არმია განაგრძობდა პერიოდულად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას, საკუთარი სურვილისამებრ შედიოდა და გამოდიოდა სოფლებში სამხრეთ ოსეთის მიღმა, რომლებიც უშუალოდ ქართულ ტერიტორიებზე მდებარეობს.
1946 წლის ცნობილი ”რკინის ფარდის” გამოსვლაში უინსტონ ჩერჩილმა განაცხადა: ”მათ (რუსებს) არაფერი ისე არ აღაფრთოვანებთ, როგორც ძალა, და არაფერს ისე უპატივცემულოდ არ ეპყრობიან როგორც სისუსტეს, განსაკუთრებით სამხედრო სისუსტეს”, 60 წელზე მეტი დრო გავიდა და ჩერჩილის ფორმულა კვლავ ძალაშია.
მას შემდეგ რაც მოსკოვმა, აგვისტოს მიწურულს, საქართველოს ანკლავების სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ევროკავშირში ეკონომიკურ სანქციებზე ფუჭი საუბარები იმართებოდა. საბოლოოდ, დამოკიდებულებამ რუსულ გაზსა და ნავთობზე საქართველოს სუსტი დემოკრატიისადმი მხარდაჭერა გადაწონა. ევროკავშირმა შეაჩერა რუსეთთან ახალ პარტნიორულ ურთიერთობებზე მოლაპარაკებები, მაგრამ დეკემბრის დასაწყისში ისევ განაახლა.
ზაფხულის ომის შედეგად საქართველომ შესაძლოა სამუდამოდ დაკარგა აჯანყებული რეგიონები. სააკაშვილის ლიდერობა სულ უფრო და უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთში.
ორიგინალი
Thursday, May 29, 2008
კონფლიქტი ცივი ომის მოგონებებს აცოცხლებს
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment