ალექს როსი
29 დეკემბერი 2008
საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში დევნილებთან დაკავშირებული კრიზისის შესამსუბუქებლად 7 000 სახლი ააშენა.
20 000 მეტი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ, მას შემდეგ რაც ისინი ბრძოლებს გამოექცნენ, როდესაც აგვისტოში რუსეთთან ომი გაჩაღდა.
ამ ხნის განმავლობაში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მინიატურული ქალაქები ჩნდებოდა, და პირველი ნაკადის შესახლებაც დაიწყო.
ხათუნა სონიშვილი ერთ-ერთი პირველია ვისაც ახალი სახლი მისცეს.
საბრძოლო მოქმედებების დროს ის თავის სამ შვილთან ერთად სამხრეთ ოსეთის ქართული სოფლიდან გამოიქცა, რომელსაც ქართველები აკონტროლებდნენ. მან საკუთარი ფერმა და არსებობისთვის ყველა საშუალება სოფელში დატოვა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი აქვს, თავს დაუცველად გრძნობს.
”ჩვენ ყველაფრის დატოვება მოგვიხდა, ძროხების, ქათმების, ჩვენი ხილის ბაღების. ახლა აღარც ფული გვაქვს და აღარც არაფერი, რომ შვილებს საჭმელი ვაჭამოთ.”
კონფლიქტის დასრულების დღიდან საერთაშორისო თანამეგობრობა ქვეყანას მილიარდობით დოლარით ეხმარება.
მაგრამ სახლები, რომლებიც სულ რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში აშენდა, სადავო ხდება.
ეს საზეიმო სეზონი კონფლიქტის გამო ძალიან დამძიმებულია. ბევრი ადამიანი ემოციურად და ფიზიკურად ტრამვირებულია.
ბევრი ახალმოსახლე ამბობს, რომ ასეთი სახლების აშენება საქართველოს მთავრობის მხრიდან იმის აღიარებას ნიშნავს, რომ მათ სეპარატისტული რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სამუდამოდ დაკარგეს.
ორივე რეგიონმა რუსეთის მხარდაჭერით დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
თუმცა ათასობით დევნილი ჯერ კიდევ ელოდება ახალ ბინაში შესახლებას და დღემდე დროებით თავშესაფარში, სკოლებსა და საავადმყოფოებში ცხოვრობს.
Amnesty International-ის თანახმად, ათასობით ქართველ დევნილს არ შეუძლია საკუთარ სახლში დაბრუნება სამხრეთ ოსეთში, და როგორც ჩანს იქ ვერც ვერასდროს დაბრუნდება.
ორგანიზაციის მკვლევარი ფრედერიკ ბერი ამბობს, რომ ომის განახლება შესაძლებელია, თუკი საერთაშორისო გამოძიება არ დაიწყება.
მან თქვა: ”ძალიან ბევრი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. მაგრამ ისინი ვერანაირ სამართალს ვერ ხედავენ, არავინ დასჯილა იმისთვის რაც მათ გადაიტანეს. მათ დაკარგეს ნათესავები და მეგობრები და თუკი ამაზე რეაგირება არ იქნება, შეიძლება ძალადობა გაგრძელდეს.”
ორიგინალი
No comments:
Post a Comment