Friday, May 30, 2008

ნუ შეშინდებით, შეჯამების დროა

columbia

ენდიშეჰ ნურაე
30 დეკემბერი 2008

წლის ბოლოს რაიმე სიებს ადგენთ, თუ არა?

ოოო, წლის შემაჯამებელი სიები.

რეპორტიორები თავის მკითხველს მიანიშნებენ, რომ დღესასწაულების გამო ნაადრევი დედლაინი ჰქონდათ და იძულებულები იყვნენ სიჩქარეში რაიმე მოეფიქრებინათ.

კრიტიკოსებისთვის ეს ბუნდოვანებაში გავარჯიშების კიდევ ერთი საშულებაა:

”განა საყვარელი არ იქნება, თუ ალბომში ბლექ დაისის წვეტიან ფსიქო ზარალს ეპიკური როკის კონტექსტი მიეცემა და ადრინდელი მოგვაის კონსტრუქციას შეიძენს?”.

პიტჩვორკი თავისი ”2008 წლის საუკეთესო ალბომების” სიაში ამგვარ წინადადებებს რეალურად იყენებს. მეც შევადგინე წლის შემაჯამებელი ორი სია.

2008 წლის მსოფლიოს საუკეთესო ლიდერთა სია

5. კონდოლიზა რაისი - რაისი სახელმწიფო დეპარტამენტის ცუდი მდივანია. ის არასდროს მომენატრება. მაგრამ მომენატრება სასაცილო ჰედლაინები, რომლებიც აზიაში მისი სამუშაოდ გამგზავრების გამო ჩნდებოდა. ისეთი ბრილიანტები, როგორიც AP-მა 30 ნოემბერს გამოქვეყნა: ”ბუშმა რაისი ინდოეთში შეტევების შემდეგ გააგზავნა”, მალე წარსულის კუთვნილება გახდება.

4. ჰიუ ჯინტაო - როდესაც ამ კაცის სახელი მესმის, იმავე წუთში თვალწინ პრეზიდენტ ბუშისა და მისი თანამშრომლების საუბარი წარმომიდგება: ”პრეზიდენტო, ჰუ (ინგლისურად ჟღერს, როგორც ვინ) გთხოვთ ტელეფონთან”. ”პრეზიდენტი ვინ?” - პრეზიდენტი ჰუ, ჩინეთიდან, სერ. ”ნუ მეკითხებით ვინ. თქვენ მისი სახელი უნდა გახსოვდეთ”.

3. ჯიგმე ხესარ ნამგიალ ვანგჩუკი - ბუტანის მეფე, რომელსაც მამამ გასულ თვეში გვრიგვინი დაადგა. 28 წლის ამ ჯანმრთელ ვაჟკაცს ჰიმალაიდან ბუტანის ყველა ქალბატონი ერთხმად უმღერის.

2. ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი ნგუიენ თან დანგი (Tan Dung -ინგლისურად ჟღერს, როგორც მოყვითალო მოყავისფრო ფეკალიები) - Tan Dung? ამ პრემიერ-მინისტრის ექიმი ხომ არ გინახავთ?

1. Al-Wathiqu Billah Tuanku Mizan Zainal Abidin Ibni Al-Marhum Sultan Mahmud Al-Muktafi Billah Shah - ეს ნამდვილი სახელია, დედას გეფიცებით. ის მალაზიის მეფეა და მხოლოდ 46 წლისაა. ასე, რომ პირველ ნომრად სიაში 10 წლის მერე ვიხილავთ. ამან ერთი რამ გამახსენა, ლარი ტესლერის სახელი უნდა წამოვიძახო. ტესლერი ის კაცია, ვინც 1970 წელს ვორდისთვის ქოფი-ფეისთის ფუნქცია გამოიგონა. ამ ბოლო სახელს ტესლერის გამოგონების გარეშე ჩემს სიაში ვერ იხილავდით.

ხუთი კაცი, ვინც 2008 წელს ფეხსაცმლის სროლას იმსახურებდა

5. ნური ალ-მალიკი - მას შემდეგ, რაც ერაყელმა ჟურნალისტმა მუნთადარ ალ-ზეიდმა პრესკონფერენციაზე ფეხსაცმელები პრეზიდენტ ბუშს ესროლა, ბუშმა ინციდენტი ერაყის ომის გასამართლებლად გამოიყენა. ”ასეთი რამ თავისუფალ საზოგადოებებში ხდება” - განაცხადა მან. მას შემდეგ სარწმუნო წყაროების ინფორმაციით, მალიკის ბანდიტებმა ალ-ზეიდი აწამეს და პატიების თხოვნა აიძულეს. ნამდვილად თავისუფალი საზოგადოებაა. ახლავე ესროლეთ მალიკის ფეხსაცმელი.

4. კოლინ პაუელი - ერაყის წარუმატებელი ოკუპაციის შესახებ გამოჟონილ ინფორმაციაში ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის ციტატაა მოყვანილი, სადაც ის ამბობს, რომ 2003 წლიდან პენტაგონი რეგულარულად ცრუობს ერაყში წარმატებების შესახებ. პაუელმა ყველაფერი იცოდა, მაგრამ მხოლოდ ახლა გამოგვიტყდა. გმადლობ, კოლინ. შენ ნამდვილად დაიმსახურე თავში თითო წყვილი სამხედრო ჩექმა ერაყში დაღუპული ყოველი ამერიკელისთვის.

3. მიხეილ სააკაშვილი - აგვისტოში საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთთან სულელური ომის პროვოცირება მოახდინა, რის გამოც ათიათასობით ქართველი დაიხოცა და უსახლკაროდ დარჩა. მერე მან ამერიკელებს 30 მილიონი დოლარის დახმარება გამოართვა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და ბინების კომპლექსი ააშენა, ესროლეთ სააკაშვილს ”ბოტასების” შეკვრა, სასწრაფოდ.

2. რობერტ მუგაბე - ზიმბაბვეს დიქტატორი უმალ თავის ქვეყანაში ყველას მოკლავს, ვიდრე ძალაუფლებაზე იტყვის უარს. მისი ბოლო დანაშაული: ქვეყნის წყლის მომარაგების სისტემაში ქოლერის ბაცილის გავრცელება დაუშვა. ის ამაში უცხოურ შეთქმულებას ხედავს და არა საკუთარ უუნარობას. ჯანდაცვის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ათასობით ზიმბაბველი მუგაბეს სისულელეს შეეწირა. Zappos.com-ზეც ვერ მოიძიებთ იმდენ ფეხსაცმელს, რომ მუგაბეს თავში სასროლად გეყოთ.

1. ბირმას ხუნტა - როდესაც მე-4 კატეგორიის ციკლონმა ნარგისმა მაისში ბირმა იავარქმნა, ბანდიტები, რომლებიც დღეს ქვეყანას ისე მართავენ, როგორც საკუთარ პლანტაციას, არა მარტო მოუმზადებლები შეხვდნენ სტიქიას, არამედ უცხოელი მაშველების დახმარებაზეც თქვეს უარი. დაახლოებით 150 000 უდანაშაულო ბირმელი უსახლკაროდ დარჩა. ხუნტა ფეხსაცმელების მაღაზიის ქვეშ ცოცხლად დამარხვას იმსახურებს. გაქვთ კითხვები, კომენტარს გააკეთებთ, თუ ფეხსაცმელს ისვრით?

ორიგინალი

No comments: