Tuesday, May 6, 2008

საქართველოსთან დაკავშირებული დაძაბულობა იკლებს და ნატოც რუსეთთან პოზიციას არბილებს

TimeArticle

ბრიუს კრუმლი
6 დეკემბერი 2008

ცივი ომი წარსულს ჩაბარდა. ნატოს რეაქციაც, საქართველოს წინააღმდეგ რუსულ აგრესიაზე, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ - აღშფოთება ხმამაღალი, მაგრამ დუნე და სწრაფმავალი აღმოჩნდა. ამ კვირას ყველამ, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, შვებით ამისუნთქა, როდესაც გადაწყდა, რომ ნატო რუსეთისთვის გამიზნულ ტომაჰავკებს მიწაში ჩაფლავს და საქართველოზე მოსკოვის ძალადობის საპასუხოდ შეჩერებულ ურთიერთობებს აღადგენს. გადაწყვეტილება არსებულ სიტუაციას ასახავს - რუსეთისადმი ვაშინგტონის კონფრონტაციულ მიდგომას დასავლეთ ევროპაში სკეპტიკურად უყურებდნენ, ახლა, როდესაც ბუშის წარმავალი ადმინისტრაციის გავლენამ იკლო, ამ სკეპტიციზმმა გამარჯვება მოიპოვა. მით უფრო, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისი საერთაშორისო კოოპერაციის მაქსიმუმს მოითხოვს. გადაწყვეტილება, ალბათ, კიდევ ერთ ტენდენციას ასახავს - ევროპამ ოდესღაც ამერიკის მიერ მითვისებული როლის დაბრუნება გადაწყვიტა და პოსტ ცივი ომის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობების განსაზღვრა საკუთარ თავზე საკმაოდ აქტიურად აიღო.

ნატოს სამიტზე ბრიუსელში, ოთხშაბათს გადაწყდა, რომ მაღალი დონის ურთიერთობები მოსკოვთან აღდგება -რუსეთმა სამიტის შედეგებზე ურცხვი თვითკმაყოფილებით ირეაგირა. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს შეთანხმება დაზუსტებებს შეიცავდა, რუსეთს პრეკონფლიქტურ ზონაში ჯარების დაბრუნებას სთხოვდა, ხოლო ურთიერთობების აღდგენას ეტაპობრივად და გარკვეული პირობებით აპირებდა, მოსკოვი მაინც შეგულიანდა, რადგან ევროპულმა პოზიციამ ამერიკის უფრო ხისტი მიდგომა აშკარად დაჩრდილა.

”ნატოს ურთიერთობები რუსეთთან უპირობოდ აღსდგება, რაც ნამდვილად მისასალმებელია”-განაცხადა რუსეთში ელჩმა ნატოში, დიმიტრი როგოზინმა და ხალისიანად უგულებელყო ალიანსის მიერ ხაზგასმული უამრავი დაზუსტება და შენიშვნა, რომელთა შესრულება მოსკოვთან ურთიერთებობის ნორმალიზაციის პირობად დასახელდა. ”მე პირადად, ვერავითარ განსხვავებას ოფიციალურ და არაოფიციალურ მოლაპრაკებებს შორის ვერ ვხედავ. არაფორმალურ შეხვედრებზე ყავა არ მოაქვთ, მაგრამ შეგიძლია ადგე და დაუკვეთო”.

მოსკოვი კიდევ უფრო იმან გაათამამა, რომ ბუშის ადმინისტრაციამ ვერაფრით შეძლო საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოში დაჩქარებული წესით მიღებაზე თანხმობა მიეღო. რუსეთი გააფთრებით ეწინააღმდგება იმას, რასაც რუსეთის იმპერიის ძველი ტერიტორიების აგრესიულ ხელყოფად მიიჩნევს. შარშან აპრილში, როდესაც აშშ ორი ქვეყნის გაწევრიანების ფორმალური პროცესის დაწყებას ლობირებდა, მას საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ, სხვებთან ერთად, კატეგორიული უარი უთხრა. გასულ კვირას, სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, მისთვის ნატოს ბოლო სამიტზე ,საკითხის ინტესიური ლობირება კიდევ სცადა, მაგრამ ევროპელებმა ისევ მტკიცე წინააღმდეგობა გაუწიეს. მართალია, სამიტის ფინალურ კომიუნიკეში კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ოდესმე, მომავალში უკრაინა და საქართველო ნატოს მიუერთდებიან, მაგრამ ვადები და პროცედურების დეტალები არ დათქმულა, ასე რომ ოპონენტებმა მანევრებისთვის შეუზღუდავი შესაძლებლობები დაიტოვეს.

”ახლა ბუშის ადმინისტრაცია სუსტზე უფრო სუსტია, ევროპას კი რუსეთის განაწყენების თავიდან აცილება უნდა, განსაკუთრებით კი ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა უკრაინისა და ნატოს ალიანსში გაწევრიანება, რაც ბევრ ევროპელ ლიდერს მოსკოვის უსაგნო პროვოცირებად მიაჩნია. ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ ვითარებას ასახავს” - ამბობს ენდრიუ ვილსონი, ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა უწყების მაღალი რანგის წარმომადგენელი - ”აშშ საკითხს რეალურად ძალიანაც არ ლობირებდა, რადგან იცოდა, რომ მოგებას ვერ შეძლებდა”.

ერთ რამეში რუსეთმა მაინც განიცადა მარცხი: ნატოს კომიუნიკემ თანხმობა განუცხადა ჩეხეთსა და პოლონეთში ანტისარაკეტო სისტმების განთავსებას. მოსკოვი ამ ნაბიჯს ერთმნიშვნელოვან სტრატეგიულ გამოწვევად განიხილავს და საპასუხოდ პოლონეთთან საკუთარი რაკეტების განთავსებას აპირებს. რუსეთის პოზიციას ევროპაში მხარდამჭერებიც ყავს, მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გასულ თვეში განაცხადა, რომ სარაკეტიო თავდაცვითი სისტემები ”უსაფრთხოებას ვერაფერს შემატებს” და მხოლოდ ”გაართულებს სიტუაციის ” რუსეთთან. მაგრამ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული შეთანხმების ფინალურ ტექსტში მსგავსი თვალთახედვის ნიშანწყალიც კი არ ჩანს.

რუსეთი პოსტსაქართველოს სტრატეგიულ გარემოს აკვირდება და ვაშინგტონში ადმინისტრაციის შეცვლის პროცესს იმისთვის იყენებს, რომ ევროპის უსაფრთხოების სისტემის შეცვლა საკუთარი ინიციატივების შესაბამისად მოახერხოს. მას ნატოს დასუსტება სურს, ინსტუტუტისა, რომელიც მართლაც ცივი ომის დროს არსებული დაპირისპირების პრინციპს ეფუძნება. ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, სარაკეტო სისტემებთან დაკავშირებით ობამას მიერ გამოთქმულ სკეპტიკურ შენიშვნებზე დაყრდნობით, რომლებშიც არჩეული პრეზიდენტი სარაკეტო სისტემების ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს, ახალ ადმინისტრაციას მოუწოდა ”დაიკავოს კონსტრუქციული, საღ აზრზე დაფუძნებული პოზიცია და ურთულეს საკითხთა გადაწყვეტაში კომპრომისული მიდგომის ნება გამოიჩინოს”. მოსკოვს კიდევ აქვს ერთი ინიციატივა - მას მომავალს წელს კონტინენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად კონფერენციის მოწვევა უნდა. მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთ ევროპაში ნატოს მიღმა გასვლას, რუსეთის სურვილისამებრ, ნაკლები ენთუზიაზმით შეხვდებიან. ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხდა ”სრულიად ნათელია, რომ არსებული უსაფრთხოების სისტემა ხელუხლებული უნდა დარჩეს” და ”არ არსებობს შანსის ნატამალიც კი, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ნატო მოლაპარაკებების საგანი გახდეს”.

მაგრამ ცხადია, ევროპის კავშირი მოსკოვთან მიმართებაში პრაგმატისტებად და მკაცრი ხაზის მომხრეებადაა დაყოფილი. ”მოგვწონს, თუ არა რუსეთი ევროპის მეზობელია და გავლენიან მეზობელთან საუკეთესო სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ნამდვილად აქვს აზრი” - ამბობს ლორა დელკური, ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობების სპეციალისტი, პარიზის საერთაშორისო და სტრატეგიული ურთიერთობების ინსტიტუტის კვლევების ხელმძღვანელი - ”ევროპას რუსეთთან მიმართებაში სტრატეგიული ინტერესები აქვს, აშშ-ს კი არა: ევროპა ძალიანაა დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე”.

ვილსონი თქმით, ეკონომიკური საკითხები სტრატეგიულ გარემოს მნიშვნელოვნად ცვლის. ” გლობალური ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებამ, გასული აგვისტოს შემდეგ, ბევრი პრობლემა ახლით შეცვალა, კომპრომისზე ახლა ყველგან უფრო ადვილად მიდიან”-ამბობს ის -”ადამიანებმა გააცნობიერეს, თანამშრომლობა დღეს, ბევრად განსაზღვრავს იმას, თუ ვინ იქნება ხვალ ძალიან მოგებული, ან დამარცხებული”.

ორიგინალი

No comments: