Thursday, May 22, 2008

მონიტორები საქართველოში მისიას ასრულებენ

new_york_times

ელენ ბარი
22 დეკემბერი 2008

ევროპაში თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაცია 1 იანვარს 16 წლის მუშაობის შემდეგ წყვეტს თავის მისიას საქართველოში. ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც ვერ შეძლო ამ ქვეყნის სეპარატისტულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კონფლიქტებზე რუსეთთან ჩიხური სიტუაციის მოგვარება, განაცხადა ორშაბათს ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად მოხსნის იმ გაუგებრობას, რაც ამ საერთაშორისო ორგანიზაციის სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზთში ყოფნას უკავშირდებოდა, რადგან რუსეთი აქედან საკუთარი ძალების გაყვანას აღარ აპირებს. ქართველი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ მათ მისიის გაგრძელება სურთ. ევროკავშირის სამშვიდობო მონიტორები საქართველოში მუშაობას განაგრძობენ.

1992 წლიდან, ვენაში ბაზირებული ეუთო სამხრეთ ოსეთში ოსურ, რუსულ და ქართულ მხარეებს შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა მისიამ აგვისტოში, ომის დაწყების შემდეგ, მისი სამხედრო მონიტორები რეგიონიდან გამოიყვანა.

ეუთოს წევრი რუსეთი, საერთაშორისო ორგანიზაციებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობას სთხოვდა, როგორც ეს 26 აგვისტოს თავად მოსკოვმა გააკეთა. 31 დეკემბერს მისიას მანდატი ეწურება, და მისი თავმჯდომარე ალექსანდრე სტუბი იმედს გამოთქვამდა, რომ ორშაბათის შეხვედრაზე მისიის გაფართოვებაზე იმსჯელებდნენ.

”შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, და მისის დახურვის პროცესი 1 იანვარს დაიწყება,” განაცხადა მარტინ ნესირსკიმ, ეუთოს წარმომადგენელმა.

ორიგინალი

No comments: