15 დეკემბერი 2008
თბილისი, ვილნიუსი - ლიტვის ელჩი საქართველოში მეცის ლაურინკუსი და მისი თანმხლები დიპლომატები არ შეუშვეს სამხრეთ ოსეთის მახლობელ, რუსების მიერ ოკუპირებულ ქართულ სოფელში, მიუხედავად იმისა, რომ პარასკევს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსულმა ჯარმა ეს ადგილი დატოვა.
ლაურინკუსმა უთხრა BNS-ის, რომ პერევი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების შეხვედრის ადგილად ევროკავშირის ამჟამინდელმა მმართველმა ქვეყანამ, საფრანგეთმა დაასახელა.
12 დეკემბერს საქართველომ და ევროკავშირის მეთვალყურეებმა განაცხადეს, რომ სასაზღვრო სოფელი, სადაც დაახლოებით 1,100 მცხოვრებია, ძირითადად ქართველები, რუსულმა ჯარმა დატოვა.
მიუხედავად ამისა, ავტომანქანების კოლონა, რომელსაც ერთვოდა დიპლომატიური და სხვა სპეციალური ნიშნები და რომელშიც ისხდნენ საფრანგეთის, ესტონეთის, რუმინეთის, ლიტვის, ჰოლანდიის ელჩები და უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისიდან 160 კილომეტრით დაშორებულ სოფელშიარ შეუშვეს.
ლაურინკუსის თქმით, სოფლის შესასვლელთან სპეცდანიშნულების ძალების ჯარისკაცები დგანან. ”ჩვენ 20-30 ჯარისკაცი ვნახეთ, ჩვენ არ ვიცით სოფლის შიგნით დისლოცირებული სამხედროების რაოდენობა”-განაცხადა ელჩმა.
მისი სიტყვებით, ერთი საათის ლოდინის შემდეგ დიპლომატები თბილისში დაბრუნდნენ. რუს ჯარისკაცებს მათთვის ხმა არ გაუციათ. ”კონტაქტი საერთოდ არ შემდგარა”-ამბობს ლაურისკუსი და ამატებს, რომ ინფორმაცია დიპლომატების ვიზიტის შესახებ წინასწარ იყო გაგზავნილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით 500-600 რუსი ჯარისკაცი 13 დეკემბერს სოფელ პერევში შევიდა. ქართული მხარე ამბობს, რომ ეს იყო სამხედრო ოპერაცია, რომელშიც ვერტმფრენები, პარაშუტისტები და ჯავშანმანქანები მონაწილეობდნენ.
რუსული ჯარის დაბრუნების შემდეგ ქართულმ პოლიციამ, რომელიც სოფელში 12 დეკემბერს შევიდა, პერევი დატოვა.
13 დეკემბერს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ევროკავშირის დიპლომატები სოფელში არ შეუშვეს.
”ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსული ჯარი ევროკავშირის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო მეთვალყურეებს სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მუშაობაში უშლის ხელს, რაც არსებული შეთანხმებების დარღვევაა” - განაცხადა საფარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა როლანდას კაცინსკასმა.
მან დამატებით აღნიშნა, რომ ისინი ცდილობენ ხაზი გაუსვან ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, რაც მიუღებელია საერთაშორისო სამართლის პოზიციებიდან.
”ჩვენ გვინდა ყურადღება მივმართოთ იმაზე, რომ დაირღვა ელჩების თავისუფლად გადაადგილების უფლება ქვეყანაში, სადაც ისინი ცხოვრობენ, რაც მიუღებელია საერთაშორისო სამართლის პოზიციებიდან”- უთხრა კაცინსკასმა BNS-ს.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს კონფლიქტამდელ, 8 აგვისტომდელ პოზიციებზე ჯარის გაყვანისკენ.
No comments:
Post a Comment