გიდეონ რაჩმენი
13 დეკემბერი 2008
პატარა პიქუში ამბავი რუსეთიდან. მემორიალის, იმ ორგანიზაციის ოფისები, რომელიც სტალინიზმის კოშმარების დოკუმენტირებას ისახავს მიზნად, სანკტ-პეტრებურგში დაარბიეს. ცნობილი ისტორიკოსი ორლანდო ფიჯესი აღშფოთებულია. მას მიაჩნია, რომ ეს ფაქტი ხელისუფლების მიერ სტალინიზმისა და საბჭოთა კავშირის რეაბილიტაციის მცდელობას ადასტურებს.
თუ დღევანდელ რუსეთში პიროვნების კულტზე შეიძლება ლაპარაკი, ამ კონტექსტში რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინი უნდა მოვიხსენიოთ. გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ისევ მოაწყო თავისი ყოველწლიური სატელეფონო შოუ და უკიდურესად გაახალისა აუდიტორია, როდესაც საჯაროდ დაადასტურა, რომ მართლაც დაემუქრა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ”ერთი ადგილით დაკიდებით” (კვერცხებით დაკიდებით).
ეს რეპლიკა აბსოლუტურად დამახასიათებელია მისთვის. პუტინი კასტრაციის იდეითაა შეპყრობილი. ბრიუსელში პირადად ვესწრებოდი პრესსკონფერენციას, სადაც ის Le Monde-ს კორესპონდენტს კასტრაციით მხოლოდ იმიტომ დაემუქრა, რომ მისმა შეკითხვამ ჩეჩნეთზე გაანაწყენა.
პუტინის პირადი სტილი სულ უფრო იმპერიული ხდება. ამას წინათ ერთ ევროპელ პოლტიკოსს ველაპრაკე, ის ჩიოდა, რომ პუტინს ოფისში 11 საათამდე იშვიათად ნახავ და ხშირად, სულ რამდენიმე საათში სავარჯიშოდ მიდის. ეს, ალბათ, იმის ნებას არ მოგვცემს, რომ ზარმაცი ვუწოდოთ. უბრალოდ , მოსწონს, როდესაც თავისი მთავრობის წევრებს ღამის სამ საათზე ურეკავს. ნეტა, ვის მახსენებს ეს ყველაფერი?
No comments:
Post a Comment