5 დეკემბერი 2008
მოსკოვი (AFP) - პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრებმა შესაძლოა რამდენიმე კრიზისით დამფრთხალი რუსი დააწყნარა, მაგრამ შთაბეჭდილება ვერ მოახდინა მედიაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ რომ ახალი პრემიერ-მინისტრი ისევ პრეზიდენტივით იქცევა.
”ხალხთან სატელეფონო საუბარში პრემიერი ცდილობდა პრეზიდენტივით არ მოქცეულიყო” - ასეთია ”კომერსანტის” სტატიის სათაური.
”სატელეფონო საუბარი, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, მართლაც რეკორდული იყო. რუსეთის მთავრობის არც ერთ ხელმძღვანელს მსგავსი რამ არ გაუკეთებია. ამას ყოველთვის პრეზიდენტი აკეთებდა და მასაც ვლადიმერ პუტინი ერქვა” - სარკასტულად აღნიშნა ყიველდღიურმა გამოცემამ.
”შოუს ორგანიზატორებმა ერთ რამეს გაუსვეს ხაზი - პუტინი ქვეყნის თანამმართველია” - ამბობს ანალიტიკოსი ალექსეი მაკარკინი და ”ვედომოსტების” ჰედლაინს ციტირებს: ”თავის ყოფილ როლში”.
პუტინის პასუხები არადამაჯერებელი იყო-აცხადებენ გაზეთები.
”პრემიერ-მინისტრის ბევრი პასუხი ნამდვილად არ გაახერბდა მაყურებელს. რაღაც თვალსაზრისით, მან მონოპოლიების ინტერესები საზოგადოებრივ დაკვეთაზე მაღლა დააყენა. კიდევ ერთმა რამ იყო გასაოცარი - ციფრები, რომელსაც ის ასახელბდა, რაც არ შეიძლება იყოს რეალიტური”-წერს ”ნეზავისიმაია გაზეტა”.
”გუშინ საკითხთა სრული სპექტრს გაეცა პასუხი: რუბლის დევალვაცია დაწყებული, რაზეც დაგვპირდნენ, რომ არ მოხდება, სამსახურების დაკარგვა, რაზეც თქვეს, რომ მოხდება, ამერიკა, საქართველო და უკრაინა, არმიის რეფორმა, საახალწლო ნაძვის ხე და ლამაზი კაბებიც კი”-წერს ”ვრემია ნოვოსტეი” ყოველდღიური გამოცემა.
”მაგრამ არ გაჟღერებულა არც ერთი კრიტიკული შეკითხვა, არც მთავრობის მოქმედებებზე, არც მმართველ პარტიაზე. უცნაურია - სამი საათი ეთერში გაატარო და ერთი კრიტიკული შენიშვნაც კი არ მოისმინო, მაგრამ ეს მოხდა”-უკვირს ჟურნალისტს.
ზოგიერთი კითხვა, რომელიც პუტინმა შეარჩია ნამდვილად სამარცხვინო იყო - წერს გაზეთი.
No comments:
Post a Comment