მარცინ ვოიჰოვსკი
24 ნოემბერი 2008 წლის
ლეხ კაჩინსკიმ, რაღა თქმა უნდა, იცოდა, რომ საკონტროლო პოსტზე სამხრეთ ოსეთის საზღვართან რუსი ჯარისკაცები დგანან. სწორედ ამიტომ მისი მოგზაურობა პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად სამხრეთ ოსეთის საზღვართან განლაგებულ ლტოლვილთა ბანაკში, პროვოკაცია იყო, რომელიც მიზნად ისახავდა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, თუ რამდენად წინ მიდის საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანის პროცესი. ან, პირიქით, რამდენად ფერხდება.
ერთის მხრივ, კაჩინსკი მართალია, რადგან საქართველოს მხარდაჭერა სჭირდება, ხოლო რუსეთი არ უნდა აჩეჩებდეს მთელ მსოფლიოს ინფორმაციას, რომ თითქოს შეასრულა პირობები, როდესაც ეს არ არის.
მაგრამ ორი პრეზიდენტის ექსკურსია შესაძლოა ტრაგიკულად დასრულებულიყო. მოდით წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, თუ საკონტროლო პუქტის რუსი ან ოსი მეთაური თავის ხალხს პრეზიდენტების კოლონოსითავის სროლას უბრძანებდა? თუ ტყვია პრესის წარმომადგენელს მოხვდებოდა, რომელთაგან ზოგიერთი, არავინ იცის რატომ კოლონის თავში აღმოჩნდა, პრობლემა არც თუ ისე მწვავე იქნებოდა. მაგრამ ტყვია, პრეზიდენ კაჩინსკის რომ მოხვედროდა, ან კიდევ უფრო ცუდი რამ რომ მომხდარიყო?
რა უნდა მოემოქმედა ამის შემდეგ პოლონეთს? რუსეთისთვის ომი გამოეცხადებინა? კალინინგრადზე ბომბები ჩამოეგდო? რაც არ უნდა იყოს, ქვეყნის პრეზიდენტზე თავდასხმა დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს. ნატოს რაღა უნდა ექნა? ერთობლივი თავდაცვის პრინციპით თავისი თავისი მეხუთე მუხლი უნდა აემოქმედებინა?
პეზიდენტ კაჩინსკის სანაქებო სურვილს საქართველოს დახმარებოდა, საშინელი კრიზისი შეიძლება მოყოლოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს რეგიონში ყველაზე სერიოზული კრიზისი იქნებოდა და მას შეიძლება გლობალური შედეგები მოყოლოდა. გაითვალისწინა ეს კაჩინსკიმ, სანამ ამ მოგზაურობაში წავიდოდა? ვშიშობ, რომ არა.
მე პატივს ვცემ მის ძალისხმევას, რომელიც იმას ისახავს მიზნად, რომ დანარჩენმა მსოფლიომ საქართველოს პრობლემებისადმი ინდიფერენტულობა უკუაგდოს, მაგრამ ამჯერად კაჩინსკის მართლაც ზედმეტი მოუვიდა. ეს მარტივი კონფლიქტი არ ყოფილა. თუ აგვისტოს მოვლენებს დავუბრუნდებით, გავიხსენებთ, რომ პირველად საქართველომ ისროლა, რაც ეუთოს წარმომადგენელთა ანგარიშით დასტურდება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიც დამნაშავეა, ომი წორედ საქართველოს პრეზიდენტის მგზნებარე ტემპერამენტის გამო გაჩაღდა. ფაქტია, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა არა ერთხელ გამოავლინა თავისი მგზნებარე, კავკასიური ტემპერამენტი. მაგრამ დაპირსიპრების ახალი ტალლღა ის იქნებოდა, რაც საქართველოსა და მთელს რეგიონს, ყველაზე ნაკლებად სჭირდება.
ლეხ კაჩინსკი ბევრად უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, თუ საქართველოს სხვა გზით დაეხმარებოდა, მაგლითად ლისაბონის შეთანხმების რატიფიკაციით ევროკავშირში პოლონეთის პოზიციას განამტკიცებდა. მისი ვიზიტი თბილისში წმინდა წყლის პოლიტიკური ავანტიურა იყო.
No comments:
Post a Comment