როდესაც მოზარდების ჯგუფებს აკვირდები, რომლებიც დასვენების დღეებში საყიდლებზე მაღაზიების გასწვრივ მოძრაობენ, შეამჩნევ რომ ქამრები წელზე უკან ხშირად ნახევრად მოშვებული აქვთ. თქვენი კორესპონდენტი აღნიშნავდა, ევროპის ახალგაზრდა მოსახლეობას ანტისაომარი რიტორიკა აქვსო, მაგრამ ბევრი მათგანი კამუფლიაჟის ელემენტების (რომლებსაც ხშირად კარგი ხარისხის დიზაინის თეთრეულზე ატარებენ) თაყვანისმცემელია.
საინტერესო იქნებოდა იმის შესწავლა, თუ რამდენად მტკივნეულად ეკიდება ზოგიერთი სამხედრო ორგანიზაცია საკუთარი კამუფლაჟის დიზაინის თემას. ფინეთი ეჭვობს, რომ რუსული ჯარები, რომლებიც აგვისტოში საქართველოში მიძვრებოდნენ, უნიფორმის სახით ფინური მოდელის, M05-ის სახელით ცნობილ კამუფლიაჟს იყენებდნენ, რომელიც ფინური ტყეების ციფრული ფოტოების მიხედვით შეიქმნა. ამან ფინურ მედიასა და ბლოგერთა სფეროში გარკვეული ღელვა გამოიწვია.
Helsinki Times-ის ცნობით, რომელიც რუსულ საინფორმაციო წყაროებს ეყრდნობოდა, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კატეგორიულად უარყო ბრალდებები, თითქოს მისმა სპეცრაზმმა უნიფორმის დიზაინი ფინეთს მოპარა. მან იავარაუდა, რომ ეს უშუალოდ ფინელების მიერ "შეთითხნილი ისტორია" იყო. მასალაში ნათქვამია:
"ალექსანდრე სედიხმა, სამხედრო სპეციალისტმა, განაცხადა, რომ ფინელთა ბრალდებები "სასაცილოდ" ეჩვენება".
"ჯერ ერთი, რუსეთში კამუფლიაჟის ნანოტექნოლოგიური მასალების გამოყენება ჩვენ გაცილებით ადრე დავიწყეთ ვიდრე ფინელებმა".
"მეორეც, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვენ მართლაც გვაქვს პრობლემები უცხოურ პატენტებთან დაკავშირებით, ფინეთის შეიარაღებული ძალები, თავიანთ ეჭვებს პირდაპირ რუსეთთან გადაამოწმებდნენ, თუ რა თქმა უნდა, ამის სურვილი ექნებოდათ, და შემდეგ ჩვენს პლაგიატზე აღარ ილაყბებდნენ".
"ჩვენი დადანაშაულება ასევე იმაშიც შეიძლებოდა, რომ ჩვენი კარელიის ტყეები საოცრად გავს ფინეთისას".
ინტერნეტში ერთი თვალის გადავლებითაც მიხვდებით, კამუფლიაჟის თუ რამდენ განსხვავებულ მოდელს იყენებენ სამხედრო ორგანიზაციები მთელ მსოფლიოში. არ არის გასაკვირი, რომ ხეებში მტრის ამოცნობა ამდენად რთულია.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment