Thursday, April 24, 2008

ორი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისინი სროლაში მოყვნენ

new_york_times
ოლესია ვართანიანი და ელენ ბარი
24 ნოემბერი 2008

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ განაცხადეს, რომ ისინი სროლაში მოყვნენ, როდესაც კვირას სამხრეთ ოსეთის საზღვართან რუსეთის საკოტროლო გამშვებ პუნქტთან ახლოს იმყოფებოდნენ. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა, მაგრამ ბატონმა სააკაშვილმა თქვა, რომ ამ ფაქტმა ევროპა უნდა დაარწმუნოს, რომ რუსეთი ფრანგების მიერ მხარდაჭერილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას "უხეშად არღვევდა". კახა ლომაიამ, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ქართულ ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთმა "საფრთხე შეუქმნა ჩვენი ქვეყნის მეთაურის და იმ ქვეყნის პრეზიდენტების სიცოცხლეს, რომელიც ნატოს და ევროკავშირის წევრია".

სამხრეთ ოსეთის და რუსეთის ხელმძღვანელობამ რაიმე სროლის ფაქტი კატეგორიულად უარყვეს და განაცხადეს, რომ პრეზიდენტები მათი ძალების პროვოცირებას შეგნებულად ცდილობდნენ. გრიგორი კარასინმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ინტერფაქსს განუცხადა, რომ სროლაზე გათვლა სააკაშვილის მხრიდან "მორიგი შემთხვევაა, როგორმე ქართულმა მხარემ სურვილი რეალობად გაასაღოს".

ბატონებმა სააკაშვილმა და კაჩინსკიმ, რუსეთთან კონფლიქტში     საქართველოს აქტიურმა მხარდამჭერმა, ეს მოგზაურობა პროდასავლური ვარდების რევოლუციის ხუთი წლის იუბილეზე დაგეგმეს. მათ ჩინოვნიკებისა და ჟურნალისტების ჯგუფი შეკრიბეს, რათა დევნილები სპეციალურ დასახლებაში მოენახულებინათ, მაგრამ 5 საათის შემდეგ გეგმები შეცვალეს და საკონტროლო გამშვები პუნქტისკენ გაემგზავრნენ.

სააკაშვილის თქმით, ბლოკპოსტის მონახულება კაჩინსკის მან შესთავაზა, რომ სტუმარს რუსული ძალების იქ ყოფნის ფაქტი უშუალოდ ენახა.

ბრძოლა რუსეთსა და საქართველოს შორის სამხრეთ ოსეთში და მეორე სეპარატისტულ რეგიონში აფხაზეთში აგვისტოში დაიწყო. სამშვიდობო შეთახმების თანახმად რუსეთმა საკუთარი არმია ამ რეგიონების საზღვრებს მიღმა ტერიტორიებიდან გაიყვანა.

მარია სტეფანის, პოლონეთში რადიო-Zet-ის კორესპონდენტის თქმით, რადგან ჟურნალისტები კოლონას წინ მუძღოდნენ, რომ პრეზიდენტები ავტომობილებიდან გადმოსვლის დროს გადაეღოთ, მათ სროლის ხმა გაიგეს, მაგრამ გაურკვეველი დარჩა იყო თუ არა ეს სროლა მიმართული  პრეზიდენტების მანქანისკენ, თქვა მან.  
    
თბილისში, პოლონეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბატონმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მას "გულწრფელად ვერ წარმოედგინა, თუკი რუსები ასე ღიად გახსნიდნენ ცეცხლს". "სინამდვილეში, ჩვენ საქმე გვაქვს არაპროგნოზირებად ადამიანებთან. როგორც ჩანს, ისინი არ იყვნენ ბედნიერები როდესაც ჩვენი სტუმარი და მე ერთად დაგვინახეს".

მარიუს ჰენდზლიკი, პოლონელი ჩინოვნიკი, რომელიც კორეტეჟს თან ახლდა, ამბობს, რომ მან სროლის ხმა სამჯერ გაიგო, ის მეორდებოდა.

"ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ამ ფაქტს ყურადღება უნდა მიაქციონ და დასკვნები მანამ გააკეთონ, ვიდრე ძალიან დაგვიანებული არ იქნება", თქვა კაჩინსკიმ პრესკონფერენციაზე.

ირინა გაგლოევამ, სამხრეთ ოსეთის მთავრობის წარმომადგენელმა, განსხვავებული ვერსია შემოგვთავაზა. მან თქვა, რომ 30 სატრანსპორტო საშუალება სოფელ მოსაბრუნთან სასაზღვრო პუნქტს მიუახლოვდა. ერთი პირი გადმოვიდა მანქანიდან და საზღვრის გადაკვეთის უფლება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. 15 წუთის საუბრის შემდეგ მათ ტერიტორია დატოვეს, თქვა მან. "არანაირი ურთიერთსროლა არ ყოფილა".

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მის ჯარს "ცეცხლი არ გაუხსნია, მით უფრო საქართველოს ტერიტორიის მიმართულებით".           

ოლესია ვართანიანი თბილისიდან, ელენ ბარი მოსკოვიდან, ნიკოლას კულიში ბერლინიდან

ორიგინალი

No comments: