Thursday, April 24, 2008

ევროკავშირი და ნატო შეშფოთებულნი არიან, კაჩინსკი კი სროლაში რუსეთს ბრალს სდებს

Deutsche_Welle_Logo1

24 ნოემბერი 2008

ნატომ და ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტების კორტეჟის მიმართულებით შაბათს განხორციელებულ სროლაზე სამხრეთ ოსეთის მახლობლად. პოლონეთის ლიდერმა ლეხ კაჩინსკიმ მოგვიანებით რუსეთზე მიუთითა.

გაერთიანებულ პრესს-კონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა და ევროკავშრის უმაღლესმა კომისარმა ჰავიერ სოლანამ თავი შეიკავეს რუსეთის დადანაშაულებისგან, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი და თბილისი სროლის გამო ერთმანეთს სდებენ ბრალს. სროლა, როგორც ჩანს, ორივე ქვეყნის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ლეხ კაჩინსკის წინააღმდეგ იყო მიმართული.

”მე არ ვიცი ზუსტად რა მოხდა” - თქვა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა - ”ეს ცუდია და, რა თქმა უნდა, იმ შეთანხმების (ცეცხლის შეწყვეტის შესახებ) სულს ეწინააღმდეგება”, რომლის მეშვეობითაც დასრულდა აგვისტოს ომი საქართველოსა და რუსეთს შორის.

”ჩვენ არავის ვდებთ ბრალს, მაგრამ ნამდვილად ვადანაშაულებთ იმათ, ვინც სროლა დაიწყო”.

საქართველო სამხრეთ ოსეთთან დისლოცირებულ რუსულ ჯარს იმაში ადანაშაულებს, რომ ცეცხლი გახსნა მაშინ, როდესაც პრეზიდენტების კორტეჟმა გვერდით ჩაუარა. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

საქართველო თავისი პროდასავლური ”ვარდების რევოლუციის” ხუთი წლისთავს აღნიშნავდა.

”ჩვენ გვაქვს კონტაქტი (ევროკავშირის) მეთვალყურეებთან” საქართველოში - ”და დღეს მოგვიანებით ვნახავთ მეთვალყურეთა მისიის ანგარიშს ინციდენტის შესახებ” - განაცხადა ჰავიერ სოლანამ.

ორიგინალი

No comments: