24 ნოემბერი 2008
ვარშავა (Reuters) – პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტების მიმართულებით საქართველოს პრომოსკოვური, სეპარატისტული პროვინციის მახლობლად ცეცხლის გახსნიდან ერთი დღის შემდეგ, პოლონელმა მაღალჩინოსანმა რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ გაილაშქრა.
23 ნოემბრის სროლებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ისროლეს მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისა და პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის კორტეჟი საქართველოსა და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვრთან მიდიოდა.
რუსეთი და საქართველო, რომელთაც აგვისტოში ხუთდღიანი ომი ჰქონდათ, ამ ინციდენტს პროვოკაციას უწოდებენ და მასში ერთმანეთს სდებენ ბრალს.
კაჩინსკიმაც სროლის გამო რუსული ჯარები დაადანაშაულა.
”ისტორია გვასწავლის, რომ რუსული იმპერიალიზმი ბოლომდე არასდროს კმაყოფილდება. ის ყოველთვის დგამს შემდეგ ნაბიჯს. თუ იმპერიალისტებს ნებას დართავთ, ისინი ბევრ ქვეყანას დაემუქრებიან” - განაცხადა პოლონეთის ტელევიზიით მიხაილ კამინსკიმ, კაჩინსკის თანაშემწემ . ნუ მოვიტყუებთ თავს, თავისუფალი პოლონეთი ასეთ ქვეყანათა ნუსხაშია (დასამორჩილებელ ქვეყანათა ნუსხაში). პოლონელთა უმეტესობა რუსეთს ეჭვის თვალით უყურებს, რადგან მე-18 საუკუნეში რუსეთმა ის დაყო, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კომუნიზმის ეპოქაში მასზე დომინირებდა.
”არსად მსოფლიოში”
კონსერვატორი და ნაციონალისტი კაჩინსკი, ევროპაში სააკაშვილის ყველაზე თავდადებული დამცველია. აგვისტოს ომის დროს ის საქართველოში იმის ხაზგასასმელად ჩავიდა , რომ ნატოს წევრი პოლონეთი სოლიდარულია პატარა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკისადმი.
პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, კაჩინსკის პოლტიკურმა ოპონენტმა განაცხადა, რომ სროლის ინციდენტთან დაკავშირებით დეტალური ანგარიშის შედგენა მოითხოვა.
”არსად მსოფლიოში არ შეიძლება პოლონეთის პრეზიდენტს ასეთი საფრთხე დაემუქროს” - უთხრა მან ჟურნალისტებს ლონდონში ვიზიტისას.
აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვმა სცნო სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მეორე სეპარატისტული პროვინციის, აფხაზეთის დამოუკიდებლობა, თუმცა სახელმწიფოთა უმეტესობა მათ საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევს.
როცა ვარშავაში კაჩინსკის ჰკითხეს, რატომ ჰგონია, რომ რუსებმა ესროლეს, კაჩინსკიმ უპასუხა: ”როცა მივუახლოვდით, იქ უნიფორმაში ჩაცმული შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი იდგა, მერე მათ სროლა დაიწყეს, და ეს საკმარის საფუძველს იძლეოდა იმისთვის, რომ მიმხვდარიყავი - ისინი რუსები იყვნენ... თუ სწორად მახსოვს, ეს კალაშნიკოვის ხმა იყო”.
კაჩინსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირი, რომელიც მოსკოვთან უფრო ახლო კონტაქტების დასამყარებლად მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს, რუსეთისადმი ზედმეტად რბილ პოზიციას ამჟღავნებს.
გუშინ არც არაფერი რომ არ მომხდარიყო, ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთისადმი არც ევროკავშირისთვისაა კარგი, არც მსოფლიოსთვის და არც რუსეთის მოქალაქეებისთვის.
No comments:
Post a Comment