Wednesday, April 23, 2008

გასროლა საქართველოს ლიდერთან ახლოს

bbc_logo_thumb
23 ნოემბერი 2008

საქართველოს ოფიციალური პირების ცნობით, გასროლა ავტომანქანების კოლონასთან მოხდა, რომელშიც საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტები ისხდნენ.

ინციდენტის დროს, რომელიც საქართველოს აჯანყებული რეგონის, სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან ახლოს მოხდა, არავინ დაშავებულა.
ქართული მხარე აცხადებს, რომ სროლა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან მოდიოდა, მაგრამ რუსეთი და სამხრეთ ოსეთი ბრალდებას უარყოფენ.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი კოლეგა ლეხ კაჩინსკი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს კონფლიქტის დროს ჯარების შეტაკების ადგილს ათვალიერებდნენ.

აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, საზღვრის მიდამოებში მთელ რიგ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი - მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

საქართველო ვარდების რევოლუციის მეხუთე წლისთავს აღნიშნავდა, რომლის შედეგადაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა.

ბრალდება უარყოფილია

თვითმხილველმა, რომელიც სააკაშვილთან ერთად მგზავრობდა, როიტერის საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ ინფორმირებულმა პირებმა სამხრეთ ოსეთიდან სროლები მაშინ დაიწყეს, როდესაც ავტომობილების კოლონას დე-ფაქტო საზღვართან 30 მეტრი აშორებდა.

ბატონმა სააკაშვილმა თქვა, რომ ინციდენტმა ევროპელ პოლიტიკოსებს უნდა შეახსენოს, რომ რუსეთი "თავხედურად არღვევდა" ევროკავშირის შუამავლობით დადებულ თბილისი-მოსკოვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

"ოცდამეერთე საუკუნის ოკუპანტები, რომლებსაც არ აქვთ აქ ყოფნის არც კანონიერი და არც მორალური უფლება და ხალხს აწიოკებენ, საქართველოს შუაგულში დგანან," განაცხადა მან მისტერ კაჩინსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მაგრამ სამხრეთ ოსეთის რუსი მშვიდობისმყოფელები კოლონისთვის ცეცხლის გახსნის ფატს უარყოფენ.

"ბრალდებები რომლებიც რუს სამხედროებს ეხებოდა, თითქოს მათ კორტეჟის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, სიმართლეს არ შეეფერება”, უთხრა ინტერფაქსის ახალი ამბების სააგაენტოს რუსმა სპიკერმა.

"ჩვენი სამხედროების მხრიდან კორტეჟისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტი აბსოლუტურად გამორიცხულია".

რუსეთის სახელმწიფო მედიამ ასევე გამოაქვეყნა ოსური მხარის მიერ ბრალდების უარყოფის ფაქტი.

"სამხრეთ ოსეთის მხარეს მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს”, უთხრა სამხრეთ ოსეთის წარმოამდგენელმა ირინა გაგლოევამ რია ნოვოსტის. "ჩვენი მხრიდან არანაირი სროლა არ ყოფილა".

უხმო ზეიმი

ცოტა ხნით ადრე ბატონმა სააკაშვილმა ქართველებს რუსეთიდან მომდინარე "საფრთხის" წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა, როგორც ეს 2003 წლის ნოემბერში, ვარდების რევოლუციის დროს გააკეთა.

წლისთავის ზეიმმა რუსეთთან აგვისტოს კონფლიქტის გამო უხმოდ ჩაიარა. ერთადერთი ამ დღის ღონისძიება თბილისის ოპერის სახლში დაგეგმილი კონცერტი და სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციური ჯგუფების მიერ გამართული აქციები იყო.

ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ბატონი სააკაშვილის ყოფილი მოკავშირის, ნინო ბურჯანაძის ღონისძიება. ყოფილმა პარლამენტის სპიკერმა რევოლუციის წლისთავს საკუთარი, ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნა დაამთხვია და პრეზიდენტი ავტორიტარიზმში დაადანაშაულა.

7 აგვისტოს, რამდენიმე შედარებით მცირემასშტაბიანი შეტაკებების შემდეგ - რუსეთის მხარდაჭერილ აჯანყებულ რეგიონებთან - საქართველო, სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალით დაბრუნებას შეეცადა.

რუსეთმა კონტრშეტევა განახორციელა და საქართველოს არმია ორივე რეგიონიდან, როგორც სამხრეთ ოსეიდან, ასევე მეორე სეპარატისტული რეგიონიდან, აფხაზეთიდანაც გამოდევნა.

ორიგინალი

No comments: