Wednesday, April 23, 2008

საქართველო ვარდების რევოლუციას იხსენებს

bbc_logo

23 ნოემბერი 2008

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველებს ერთიანობისკენ მოუწოდებს, მისი ქვეყანა კი ვარდების რევოლუციის ხუთი წლისთავს აღნიშნავს. ”ვარდების რევოლუციამ” მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა.

დღესასწაული ექს-საბჭოთა სატელიტ ქვეყანაში რუსეთთან აგვისტოს ხუთდღიანმა ომმა ჩაახშო.

პრეზიდენტმა ქართველებს რუსეთის ”საშიში საფრთხის” წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა, როგორც ეს უსისხლო ”ვარდების რევოლუციის” დროს მოხდა.

ოპოზიციურმა ჯგუფებმა საპროტესტო მიტინგი ჩაატარეს და სააკაშვილის გადადგომა მოითხოვეს.

ნინო ბურჯანაძემ, ვარდების რევოლუციის ერთ-ერთმა არქიტექტორმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ თბილისში ოფიციალურად დააფუძნა ახალი ოპოზიციური პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო”.

ნინო ბურჯანაძემ გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილის ”მზრადი ავტორიტარიზმი” და ”ცუდი გადაწყვეტილებები”, კონკრეტულად კი სეპარატისტული რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთის გამო რუსეთთან ომის დაწყების გადაწყვეტილება.

ამ დროს ოპოზიციის მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა იმ სატელევიზიო კომპანიის ოფისთან შეიკრიბა, რომელიც შარშან, ნოემბერში პრეზიდენტზე კრიტიკული მასალების გადაცემის შემდეგ დახურეს.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია ”იმედი” ეთერში დაბრუნდა, ჟურნალისტები ამბობენ, რომ ის ხელისუფლებისადმი ბევრად უფრო ნაკლებად კრიტიკულია.

”გამოწვევა იმპერიას”

შაბათის სატელევიზიო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზეიმის ნაცვლად აჯობებს ქართვლებმა ისეთივე ერთიანობა გამოავლინონ, როგორც ეს ხუთი წლის იყო.

გაიხსენა რა აგვისტოს კონფლიქტი, მან განაცხადა: ”ჩვენ გასული ხუთი წლის წარმატაბების გამო დაგვეხსნენ თავს, ეს იყო იმპერიის უკანასკნელი გამოწვევა ჩვენს წინააღმდეგ”.

”ჩვენ არასდროს დაგვმუქრებია ასეთი საშიში საფრთხე”-თქვა მან-”ჩვენ ძლიერება და ერთიანობა გვჭირდება. ჩვენ უნდა გვჯეროდეს მომავლის და მოვუხმოთ გამბედაობას”.

ჩატარდება წლისთავისადმი მიძღვნილი მხოლოდ ერთი ღონისძიება - კონცერტი თბილისის ოპერის თეატრში.

საქართველომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბევრი უკეთესობა ნახა, ამბობს საქართველოს დედაქალაქში მყოფი BBC ჟურნალისტი ტომ ესლემონტი: უცხოური ინვესტიციები, გაუმჯობესებული კონტაქტები დასავლეთთან და გასულ წელს, განვითარების ტემპის მოულოდნელად სწრაფი ზრდა.

მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს კონფლიქტმა მიხეილ სააკაშვილისადმი, როგორც მმართველისადმი გარკვეული კითხვები გააჩინა, თუ ქალაბატონ ბურჯანაძეს უნდა, რომ ერთ დღეს პრეზიდენტი გახდეს, მან უნდა შეძლოს დღემდე პოპულარული პრეზიდენტის ამომრჩეველი თავის მხარეს გადაიბიროს-ამბობს ჩვენი კორესპონდენტი.

ვარდისფრად შეფერილი ისტორია

7 აგვისტოს საქართველომ პრორუს სეპარატისტებთან მცირემასშტაბიანი შეჯახებების მთელი სერიის შემდეგ, სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენა ძალით სცადა.

რუსეთმა კონტრშეტევა წამოიწყო და ქართული ჯარი სამხრეთ ოსეთიდან და, რამდენიმე დღის შემდეგ, მეორე სეპარატისტული რეგიონიდან, აფხაზეთიდან გამოაძევა.

გასულ კვირას ჟენევაში გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს შუამავლობით გაიმართა მოლაპარაკებები, რომელთა მიზანი იყო ორ სახელმწიფოს შორის დაძაბულობის განმუხტვა.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს რამდენიმე ათასი ლტოლვილის დაბრუნებისა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შეთნხმება მოხერხდა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისს სტატუსის გამო არსებული უმთავრესი წინააღმდეგობა, მაინც დარჩა, გადმოსცემენ ჟურნალისტები.

საქართველო წლების მანძილზე პოსტსაბჭოტა ეკონომიკური დაცემის, არასტაბილურობისა და სამოქალაქო ომების გამო იტანჯებოდა, როცა 2003 წლის ნოემბერში ათობით ათასმა დემონსტრანტმა გაყალბებული არჩევნების გამო ქუჩის აქციები დაიწყო.

მათ პრორუსი ედუარდ შევარდნაძის გადაგომა მოითხოვეს. შევარდნაძე ქვეყანას 30 წელზე მეტ ხანს მართავდა.

ჯარები მობილიზებული იყო, მაგრამ 23 ნოემებერს მომიტინგეებმა ძალით გაიკვლიეს გზა პარლამენტისკენ, მიხეილ სააკაშვილს მაღლა აწვდილ ხელში ვარდი ეჭირა და 75 წლის ედუარდ შევარდნაძის გადადგომას მოითხოვდა.

2004 წლის იანვარში, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, ის დემოკრატიული რეფორმების ჩატარების დაპირებას იძლეოდა. მისმა პარტიამ ნაციონალურმა მოძრაობამ დემოკრატიულმა ფრონტმა ორი თვის შემდეგ საპარლემენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

ორიგინალი

No comments: