13 ნოემბერი 2008
სამიტი ნიცაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების დღის წესრიგში დაყენების შესაძლებლობას იძლევა.
პარიზი - ევროპის კავშირმა უნდა დააწესოს ადამიანის უფლებების დაცვის კრიტერიუმები რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობების სტრატეგიული ხელშეკრულების დადების წინ, განაცხადა დღეს Human Rights Watch-მა. ევროკავშირმა და რუსეთმა გადაწყვიტეს აღადგინონ მოლაპარაკებები პარტნიორული ურთიერთობების ხელშეკრულებაზე.
”დღეს, მანამდე, სანამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, ზუსტად ის დროა, როდესაც ევროკავშირს შეუძლია ადამიანის უფლებათა დაცვა რუსეთთან მოლაპარაკებისას პრიორიტეტად დაასახელოს.” - განაცხადა ლოტე ლეიხტმა, Human Rights Watch-ის დირექტორმა. ”რუსეთი და ევროკავშირი პარტნიორები არიან, და ორივეს ინტერესებშია მდგომარეობის გაუმჯობესება”.
Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ რუსეთს უნდა მოსთხოვონ ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებათა შესრულება, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დაწესებული შეზღუდვების გაქუმება, და იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის მოკავშირე ოსებმა უზრუნველყონ სამხრეთ ოსეთში ეთნიკური ქართველების დაბრუნება მათი უასფრთხოებისა და ღირსების დაცვის გარანტიებით.
Human Rights Watch-მა დეტალურად აღწერა ყველა საკითხი და რეკომენდაცია ”მემორანდუმში”, რომელიც ოქტომბერში ჩატარებული რუსეთ-ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის კონსულტაციებისთვის მომზადდა.
სექტემბერში, ევროპის კავშირმა მოლაპარაკებები სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე რუსეთთან იმიტომ შეაჩერა, რომ რუსეთმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს არ დაიცვა ევროკავშირის შუამავლობით დადებული ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა. 10 ნოემბერს ევროკავშირმა გადაწყვიტა განაახლოს მოლაპარაკებები ხელშეკრულებაზე, რადგან რუსეთმა საქართველოში მათ მიერ ოკუპირებული ”ბუფერული ზონებიდან”თავისი ჯარები გაიყვანა.
ევროკავშირისა და რუსეთის პარტნიორობის ხელშეკრულებას ვადა 2007 წელს გაუვიდა. მსგავსი ხელშეკრულებები აწესებს ევროკავშირის ურთიერთქმედების პირობებს არაწევრ ქვეყნებთან და, ჩვეულებრივ ანიჭებს მათ უპირატესი ქვეყნის სტატუსს სავაჭრო ურთიერთობებში. გარდა ამისა, ასეთი ხელშეკრულებები შეიცავს მუხლს, სადაც ნათქვამია, რომ პარტნიორობა ორივე მხრიდან ადამიანის უფლებების პატივისცემას ეფუძნება.
რუსეთის ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების განხილვას ევროკავშირის და რუსეთის სამიტზე და ამტკიცებს, რომ ტრადიციული ორმხრივი კონსულტაციები, რომლებიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, პრობლემებზე მსჯელობისთვის სავსებით საკმარისია. აგვისტოს ომის შემდგომი დაძაბაულობის ფონზე, ევროკავშირი თავს იკავებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების წამოჭრისგან.
”ათეული წლების მანძილზე ევროკავშირი აცხადებდა, რომ მისი ურთიერთობები რუსეთთან ევროპულ ფასეულობებს ეფუძნება, მაგრამ ევროკავშირი ყოველთვის არ ასრულებდა ამ პირობას” - ამბობს ლეიხი - ”პირობების დაწესება იმას დაამტკიცებს, რომ ევროკავშირი სერიოზულად ეკიდება ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკას”.
Human Rights Watch-მა თავის მემორანდუმში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთი ჩეჩნეთის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებს. 50-ზე მეტ სასამართლო გადაწყვეტილებაში ნათქვამია: რუსეთმა არაერთხელ დაარღვია ადამიანის უფლებები, ადგილი ჰქონდა წამების, ადამიანების უგზო-უკვლოდ დაკარგვის, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მოქალაქეების სიკვდილით დასჯის ფატებს. მართალია, რუსეთი უხდის დაზარალებულებს კომპენსაციებს, მაგრამ უარს ამბობს გამოძიების ჩატარებაზე და დარღვევათა მიზეზების აღმოფხვრაზე, თუმცა ამაში მას სასამართლოს გადაწყვეტილებები ავალდებულებს.
”ეს შეფასებები ცხადყოფს, რომ მოსკოვს არ სურს პასუხი მოსთხოვს მათ, ვინც ჩეჩნეთში მსგავს ქმედებებს ახორციელებდა” - განაცხადა რეჩელ დენბერმა, Human Rights Watch-ის ევროპისა და შუა აზიის სამსახურის დირექტორმა - ”ერთ-ერთ პირობად სერიოზული გამოძიების ჩატარება უნდა გამოცხადდეს. ეს ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას რუსეთის სასამართლო სისტემასა და ჩრდილო კავკასიის მოსახლეობას შორის, რომელიც თავს გარიყულად გრძნობს”.
წარსულში რუსეთი აცხადებდა, რომ ევროპული სასამართლო მის მიმართ ტენდენციურია. ახლა რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა დახმარება აღმოუჩინოს სამხრეთ ოსეთის იმ მოქალაქეებს, ვინც ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის შეტანა გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2000 მოქალაქემ სამხრეთ ოსეთიდან უკვე გააგზავნა განცხადება სასამართლოში.
”რუსეთის მხარდაჭერა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისადმი, რომლებიც ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებენ მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს, იმას მოწმობს, რომ რუსეთი ამ სასამართლოს სერიოზულ მექანიზმად მიიჩნევს.” - ამბობს დენბერი - ”ახლა საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ რუსეთზე ზეწოლა განვახორციელოთ და ვაიძულოთ ჩეჩნეთთან დაკავშირებით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებათა შესრულება".
The Human Rights Watch-ის მემორანდუმი არასამთავრობო სექტორის საკითხსაც ეხება. არასამთავრობო ორგანიზაციებს დევნიდნენ, აშინებდნენ. ამ ქმედებათა მიზანი არასამთავრობო სექტორზე მთავრობის კონტროლის დაწესება იყო. 2006 წელს რუსეთმა მიიღო კანონი, რომელიც ნებას აძლევს ხელისუფლებას ჩაერიოს არასამთვრობო სექტორის დაფინანსებასა და საქმიანობაში.
”რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, მაგრამ ეს ასე არ არის” - განაცხადა დენბერმა - ”რუსეთმა კანონის რეფორმირება უნდა განახორციელოს, რათა არასამთავრობო სექტორის კონტროლს ბოლო მოეღოს”.
Human Rights Watch-მა აგრეთვე მოუწოდა რუსეთს, ხელი შეუწყოს ეთნიკური ქართველების დაბრუნებას სამხრეთ ოსეთში. სამხრეთ ოსეთის მთავრობამ პატივი უნდა სცეს მათ უფლებებს და დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა დაბრუნებულებმა არადისკრიმინაციულ გარემოში იცხოვრონ.
”კონფლიქტმა სამხრეთ ოსეთიდან ათასობით ადამიანი განდევნა. ეთნიკურ ქართველთა უმეტესობას სახლში დაბრუნების შესაძლებლობა არა აქვს” - განაცხადა დენბერმა - ”რუსეთმა რეალურად უნდა მიიღოს გარანტია თავისი ოსი მოკავშირეებისგან, რომ ყველა ადგილობრივ მცხოვრებს შეეძლება დაბრუნება და დაცულ, არადისკრიმინირებულ გარემოში ცხოვრება”.
No comments:
Post a Comment