13 დეკემბერი 2008
მოსკოვი (AFP) - რუსეთისა და ნატოს ურთიერთობათა სტაბილიზაცია ”უკიდურესად რთული” იქნება და საქართველო-რუსეთის ომის გარემოებათა გადასინჯვას მოითხოვს , განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შაბათის ინტევიუში.
”ჩვენს წინაშე ნორმალიზაცის ურთულესი პროცესი დგას, რისთვისაც აუცილებელია კავკასიის კრიზისთან მიბრუნება, რაზეც აგვისტოში ჩვენმა პარტნიორებმა უარი თქვეს”, უთხრა ლავროვმა საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსს.
ამ თვის დასაწყისში ნატომ გადაწყვიტა ეტაპობირვად აღედგინა რუსეთთან ურთიერთობა, რომელიც რუსეთისა და საქართველოს ომის გამო პროტესტის ნიშნად შეწყდა. დასავლეთის მოკავშირე საქართველო ნატოში გაწევრიანებას ცდილობს.
ლავროვმა განაცხადა, რომ ომის შედეგად ნატომ დაკარგა თავისი გავლენა ევროკავშირზე, რომლემაც ხუთდღიანი ომის დამასრულებელი სამშვიდობო შეთანხმების დადების დროს შუამავლობა ითავა.
” მოხდა ევროატლანტიკური პოლიტიკის სრული რეკონფიგურაცია, ევროკავშირის როლი განმტკიცდა, ხოლო ნატოცენტრისტული პოზიცია დასუსტდა”-განაცხადა მან.
”აშკარა გახდა, რომ ნატოს ვერ ექნება ევროპაში მნიშვნელოვანი როლი რუსეთთან პროდუქტიული კონტაქტების გარეშე... როგორც ჩანს, ჩრდილო ატლატნტიკუ ალიანსში ამას უკვე აცნობიერებენ”.
ქართველთა მიერ პრომოსკოვურ სეპარატისტულ რეგიონზე, სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენის მცდელობის აღსაკვეთად, რუსეთმა აგვისტოს დასაწყისში მეზობელ საქართველოში თავისი ჯარი შეიყვანა,
საქართველო აცხადებს, რომ რუსეთი მისი ტერიტორიის ანექსიას ცდილობს.
No comments:
Post a Comment