27 ნოემბერი 2008
ცნობილმა საერთაშორისო კვლევითმა ჯგუფმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას უნდა თავი დააღწიოს გლობალურ ეკონომიკურ კრიზისსა და ომში მარცხით გამოწვეულ საზოგადოებრივ უკმაყოფილებას, საქართველოში სასწრაფოდ უნდა ჩაატარდეს რეფორმები.
კრიზისების სართაშორისო ჯგუფის ანგარიშში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა ახლა სტაბილურია. მაგრამ, ნათქვამია აქვე, რამდენიმე თვის შემდეგ ის შესაძლოა მკაცრი გამოცდის პრისპირ აღმოჩნდეს: ოპოზიცია რუსეთის დამანგრეველი აგრესიის კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მწვავე კითხვების დასმას განაგრძობს.
რაპორტში ნათქვამია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს პოლიტიკური სტაბილურობა, რაც აუცილებელია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და შემდგომი განვითარებისათვის. აქვეა ნათქვამი, რომ საქართველომ უნდა გააუმჯობესოს სოციალური დახმარების სისტემა, განამტკიცოს დამოუკიდებელი სასამართლო და გაზარდოს თავისუფლების ხარისხი სამაუწყებლო მედიაში. ჯგუფი აგრეთვე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას კორუპციის აღმოფხვრისა და საარჩევნო სისტემაში სასიცოცხლოდ აუცილებელი ცვლილებების გატარებისკენ.
ამ კვირაში სააკაშვილის მთავრობა მძაფრი კრიტიკის ობიექტი გახდა. მაღალი რანგის დიპლომატმა განაცხადა, რომ არასწორმა გადაწყვეტილებებმა 7 აგვისტოს რუსული აგრესიის პროვოცირება მოახდინა.
ელჩმა, ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ლიდერმა არასწორად გაიგო აშშ-ს მხარდამჭერი გზავნილები და ის სეპარატისტულ რეგიონებზე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე ძალის გამოყენებით კონტროლის დაბრუნების თანხმობად მიიჩნია. კიწმარიშვილი საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დაწყების წინ მოსკოვში საქართველოს ელჩად მსახურობდა.
კიწმარიშვილმა საპარლამენტო კომისიას განუცხადა, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთში შეჭრას ჯერ კიდევ აპრილში აპირებდა და 2004-შიც განიხილავდა მსგავს შეტევას. ოთხშაბათს პრეზიდენტის ოფისმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც უარყო ბრალდბები .
პარასკევს პრეზიდენტი საპარლამენტო კომისიის წინაშე კონფლიქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე ისაუბრებს.
No comments:
Post a Comment