Sunday, April 27, 2008

პრეზიდენტი თავის მთავარ მცველს იცავს

logo wyborcza1_thumb 
მარჩინ ვორჟიეჩოვსკი
26 ნოემბერი 2008

თუკი მთავრობა პრეზიდენტის დაცვის უფროსს, კრიშტოფ ოლზოვიცს, საქართველოს ინციდენტის გამო სამსახურიდან დაითხოვს, პრეზიდენტმა ფიზიკურ დაცვაზე შეიძლება საერთოდ უარი თქვას. 

პრეზიდენტის თანაშემწეები შიშობენ, რომ ბატონი ოლზოვიცი  კვირის ინციდენტის განტევების ვაცი გახდება.

ბატონმა კაჩინსკიმ და მისმა ქართველმა კოლეგამ, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი მოგზაურობის მარშრუტი მოულოდნელად შეცვალეს და სამხრეთ ოსეთის საზღვრისკენ გაემართნენ. როდესაც საზღვრის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან სროლა დაიწყო, კაჩინსკის დაცვის თანამშრომლები, ჩინოვნიკები სამთავრობო დაცვის ბიუროდან (BOR), საავტომობილო კოლონის ბოლოს, თავიანთი ბოსისგან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ. ბატონმა კაჩინსკიმ გუშინ ტელევიზიით განაცხადა, რომ ოლზოვიცი მასთან დარეკვას ცდილობდა, მაგრამ სატელეფონო კავშირი გაწყვეტილი იყო.

ბატონი ოლზოვიცი კაჩინსკიზე 1991 წლიდან მუშაობს. ის ერთ-ერთია იმ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანებისგან, რომელსაც პრეზიდენტი აბსოლუტურად ენდობა. მას ხელი მიუწვდება საპრეზიდენტო სასახლის კერძო ბინებზე, რისი საშუალებაც ზოგიერთ საპრეზიდენტო მინისტრს არ გააჩნია.                

სამთავრობო დაცვის ბიურო, რომელიც მთავრობის მაღალი რანგის ჩინოვნიკების ფიზიკურ დაცვას უზრუნველყოფს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. თეორიულად მთავრობას ოლზოვიცის გადაყენება შეუძლია, "ადგილობრივები 95%-ით აგებდნენ პასუხს იმაზე, რაც პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დროს მოხდა. მთებში მომხდარი ავანტიურა ქართველების იდეა იყო, თუმცა ლეხ კაჩინსკი ამას დაეთანხმა", აცხადებენ წყაროები პრეზიდენტის სასახლეში.

"ამ შემთხვევის წინასწარ გამოძიებას ვაპირებ", უთხრა გაზეტას BOR-ის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარიან იანიკიმ. მას მოვლენების ქართული ვერსიის გარკვევა სურს საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით, ასევე ახსნა განმარტებას მოსთხოვს პრეზიდენტის კანცელარიის ჩინოვნიკებს. 

ოფიციალური გამოძიება პროკურატურამაც დაიწყო. "ეს ნონსენსია", თქვა ლეხ კაჩინსკიმ გუშინდელ სატელევიზიო გამოსვლაში. "შემთხვევით ჩემს დადანაშაულებასაც ხომ არ აპირებენ იმაში, რომ საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დავაყენე?”

ბატონმა კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ბედნიერია, რადგან ახლა მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ რუსეთი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გეგმით გათვალისწინებულ ვადებს არღვევს, რომელზეც ევროკავშირთან შეთანხმდა. თუმცა პრეზიდენტის ჩინოვნიკები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ორგანიზებული სროლა არ ყოფილა.

გაზეტასთვის ცნობილი გახდა, რომ ბატონი კაჩინსკი ევროკომისიისთვის წერილის გაგზავნას გეგმავს, რომ მისი ყურადღება რუსეთის პოლიტიკის შემაშფოთებელ ასპექტებს მიაპყროს. პრეზიდენტის კანცელარია ამ საკითხზე მთავრობასთან კონსულტაციებს მართავს.

გაზეტამ პრეზიდენტის თანაშემწეებს ჰკითხა, რას ჩათვლიდა ბატონი კაჩინსკი წარმატებად საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით "თუკი ზოგიერთი საერთაშორისო მშვიდობისმყოფელი რუსებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეუერთდება, ეს სერიოზულ გარღვევად ჩაითვლება. ჩვენ პოლონელების არმიაზე არ ვსაუბრობთ, გვესმის, რომ ჩვენი აღქმა იქ საკმაოდ სპეციფიკურად ხდება", თქვა ერთ-ერთმა თანაშემწემ.

როდესაც კაჩინსკის სატელევიზიო გამოსვლაში ჰკითხეს, თუ ვის გულისხმობდა "პოლონეთში რუსების ლობისტებად", მან უპასუხა "იმ პოლიტიკოსებს, რომელთა კომენტარებიც ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ისე ჟღერდა, თითქოს ისინი რომელიღაც სხვა ქვეყნის ინტერესებზე უფრო ზრუნავდნენ, ვიდრე პოლონეთზე. მე რომ შიდა დაზვერვის სააგენტო ვყფილიყავი, ამ საკითხით ნამდვილად დავინტერესდებოდი."

PiS სურს, რომ ეთიკის საპარლამენტო კომისიამ დასაჯოს სპიკერი ბრონისლაუ კომოროვსკი შემდეგი კომენტარისთვის: "ვიზიტი, როგორც მკვლელობის მცდელობა. 30 მეტრის მანძილზე მანქანის ხელიდან გაშვება. როგორც ჩანს ის ვინც ისროლა, ბრმა იყო." კომოროვსკიმ ახსნა, რომ მან ქართველების მიერ დაგეგმილი ვიზიტის ირონიზირება მოახდინა.

ორიგინალი

No comments: