Sunday, April 27, 2008

რუსეთი მიესლამება ნატოს ახალ წევრებთან დაკავშირებით აშშ-ს გადაწყვეტილებებს

logo_reuters_media_us

27 ნოემბერი 2008

ჰავანა (Reuters) - რუსეთი მიესალმა აშშ-ს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ალიანსის სამიტზე, თვის ბოლოს ის ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის საქართველოსა და უკრაინის ნატოში დაჩქარებული წესით მიღების გეგმაზე უარს ამბობს-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხუთშაბათს.

”მე კმაყოფილი ვარ, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა”-უთხრა მედვედევმა ჟურნალისტებს თავისი ვიზიტის დროს ჰავანაში - ”მნიშვნელობა არა აქვს რა მიზეზით მოხდა ეს, ევროპელთა ზეწოლით, თუ სხვა რამის გამო, მთავარი ისაა, რომ ისინი (ვაშინგტონი) აღარ ითხოვენ ამას პირვანდელი გააფთრებითა და უაზრო დაჟინებით”.

აშშ-ს სახელწმიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ოთხშაბთს უკან დაიხია გადაწყვეტილებისგან მიანიჭოს საქართველოსა და უკრაინას MAP-ი და განაცხადა, რომ ბრიტანეთი ეძიებს ახალ გზებს მათი ნატოში ინტეგრაციისთვის.

რუსეთი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ამ ორი სახელმწიფოს ინტეგრაციას ნატოში, თუმცა ვაშინგტონი ცდილობდა ალიანსზე ზეწოლით მათთვის MAP-ი მიენიჭებინა. მოსკოვის წინააღმდეგობა ხანმოკლე ომის შემდეგ საქართველოსთან კიდევ უფრო გამწვავდა.

ორიგინალი

No comments: