Thursday, April 17, 2008

ნატოს გარდაქმნა

 globe_icon
17 ნოემბერი 2008

იმ რთულ საკითხებს შორის, რომლებზეც ფიქრი არჩეულ პრეზიდენტს ბარაკ ოაბამს მოუწევს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომავალი ფორმისა და მისიის განსაზღვრაა. ნატომ თავისი რეალური მიზანი ამოწურა, ხოლო მომავალში მისი მისიის ბუნდოვანება პრობლემებს ქმნის, რომელთა გადალახვაც შესაძლებელია.

იმის გამო, რომ რუსეთი საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივით შეშფოთებულია, ობამამ მოკავშირეებთან ერთად ამ ორგანიზაციის გაფართოვების საკითხზე შეთანხმებას უნდა მიაღწიოს. მან ასევე უნდა განსაზღვროს სხვაობა ნატოს მისიას შორის ცივი ომის დროს და იმ ვერსიას შორის, რომელსაც ავღანეთში ალიანსის ზოგიერთი წევრი ანვითარებს.       

1949 წლის კონცეფცია ორგანიზაციის რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში "ყველა ერთისთვის" და "ერთი ყველასთვის" პრინციპს ეფუძნებოდა. დასაცავ ტერიტორიად დასავლეთ ევროპა განისაზღვრა.

ცივი ომის ლექსიკონში ავღანეთში მიმდინარე ომს – სადაც ნატოს ჯარების ნაწილი იბრძვის, ნაწილი კი შედარებით უსაფრთხო ადგილებში სარეკონსტრუქციო სამუშაოებში მონაწილეობს, - რეგიონს მიღმა კონფლიქტს დაარქმევდნენ. რადგან კონფლიქტი ევროპის გარეთ მიმდინარეობს, ალიანსის წევრები თავისუფალნი არიან არჩევანში - თავად გადაწყვიტონ გაგზავნონ თუ არა ჯარები და თუკი გზავნიან ამ ჯარებმა რა უნდა აკეთონ.

ობამასთვის შედარებით მარტივად გადასაწყვეტი - ალიანსის ახალ წევრებთან დაკავშირებული საკითხი უნდა იყოს. საფრანგეთს, გერმანიას და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს არ სურთ რუსეთი საქართველოს და უკრაინისთვის სამოქმედო გეგემის მინიჭებით გააღიზიანონ. ობამამ ეს რჩევა უნდა გაითვალისწინოს. 

მაგრამ ნატოს მიზანს ახალ საუკუნეში და მის სპეციფიკურ როლს ავღანეთში, უკეთ უპასუხებდა ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები და ალიანსის ყველა წევრის კონსულტაცია. ნატო არ შექმნილა ამ ეპოქის უსაფრთხოებისთვის, და ის უნდა გარდაიქმნას, რომ შექმნილ საფრთხეებს გაუმკლავდეს. 

ორიგინალი

No comments: