Thursday, April 17, 2008

საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებლებს ესროლეს

spiegel
17 ნოემბერი 2008

საქართველოში მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. ევროკავშირიის  მონიტორებს აფხაზეთის საზღვართან ესროლეს. ევროკავშირის მისია ფაქტს აპროტესტებს.

თბილისი (suc/AP/DPA) – კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროკავშირის მისია აცხადებს, რომ ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც დამკვირვებლების ჯგუფი ქართველი პოლიციელის დაღუპვის გარემოებებს არკვევდა. შაბათის სროლებში არავინ დაჭრილა.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა ფაქტს აბსოლუტურად მიუღებელი უწოდეს და აფხაზეთის ხელისუფლებას სთხოვეს,  მათ თავის მხრივ ფაქტი შეისწავლონ. ევროკავშირის 225 დამკვირვებელი საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვას აკვირდება. რეგიონებმა, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა საქართველოსგან გამოყოფის და რუსეთთან მჭიდრო კავშირების დამყარების შესახებ განაცხადეს.

ინციდენტი, ჟენევაში სამშაბათს დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ მოხდა. საქართველო სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლებთან ერთი მაგიდის ირგვლივ დაჯდომაზე დღემდე არ თანხმდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წინასწარ ვარაუდოდბდა, რომ ქართული კონფერენცია უშედეგო იქნებოდა. შეთანხმება მნიშვნელოვანია, რომ დევნილებისთვის სახლებში დაბრუნების პირობები შეიქმნას, განაცხადა მან მოსკოვში. 

საქართველო ბრალს დებს რუსეთს, რომ მას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული აქვს. ორივე მხარე აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებს. ექსპერტების აზრით, მართალია, საქართველომ პირველმა მიიტანა სამხედრო შეტევა სამხრეთ ოსეთზე, თუმცა შემდეგ ამ ფაქტს რუსეთის მხირიდან ძალის გადამეტებული გამოყენება მოჰყვა. კრემლის მეთაურმა დიმიტრი მედვედევმა ვაშინგტონში გამართულ G20-ის შეხვედრაზე განაცხადა, რომ მზად არის საქართველოსთან ურთიერთოებების განახლებისთვის, როგორც კი ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის "რეჟიმისგან" განთავისუფლდება.

ორიგინალი

No comments: