Wednesday, April 16, 2008

სახლში დაბრუნების არანაირი იმედი

focus
ანეტ ბლეტნერი
16 ნოემბერი 2008

ევროკავშირის მეთვალყურეების თვალწინ რუსეთი კეტავს საზღვარს საქართველოსა და მის აჯანყებულ რეგიონს, აფხაზეთს შორის. დევნილები სახლებში დაბრუნების იმედს კარგავენ. 

ცისფერი, მთლიანად დაჯავშნული "ჯიპი" ევროკავშირის გერმანელი დამკვირვებლებით, სამ პოლიციელთან და ერთ სამოქალაქო პირთან ერთად, დროებითი საველე პუნქტიდან, ზუგდიდის სასატუმრო "სამეგრელო"-დან, საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ადგილისკენ მიემართება, რომელიც კოხთან, ქართულ-აფხაზური საზღვრის სოფელთან ახლოს მდებარეობს. გზაზე, რომელზეც აფეთქებების კვალია და მუდმივად საქონელი მოძრაობს, გადაადგილება მისიასაც უჭირს.

ამჯერად კოხის შესასვლელთან გაბრაზებული სოფლის მაცხოვრებლები ხიდის აფეთქების გამო ჩივიან. ეს ხიდი მდინარე ენგურიდან მეზობელ აფხაზეთთან დამაკავშირებელი გზა იყო. საზღვრის მეორე მხარეს რუსი ჯარისკაცები საზღვრის გამაგრებით სამუშაოებს ატარებენ. ქართული ოჯახები ორად გაიყო, ისინი ვინც საზღვრის ერთ და მეორე მხარეს ცხოვრობენ, ბავშვებს სკოლებში სიარულის საშუალება აღარ აქვთ, რადგან საზღვრის გადალახვა ფასიანია.

გურამ ჩარგაზია: "მე კოხში დავიბადე. აქ ჩემი სახლია", ახალგაზრდა კაცი განერვიულებული საუბრობს, "მაგრამ ფერმა, რომელშიც 24 ძროხა მყავს აქედან რამდენიმე ასეულ მეტრშია, აფხაზეთის ტეროტორიაზე, ნაბაკევში, ამ ძროხებისგან მიღებული 50 ლიტრი რძით ვცხოვრობ", ამბობს იგი. ახლა სასაზღვრო მდინარე ენგურზე გადებული ხიდი აღარ არსებობს და ფერმერმა გურამმა არ იცის ეს მდგომარეობა როდემდე გაგრძელდება. ევროკავშირის დამკვირვებლებისგან ის მოქმედებას ითხოვს, ამ უკანასკნელთ კი ხელ-ფეხი შეკრული აქვთ. "ჩვენი მანდატი დაკვირვებით და პოლიციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის აღრიცხვით შემოიფარგლება. ჩვენ არ ვართ შეიარაღებულები, აღმასრულებელი უფლებები არ გაგვაჩნია", ამბობს ერთ-ერთი მათგანი. 

ამ ეტაპზე საზღვრის მეორე მხარის მონიტორინგის საშუალებაც კი არ არსებობს, რადგან რუსები ამის წინააღმდეგ გამოდიან. დღესდღეობით საქართველოს ეს ორივე სეპარატისტული რეგიონი დამკვირვებლებისთვის დახურულია. სწორედ ამ ტერიტორიების გამო დაიწყო აგვისტოში საქართველოს და რუსეთს შორის მოკლე, მაგრამ საშინელი ომი, რომლის გამოც 160 000 ქართველი დევნილად იქცა.

რუსები ევროკავშირის დამკვირვებლებს პროვინციებში არ უშვებენ

დამკვირვებლებს კავკასიის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების 6 პუნქტიანი გეგემის შესრულებაზე, მათ შორის რუსული არმიის 7 აგვისტმდე ანუ ომის დაწყებამდე არსებული პოზიციების დაკავებაზე მონიტორიგი ევალბათ. მაგრამ დღემდე რუს მესაზღვრეებს, კაგებეს ყოფილ აგენტებს, დამკვირვებლების ამ სადაო ტერიტორიებზე დაშვება არ სურთ. პირველი მცირედი მცდელობა 4 ნოემბერს შედგა: ევროკავშირის დამკვირვებლებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა შეძლეს.

ამ საკითხზე პოლიტიკური მოლაპარაკებები ჟენევაში, ნოემბრის განმავლობაში გაიმართება. რუსეთმა პირველი მოლაპარაკებები უკვე ჩაშალა. იმისთვის, რომ მანამდე პროვოკაციები თავიდან აიცილონ, დამკვირვებლები ცდილობენ რუსულ სასაზღვრო პუნქტებთან ქართველების უკმაყოფილების თემა მოაგვარონ, როგორც ეს ფერმერი გურამის შემთხვევაში მოხდა. "ისინი მეორე მხარეს უნდა მდგარიყვნენ, იქ სადაც განუკითხაობაა", აღშფოთებულია გურამი.

მთლიანობაში ევროკავშირის 225 მონიტორი აკვირდება და დეტალურად აანალიზებს მდგომარეობას საქართველოს ამ რეგიონის ყველა ქართულ სოფელში. ისინი ხანგრძლივ საუბრებს ატარებენ პოლიტიკოსებთან და ადამიანის უფლებების დამცველებთან, პოლიციელებთან, ოფიცრებთან,  ჟურნალისტებთან და შემდეგ ამის თაობაზე მუდმივად საინფორმაციო ანგარიშებს წერენ, რომლებსაც ანალიზი ჯერ მისიის თბილისის ოფისში უკეთდება, ხოლო შემდეგ ბრუსელში იგზავნება. იმ დროს, როდესაც საქართველოში ლამის ყველა ხის წაქცევა რეგისტრირებულია, დღემდე უცნობი რჩება, მაგალითად იმ 45 000 ეთნიკური ქართველის ბედი, რომლებიც საზღვრის მიღმა, გალის აფხაზურ პროვინციაში ცხოვრობენ.

რუსები პროვინციებში ჯარების რაოდენობას ზრდიან

მათი უმრავლესობა გლეხები არიან, რომლებიც ციტრუსების და თხილის მოსავლით ცხოვრობენ. აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის 1992 წელს გაჩაღებული ომის შემდეგ, დღემდე მათ არავინ ეხებოდა. თუკი უსაფრთხოების ზონაში სიტუაცია უარესდებოდა, ისინი საზღვრის მეორე მხარეს, საქართველოში, საკუთარ ქართველ ნათესავებთან გამორბოდნენ. სიტუაციის განმუხტვისას კი აფხაზეთში ბრუნდებოდნენ. რუსული პასპორტების აღებაზე ზეწოლა იზრდება. იგივე ხდება თითქმის 2 500 ქართველის მიმართ, რომლებიც სამხრეთ ოსეთში, ახალგორში ცხოვრობენ.

თბილისი ოპტიმიზმის დემონსტრირებას ახდენს 

"რუსები დროის გაყვანას ცდილობენ, რომ ახალ ტერიტორიებზე საკუთარი ძალების კონსოლიდაცია მოახდინონ", დარწმუნებულია თბილისში უშიშროების საბჭოს მდივანი, ალექსანდრე ლომაია. ამასობაში რუსები თავიანთი სახედროების რიცხვს სამხრეთ ოსეთში 6 000-მდე, აფხაზეთში კი 4 000-ით გაზრდიან. აფხაზეთის საზღვარსაც იმიტომ ამაგრებენ, რომ უფრო ძლიერის პოზიციიდან იმოქმედონ.

მაგრამ ევროპისთვის საქართველო უმნიშვნელო ქვეყანა არ არის. "კასპიის ზღვიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპისთვის ნავთობის და გაზის მიწოდების მხრივ საქართველო, რუსეთის შემდეგ, მეორე სატრანსპორტო გზაა", მიაჩნია ცნობილ პოლიტიკოსს. "და მიუხედავად იმისა, რომ პირველ ჯერზე ჩვენ მონიტორები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვერ შევიყვანეთ, ჩვენ მაინც შევძელით კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია".

ორიგინალი

No comments: