20 თებერვალი 2009
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოპონირებას უწევს ალიანსის შეჭრას იმ ქვეყნებში, რომლებსაც მოსკოვი თავისი ისტორიული გავლენის სფეროებად მიიჩნევს, ნატოს თავდაცვის მინისტრები პარასკევს უკრაინის გაწევრიანების შესაძლებლობებს განიხილავდნენ.
გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ ნატო კვლავ უერთგულებს თავის ლავდებულებებს უკრაინის წინაშე და დაეხმარება მას თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებში ”ყოვლისმომცველი რეფორმების” ჩატარებაში. მან მიანიშნა, რომ ალიანსი ისევ განიხილავს უკრაინის ალიანსში მიღების გზებს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრს, იური იეხანუროვსა და ალიანსის 26 წევრი ქვეყნის მინისტრების დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დაწყების წინ, დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ ნატოს ხელმძღვანელობა განიხილავს ”გზებს, რომელთა მეშვეობითაც ალიანსი შეძლებს დაეხმაროს ნატოში გასაწევრიანებლად მომზადებისთვის” უკრაინას.
გასული წლის სამიტზე რუმინეთში, ნატოს ლიდერებმა გადაწყვიტეს საქართველოსა და უკრაინისთვის შეეთავაზებინათ ე.წ. გაწევრაინების სამოქმედო გეგმა” ალიანსში მისაღებად მათი მომზადებისთვის.
მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთის პროტესტს წააწყდნენ და რუსულ-ქართული აგვისტოს ომის ფონზე, ნატომ ორი ყოფილი საბჭოთა ქვეყნისთვის დასახული გეგმა შეაჩერა.
თუმცა ნატომ გადაწყვიტა გაეფართოვებინა სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობა და დახმარებოდა ამ ქვეყნებს მათი მიზნების მიღწევასა და ნატოში საბოლოოდ ინტეგრაციისათვის.
შეხვედრამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისა და საქართველოს მზადყოფნასთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა.
”მოცემულ მომენტში მე ვერ ვხედავ იმის პირობას, რომ, მაგალითად გაწევრიანების სამოქმედო გეგმა დავიწყოთ” უკრაინისა და საქართველოსთვის, განაცხადა ფრანც ჯოზეფ იანგმა.
მინისტრები ალიანსის რეფორმირებაზეც იმსჯელებენ. ნატოს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ დაკარგა რელევანტობა მსოფლიოში, რომელიც საგრძნობლად განსხვავდება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი და ”ცივი ომის” რეალობისგან. სწორედ ამ წარსულმა რეალობამ განაპირობა ალიანსის შექმნა 60 წლის წინ.
იმისთვის, რომ რელევანტობა შეინარჩუნოს, დე ჰოოპ სხეფერმა ყველას ახალი ”სტრატეგიული კონცეფრციის” შექმნისკენ მოუწოდა. ეს კონცეპცია უნდა დაეხმაროს ნატოს 21-ე საუკუნის ისეთი საფრთხეების გამკლავებაში, როგორიცაა: ტერორიზმი, კლიმატის ცვლილება და კიბერშეტევები.
საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე აშშ-ს თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული დაძაბულობის ცენტრალურ საკითხებს და ობამას ადმინისტრაციის იმ მცდელობებს შეეხო, რომელთა მიზანია მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესება. ვაშინგტონს ავღანური მისიისთვის რუსეთის უფრო ინტენსიური მხარდაჭერა სჭირდება.
გეითსმა არ მიანიჭა დიდი მნიშვნელობა ყირგიზეთის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მან მანასში აშშ-ს სტრატეგიული საჰაერო ბაზა გააუქმა. ბაზიდან ავღანეთში განთავსებული ჯარებისთვის ტვირთი გადაქონდათ და ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება მოსკოვის კარნახით იყო მიღებული. გეითსმა განაცხადა, რომ აშშ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში მზადაა უფრო დიდი იჯარა გადაიხადოს, მაგრამ ისიც თქვა, რომ ბაზას ალტერნატივა მოეძებნება.
გეითსმა ეჭვი გამოთქვა რუსეთის იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელთა თანახმადაც მას არ უთამაშია არავითარი როლი ყირგიზეთის გადაწყვეტილებაში,
გეითსმა აგრეთვე განაცხადა, რომ ობამას ადმნისტრაციას დასჭირდება დრო იმის გადასაწყვეტად განაგრძობს, თუ არა წინა ადმინისტრაციის პროექტს, რომლის მიხედვითაც ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში სარაკეტო თავდაცვითი სისტემების ინსტალირება უნდა განხორციელებულიყო, რამაც კიდევ უფრო დაძაბა რუსეთთან ურთიერთობა.
No comments:
Post a Comment