Thursday, September 20, 2007

ევროვიზიის ქართველმა ვარსკვლავებმა მიზანში პუტინი ამოიღეს

indipendent

შონ უოლკერი
20 თებერვალი 2009

გასული წლის რუსული აგრესიის შემდეგ მოსკოვის ფინალისთვის საპროტესტო სიმღერა იქნა შერჩეული.

საქართველოს შეუძლია დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე, რომელიც წელს მაისში ჩატარდება, ის რუსეთისგან ნულ ქულას მიიღებს. საქმე ისაა, რომ ქვეყანამ საკონკურსოდ დისკოს სტილში დაწერილი სიმღერა შეარჩია, რომელშიც პუტინს დასცინიან.

ორმა ქვეყანამ გასული წლის აგვისტოში სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის გამო იომა და დღემდე დიპლომატიური ურთიერთობები არ აღუდგენიათ. საქართველო მოსკოვში არავის გაგზავნას არ გეგმავდა, მაგრამ ბოლოს საპროტესტო სიმღერის წარდგენა არჩია, სიმღერის, რომელიც ნამდვილად გააღიზიანებს რუსეთის პრემიერ-მინისტრს პუტინს.

ქართული ნომერს, რომელსაც სტეფანე და 3G შეასრულებენ ასე ეწოდება ”ჩვენ არ გვინდა Put In”, რომელიც წარმოთქმისას საეჭვოდ ჟღერს: ”ჩვენ არ გვინდა პუტინი”.

ჯგუფი სტეფანე და 3G, სტეფანე მღებრიშვილისგან და ბრჭყვიალა, ვიწრო შარვლებში გამოწყობილი სამი ქალისგან შედგება. მღებრიშვილს კაშკაშა ლურჯი კოსტუმი აცვია, შავი სათვალე უკეთია, დიდი ულვაშები და ბაკენბარდები აქვს მიწებებული.

ისინი სიმღერის ტექსტს აქცენტირებული ინგლისურით, დისკოს რიტმში მღერიან: ”ჩვენ არ გვინდა პუტინი, ნეგატიური სვლა, ის კლავს სიამოვნებას”.

საქართველოში ფინალი ოთხშაბთს ღამე გადაიცა, ჯგუფმა ცხრა სხვა მონაწილე დაამარცხა. გადაწყვეტილება ჟიურის შეფასებისა და საჯარო სმს-ების საფუძველზე იქნა მიღებული. პუტინმა ორი თვის წინ თავის აგარაკზე ინგლისელი კომპოზიტორი ენდრიუ ლოიდ ვებერი დაპატაჟა, სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ის ევროვიზიის ფანია. ლოიდ ვებერი მოსკოვში ჯეიდ ივინის ბრიტანეთისთვის შესრულებულ წარმოდგენაზე დაუკრავს. პუტინმა არ გაამხილა, თუ ვის მისცემს ხმას, მაგრამ აღიარა, რომ ლოიდ ვებერის მუსიკა მოსწონს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართველთა გამოსვლისას პუტინი საცეკვაო მოედანზე ცეკვით თავს მოიკლავს. სიმღერა მოსკოვში, 12 მაისს ნახევარფინალში შესრულდება და თუ გავა ფინალში, რომელიც მთელს ევროპაში პირდაპირ ეთერში გადაიცემა, მოსკოვში შიშობენ, რომ ის ღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შემაშფოთებლად დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს და ევროვიზიის რუსულ ფართის წაახდენს.

რუსეთის ხელმძღვანელობა ევროვიზიისადმი ძალიან სერიოზულადაა განწყობილი. პუტინმა და პრეზიდენტმა მედვედევმა მომღერალ დიმა ბილანს მისალოცად პირადად დაურეკეს, როდესაც მან გასულ წელს ბელგრადში გაიმარჯვა და მოსკოვს ფინალის მასპინძლობა მოუპოვა.

აქ იმასაც შიშობენ, როგორ გაუმკლავდება მოსკოვი ღონისძიებას, რომელიც გეი მოძრაობებში ასე პოპულარულია. ქალაქი ცნობილია თავისი ყბადაღებული ჰომოფობიით, მისი მერი, იური ლუჟკოვი ჰომოსექსუალებს ”სატანისტებს” უწოდებს და გასულ მარტს გეიპარადის ჩატარებაზე უარიც განაცხადა.

”ჩვენ უკვე მივიღეთ ბევრი დაკვეთა სკანდინავიელი ჰომოსექსუალი წყვილებისან” - გვითხრა ოტელის ერთმა მეპატრონემ მოსკოვში - ”ჩვენ, ალბათ, ვურჩევთ, რომ საჯაროდ არ გამოხატონ თავისი გრძნობები მოსკოვში, რადგან ეს შეიძლება მათთვის სახიფათო იყოს”.

ორიგინალი

No comments: