Monday, June 22, 2009

კრახი და მათრახი



ანდრე გლიუკსმანი
22 იანვარი 2009

როდემდე გაგრძელდება ევროპის სირაქლემის პოლიტიკა, რომელსაც ის კრემლის ”ნავთობ მბრძანებლის” ”გამათბობელი” დიპლომატიის წინააღმდეგ ატარებს? ფილოსოფოსმა და ესსეისტმა ანდრე გლიუკსმანმა გაბედა და დასვა ეს კითხვა.

კრიზისის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორსაა. ამაში ეჭვი არავის ეპარება. სიტუაცია ფინანსებთან დაკავშირებით უფრო გაყინვის სტადიაშია, ვიდრე გადაწყვეტის. ჯერ კიდევ ადგილი აქვს ”ტოქსიკური” პროდუქტების გაუმჭვირვალობასა და კრედიტების ამოწურვას, ხოლო სოციალურ სფეროში იშვიათად თუ გაბედავს ვინმე იმის მტკიცებას, რომ ცუდი დრო უკვე წარსულს ჩაბარდა, რადგან ქარხნების დახურვისა და მილიონობით უმუშევრის ქუჩაში გამოყრის პერსპექტივა ჯერ კიდევ არსებობს. მენტალური საზომი, რომლის გახსენებაც რატომღაც ყველას ავიწყდება, ჯერ კიდევ თავისას გაიტანს. პლანეტის უმაღლესი ჩინები - იგივე გრინსპენი და პოლსონი აღიარებენ (მათ პატიოსნებას საზღაური მივაგოთ, აი თუ გნებავთ სიურპრიზი), რომ მსგავს რამეს არ ელოდნენ და აქამდე ვერ გაუგიათ, რატომ და როგორ მოხდა ეს უბედურება.

”ნდობის აღდგენაზე” პრეტენზია სრული სისულელეა. ნდობა ვის მიმართ? ნდობა რისთვის? როდესაც არცერთი პასუხისმგებელი პირი არ გამოჩნდა, რომელიც ოდნავ პასუხისმგებლობას მაინც გამოიჩენდა. ხელმძღვანელებს ამიერიდან საქმე უნდობლობასთან ექნებათ და ვაღიაროთ - უბრალო ადამიანის სიფრთხილეზე უფრო ბუნებრივი და სამართლიანი არაფერია - ის მის თავს დამტყდარი ზვავის გამო გაბრუებულია.
ამერიკელები კვლავ იმედით ივსებიან, როდესაც საკუთარ ბედს ობამას უკავშირებენ - ახალი, რომელიც არამხოლოდ რჩევებს იძლევა, არამედ ფიქრობს და გეგმავს კიდეც, ყოველთვის იმედისმომცემია. თითები გადააჯვარედინეთ. იმავდროულად ევროპელები მათ დამცველ ევროპასა და ევროს ადიდებენ. სამწუხაროდ, ახალი წლის მილოცვა ერთმანეთისთვის ვერც კი მოვასწარით, რომ ყველაფერი აიწეწა!

ევროკავშირის აღმოსავლეთმა გაყინვა დაიწყო. რადიატორები აღარ თბება, ქარხნებმა ტექნიკური მიზეზების გამო მუშაობა შეწყვიტეს, რუსული გაზი გაქრა. ევროკავშირი აპროტესტებს, ”მოლაპარაკებებს” აწარმოებს, განხილვებს აწყობს, შეთანხმებას შეთანხმებაზე აწერს ხელს, მაგრამ ყველაფერი გაჩერებულია. ონკანი დაკეტილია.
ევროკავშირი მოლოდინშია და არც კიევს და არც მოსკოვს არ ემხრობა, დამკვირვებლებს აგზავნის, რომ შეამოწმოს აქვს თუ არა ადგილი გაზის დატაცებას. ამაოდ. გადის ერთი კვირა, მეორეც. გაზი როგორც არ იყო, ისე არ არის. ბატონი პუტინი მსოფლიოს სატელევიზიო ეკრანებიდან თავს იწონებს და ჯადოსნურ იარაღს იქნევს: გაზი - ეს მე ვარ. სიცივისაგან გაყინული ერები კი ერთი მეორის მიყოლებით მსვლელობას კანოსში აწყობენ, მუდარით, რომ შეაჩერონ ეს შემზარავი თამაში. ევროკავშირს უფრო ქმედითი ზეწოლის მოფიქრების საშუალება არ აქვს, და ორივე მხარეს საჩივრებით ემუქრება.

მოკლედ რომ ვთქვათ, ბრიუსელი ”ნავთობ მეფის ” შანტაჟს წამოეგო, ის მხოლოდ მაშინ შეჩერდება, როდესაც საჭიროდ ჩათვლის. მერე ყველაფერს თავიდან დაიწყებს, როცა მას მოესურვება. თანამოსაუბრეებსა და პრივილეგირებულ პარტნიორებს თავისი შეხედულების მიხედვით შეარჩევს და მის ახირებაზე იქნება დამოკიდებული გათბებიან თუ გაცივდებიან ევროპელები.

ევროკომისიას არავითარი გამაფრთხილებელი ზომები არ მიუღია, თუმცა მოსკოვმა კიევს 2006 წლის 1 იანვარს, რომელიც ნარინჯისფერ რევოლუციასა და თავისუფლების სიყვარულში იყო დამნაშავე, აირის ფასი მკვეთრად გაუზარდა. ონკაკი ჩაუკეტა და მთელი ევროპა სიცივისგან თრთოდა. დღესაც იგივე მეორდება, მაგრამ უფრო მკაცრ ფორმებში. კიევმა პასუხი უნდა აგოს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის (2008 წლის აგვისტო) მხარდაჭერის გამო. კრემლის ყოფილი ვასალები მთლიანად უნდა შეიბოჭონ ”ენერგეტიკული” ხუნდებით. ევროპამ კი უნდა აღიაროს რომ ”გაზპრომმა” მას ხელ-ფეხი შეუკრა.

ვინ დაიჯერებს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დიდი ფულის ამბავია. აქვს თუ არა მოსკოვს უფლება კიევისგან მოითხოვოს გრძელვადიანი, 1 000 კუბურ მეტრზე - 450 დოლარიანი კონტრაქტის ხელმოწერა, როდესაც 2009 წლის გაზაფხულის კრიზისის გავლენით აირის ფასი შეიძლება 250-300 დოლარამდე დაეცეს? ნავთობი და გაზი - პოლიტიკური იარაღია, ”გაზპრომი” - კრემლის მათრახია, პუტინის პოლიტიკა არავისთვის საიდუმლოს არ წარმოაგდენს. ამას წინათ საფრანგეთში ორი მნიშვნელოვანი წიგნი გამოქვეყნდა, რომლებშიც ამ მტაცებლური მთავრობის ლოგიკაა აღწერილი. ის არამარტო ”ახლო საღვარგარეთს”, მთელ ევროპას უმიზნებს. ის ვინც ენერგეტიკულ მომარაგებას ხელში იგდებს, ევროპული ეკონომიკის გასაღებს მიიღებს. საფრანგეთშიც კი, რომელიც მხოლოდ 15%-ით არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, GDF მთელი ზამთრის განმავლობაში უწყვეტი ინტენსივობით მუშაობას ვერ შეძლებს.

ამ სტრატეგიის წინაშე, რომელიც დღესავით ნათელია და დაუფარავი შანტაჟია, ჩვენი კომისიები, პარლამენტი, ევროპული სამიტები, საშიშ უმოქმედობას იჩენენ, თუმცა გაფრთხილებები ყველა მხრიდან მოდიოდა და მე ერთადერთი არ ვიყავი ვინც ათი წლის განმავლობაში განგაშს ტეხდა. უდიდესი მნიშვნელობის პროექტი ”ნაბუქო”, რომელიც რუსეთის მონოპოლიის გვერდის ავლით შუა აზიური ენერგომომარაგების ხელმისაწვდომობისკენაა მოწოდებული, მუხრუჭდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის შემდეგ ბაქოს თურქეთის ტერმინალთან შემაერთებელი ნავთობსადენები რუსული ქვემეხების მოქმედების არეალში მოექცა.
მაშინ, როდესაც გერმანია ”გაზპრომთან” საქმის პირდაპირ წარმოებას ამჯობინებს (North Stream ბალტიის ზღვის გავლით), ისევე როგორც იტალია (Blue Stream) - სიცივის ბატონი ქვეყნებს აშორიშორებს და ბატონობს.

ჯერ კიდევ არავინ დაფიქრებულა უკვე დაწყებულ ზნეობრივ განხეთქილებასა და მერყეობაზე. ვის სჭირდება ევროგაერთიანება თუკი მას არ შეუძლია საკუთარი მოქალაქეები მძიმე ზამთრის უამინდობისგან დაიცვას? რა სარგებელი მოაქვს თავისუფალი სიტყვის რიტორიკას თემაზე: ევროპა ჩვენი ფარია ყოველგვარი ხიფათისგან თავის დასაცავად, როდესაც მისი მოსახლეობის ნახევარი იმის შიშით ცხოვრობს, რომ საავადმყოფოებსა და სკოლებში ტემპერატურა შეიძლება ნოლამდე დაეცეს. 1950-იან წლებში ახლადწარმოქმნილი ევროპული გაერთიანება მხოლოდ მას შემდეგ განმტკიცდა, რაც ”ქვანახშირისა და ფოლადის” ერთობა შეიქმნა. დღეს ჩვენი ამაყი და ეკონომიკურად გაფურჩქნული გაერთიანება უძლური გამოდგა შეექმნა აუცილებელი ენერგეტიკული ბაზა, რომელიც ნებისმიერი გარე მომმარაგებლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას მოგვცემდა.ახლა რუსეთი არც თუ საუკეთესო ფორმაშია და პუტინის ზამთრის შეტევითი კამპანია - ყურადღების გადატანის მცდელობა იყო, მაშინ როდესაც მისი ქვეყანა, როგორც სხვა ზოგიერთი ქვეყანაც კრიზისის მორევში იძირება, რუბლის ფასი ეცემა, მარაგები ილევა, ნავთობის შემოსავლები ინგრევა. ის თავისი სირთულეების დამალვას ცდილობს და იუშჩენკო ”მოდით მას ბოლო მოუღოთ” და უკრაინა განტევების ვაცად უნდა აქციოს. მაგრამ ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელებს ხომ არაფერი აიძულებთ თამაშის ეს წესები მიიღონ, მერე განერთხონ და ძლიერისთვის წინააღმდეგობის ვერ გაწევის გამო სუსტი წიხლებით გათელონ. არაფერი, გარდა მათი ინერტული მენტალობისა.

დეგოლი რომელიც 1954 წლის მკაცრი ზამთრის დროს, უსახლკაროების დასახმარებლად აბატ პიერის მოწოდებას მიესალმებოდა, აღნიშნავდა, რომ როცა ”საფრანგეთს სცივა” მასში კეთილშობილი მისწრაფებები იღვიძებენ. დღეს ევროკავშირს სცივა, მისი ელიტა კი მას საფლავს უთხრის. მით უარესი რუმინელების, ბულგარელების, სერბების, ბოსნიელების, უკრაინელებისათვის, რომლებმაც მთელი სისრულით შეიგრძვნეს ენერგეტიკული კრიზისის ”სიამოვნებები”, მით უარესი სლოვაკებისათვის, რომლებიც თავიანთ ნანგრევებად ქცეული AEC-ის გამართვას აპირებენ. მით უარესი ჩვენთვის, ბედის ნებიერთათვის, რომლებიც თავს ვხრით იდეების არქონის გამო, ქვიშაში ვმალავთ და სირაქლემას პოლიტიკას ვაგრძელებთ.

ორიგინალი
Click Here to Read More..

Monday, March 23, 2009

ინგუშეთში ცვლილებების ქარმა დაუბერა

clip_image001

ფაბრის ნოდე-ლანგლუა

ინგუშეთის გენერალურმა პროკურატურამ მაგომედ ევლოევის, ჟურნალისტისა და ყოფილი პრეზიდენტის პრინციპული მოწინააღმდეგის მკვლელობის გარემოებათა ხელახალი გამოძიების დაწყებაზე ბრძანება გასცა. ეს ქმედება სიახლეა, ცვლილებების დაწყების სიმბოლო, რომელიც ჩეჩნეთის მეზობელ ამ პატარა კავკასიურ რესპუბლიკაში ბოლო რამდენიმე კვირაა შეიმჩნევა.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

ევროკავშირის დახურული მოხსენება აღმოსავლეთ იერუსალიმთან დაკავშირებით

clip_image001

რენე ბეკმანი

2008 წლის 15 დეკემბრით დათარიღებულ მოხსენებაში, რომლის ასლიც “ნუოველ ობსერვატორ”-მა მოიპოვა, ევროკავშირი ისრაელის ხელისუფლებას “აღმოსავლეთ იერუსალიმის უკანონო ანექსიის გაგრძელების მიზნით” კოლონიზაციის გაფართოებაში, შემოვლითი გზების დაგეგმვაში, გამყოფი კედლის მშენებლობის გაგრძელებაში, ცხოვრების სპეციალური რეჟიმის შემოღებასა და პალესტინელების გასახლებაში ადანაშაულებს.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

Sunday, March 22, 2009

ობამა ჩეინის კრიტიკას პასუხობს

new_york_times

ვაშინგტონი - პრეზიდენტი ობამა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, დიკ ჩეინის საპასუხოდ დაესხა თავს და კუბაზე, სამხედო საპატიმროს, გუანატანამო ბეის ტუსაღებისადმი ბუშის პოლიტიკას "აუტანელი" უწოდა".

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

საქართველო: ბრიუსელის ფორუმს სააკაშვილი, ალასანია და სერგეი ლავროვი დაესწრებიან

eurasianet-logo

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიციის ლიდერი, ირაკლი ალასანია, ორივე ბრიუსელში, მაღალი რანგის პოლიტიკურ და ბიზნესფორუმზე დასასწრებად გაემგზავრნენ. ფორუმი 20-დან 22 მარტამდე გასტანს.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

საქართველო დაქირავებულ მეომრებს იყენებდა: რუსეთი

sunday_logo

მოსკოვი - ალექსანდრე ბასტირიკინი, რუსეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომისიის წარმომდგენელმა განაცხადა, რომ მას აქვს მტკიცებულებები, რომელთა თანახმადაც საქართველომ სამხრეთ ოსეთის აგვისტოს კონფლიქტისთვის ამერიკელი, უკრაინელი, თურქი და ჩეხი მებრძოლები დაიქირავა.

იხილეთ ვრცლად


Click Here to Read More..

აშშ-ს სენატორი, მაკკეინი რუსეთს ირანთან და საქართველოს სამშვიდობო შეთანხმებსთან დაკავშირებით ადანაშაულებს



გარი ო'რეილი

რუსეთი არ ეხმარება საერთაშორისო საზოგადოებას ირანის ბირთვული ამბიციების ალაგმვაში და უღალატა საქართველოსთან დადებულ სიტყვას, განაცხადა სენატორმა მაკკეინმა ბრიუსელში, საგარეო პოლიტიკაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

Saturday, March 21, 2009

ევროკავშირის გაზსადენისადმი ერთგულება ბეწვზე კიდია

financial_times_thumb

ჯოშუა ჩაფინი

ევროპის სწრაფვა - რუსეთის გვერდის ავლით სტრატეგიული გაზსადენი აეშენებინა - 19 მარტს ბეწვზე ეკიდა იმ დროს, როდესაც მონაწილე-ქვეყნებს ბოლო მცდელობა ჰქონდათ 5 მილიარდ ევროდ შეფასებულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე  შეთანხმებულიყვნენ, რამაც სერიოზული წინააღმდეგობები შექმნა.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

საფრანგეთი და ნატო

france_diplomatie

ბერნარ კუშნერის სიტყვით გამოსვლა დისკუსიაში - საფრანგეთი, ევროპის თავდაცვა და ნატო 21-ე საუკუნეში.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

”ნავთობი პოლიტიკური იარაღი არ არის”

le_temps 
რაამ ეტვარეა

გოლამჰოსეინ ნოზარი, ირანის ნავთობის მინისტრი აქცენტს აკეთებს ამ სტრატეგიული სექტორის განვითარებაზე და გვარწმუნებს, რომ მომავალშიც პატივს სცემს შვეიცარულ გაზისმიმწოდებელ კომპანია EGL-თან დადებულ ხელშეკრულებას.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

Saturday, March 14, 2009

საქართველო: ოპოზიცია პროტესტს გეგმავს


ელენ ბარი

ხუთშაბათს, საქართველოს წამყვანი ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ 9 აპრილის საპროტესტო აქციისთვის, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით იმართება, ისინი ერთობლივად იმოქმედებენ.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

ქართველი დემონსტრანტები სააკაშვილის წასვლას ითხოვენ



პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, პარასკევს თბილისში დაახლოებით 7 000 ქართველი შეიკრიბა.

იხილეთ ვრცლად Click Here to Read More..

აშშ ტერმინზე ”მტრის მებრძოლი” უარს ამბობს

bbc_logo_thumb

აშშ ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან მიმართებაში აღარ გამოიყენებს ტერმინს “მტრის მებრძოლი” და ამით ბუშის ადმინისტრაციის საკვანძო პოლიტიკაზე უარს იტყვის.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

აშშ ”არ აპირებს” საქართველოში სამხედრო ბაზების დაფუძნებას

rttlogo 

”აშშ არ გეგმავს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების დაფუძნებას,” - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

Friday, March 13, 2009

საქართველოს ოპოზიცია სააკაშვილის ჩამოგდების პირობას დებს

IWPR 
მიხეილ ვიგნანსკი

პრეზიდენტის მტრები ამბობენ, რომ ქუჩის უზარმაზარი საპროტესტო აქციები მომავალ თვეში, მის მმართველობას დაასრულებს, მაგრამ ამაში ყველა დარწმუნებული არაა.

საქართველოს პრეზიდენტი 9 მარტს თბილისში, იაპონურ რესტორანში მშვიდად აპირებდა ვახშმობას, მაგრამ საღამო ჩაუშხამდა.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

სამხრეთ ოსეთი: ”კაგებეს” ანკლავი კავკასიაში

john hopkins 
კონსტანტინ პრეობრაჟენსკი

სამხრეთ ოსეთში ”კაგებე” ფართოდაა წარმოდგენილი. მეგობრობის შესახებ შეთანხმების თანახმად, რუსეთს სამხრეთ ოსეთში საკუთარი მესაზღვრეების განთავსების უფლება აქვს, რომლებიც ორგანიზაციულად უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს - ”კაგებეს” მემკვიდრის - შემადგენლობაში შედიან.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

ნატოს ხელმძღვანელი ალიანსის ექსპანსიას რეკლამირებას უკეთებს

voiceof america 

ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ ალიანსის გაფართოვება ევროპის სტაბილიზაციისთვის აუცილებელია და ნატოს კარი ღიაა მომავალი წევრებისათვის.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

აღმოსავლეთის ფრონტზე ზედმეტად წყნარი ვითარებაა

postglobal_banner1_350x67 
ფაბრიციო ტასინი

ხანმოკლე რუსულ-ქართული ომის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში,  ბევრმა ევროპელმა გაიხარა - როგორც იქნა, ევროკავშირმა აღმოსავლეთ ევროპული რეალობა გააცნობიერა, რომ არა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მოუსვენარი მოგზაურობა თბილისსა და მოსკოვში, ომი უფრო დიდხანს გაიჭიმებოდა. 27 ქვეყნის ბლოკმა მართლაც   “პატიოსანი შუამავალივით” იღვაწა.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

ობამას საიდუმლო შეთავაზება მედვედევს

observateur 
ვინსენტ ჟოვე

12 თებერვალს ”ლე ნუველ ობსერვატორი” იუწყებოდა, რომ კრემლსა და თეთრ სახლს შორის კულუარებში დიდი მოლაპარაკებები წარმატებით დაიწყო. სამი კვირის წინ, ბარაკ ობამას დავალებით, მედვედევისთვის პირდაპირ ხელში გადაუციათ სტრატეგიული მნიშვნელობის წერილი, სადაც აშშ-ს პრეზიდენტი, თავისი ადმინისტრაციის სახელით აცხადებდა, რომ დათმობებისთვის მზად იყო.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

Thursday, March 12, 2009

დაიცავს თუ არა საქართველოს რუსეთთან განახლებული კონფლიქტისგან აშშ-ს ქარტია?

liberti
ქართულ და დასავლურ მედიაში ამ ბოლო დროს ისევ გაისმა ხმები იმის თაობაზე, რომ გაზაფხულის დასაწყისში მოსკოვსა და თბილისს შორის სამხედრო კონფლიქტის მეორე რაუნდი დაიწყება.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

”სააკაშვილი მოღალატეა”

suddeutsche 
სონია ცერკი

საქართველოს ოპოზიცია პრეზიდენტის გადაყენებისთვის იბრძვის.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

საქართველოს ოპოზიციური ლიდერი ”რადიკალიზმის” საშიშროებაზე საუბრობს

liberti
ირაკლი ალასანია, საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში, რომელიც ახლა პრეზიდენტ სააკაშვილის პოტენციურ მემკვიდრედ აღიქმება, 10 მარტს მიცემულ ინტერვიუში აცხადებს - ”ჩვენ რადიკალიზმის მძევლებად არ უნდა ვიქცეთ,” ამ გრძნობით გამსჭვალულია ქართული საზოგადოების ”მნიშვნელოვანი ნაწილი”

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

ვაშინგტონისთვის გაცემული ავანსების სანაცვლოდ, მოსკოვი საკუთარი გავლენის სფეროს ითხოვს

le_monde 
მარი ჟეგო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 6 მარტს ჟენევაში მოილაპარაკეს, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთოებებს ახალ იმპულსს შემატებენ. ეს შეხვედრა პრეზიდენტების ბარაკ ობამასა და დიმიტრი მედვედევის პირისპირ შეხვედრას უსწრებდა წინ, რომელიც 2 აპრილისთვის, ლონდონში, დიდი ოცეულის შეხვედრის ფარგლებშია დაგეგმილი და რომელიც ფინანსურ კრიზისს ეძღვნება.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

კრიზისის დროს უკრაინაში დაუნდობელი პოლიტიკურ-პარტიზანული ომი გრძელდება

le_monde 
პეტრე სმოლიარი

უკრაინა უმართავ გემს დაემსგავსა. მას თავს ეკონომიკური ქარიშხალი დაატყდა. ეკიპაჟი კი ჩხუბს განაგრძობს, რასაც სასოწარკვეთილებამდე მიჰყავს დასავლეთის პოლიტიკური წრეები და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

სარქისიანის აზრით, სააკაშვილი პასუხისმგებელია სომხეთთან ცუდი ურთიერთობის გამო

newlogo_nam 

სამშაბათს, პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაფუჭებაში პასუხისმგებლობა დააკისრა. სააკაშვილი ვერ იტანს მის ახლო ურთიერთოებებს მოსკოვთან.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

ქართველები ტელევიზიის გამო ერთმანეთს მტრობენ

bbc_logo_thumb 
რეი ფარლონგი

ერთი წლის წინ, ქართველი მილიარდერი ლონდონში, სარეიში საკუთარ სასახლეში გარდაიცვალა. ამ ფაქტს მოგვიანებით სასტიკი ბრძოლა მოჰყვა. მილიარდერის ქვრივი სატელევიზიო სადგურზე კონტროლის აღდგენისთვის იბრძვის. იგი აცხადებს, რომ ტელეკომპანია, რომელიც მისმა მეუღლემ დაარსა მას უნდა ეკუთვნოდეს.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

საქართველო: ოპოზიცია თავის იარაღს 9 აპრილისთვის ამზადებს

logo-CIweb
უკვე ათი დღეა, რაც პრეზიდენტ სააკაშვილისთვის მოძრაობა ”ალიანსი საქართველოსთვის” მიერ წარდგენილი ულტიმატუმი, უპასუხოდ რჩება. მოძრაობას საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ირაკლი ალასანია ხელმძღვანლობს.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

Wednesday, March 11, 2009

რუსები ამერიკული ოცნების დასასრულს განჭვრეტენ

inquirer_logo 
ფილიპ ტუბეზა

ფილიპინების დილიმანის უნივერსიტეტში სამშაბათს გამოსვლისას იგორ პანარინმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში ფინანსური კრიზისის გაღრმავების კვალდაკვალ, მსოფლიოს უდიდესი სუპერ-სახელმწიფო წლის ბოლოსთვის 6 ტერიტორიად დაიშლება.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

აშშ ავღანეთის ტრანზიტთან დაკავშირებით კავკასიაში მოლაპარაკებებს აწარმოებს

ap_logo 

ბაქო - ”აშშ-ს შეიარაღებული ძალების ოფიციალურმა პირებმა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, ავღანეთში ტვირთების ტრანსპორტირების შესახებ მოლაპარაკებები ჩაატარეს”- განაცხადა სამშაბათს აშშ-ს საელჩომ ბაქოში.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..

მედვედევი ობამასთან 1 აპრილის შეხვედრის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი

ap_logo 

მოსკოვი
- რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც ბარაკ ობამასთან პირველი შეხვედრისთვის ემზადება, აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობებზე ოპტიმისტურადაა განწყობილი.

იხილეთ ვრცლად

Click Here to Read More..