Monday, January 5, 2009

პენტაგონის შეფი ხედავს ახალ შესაძლებლობებს რუსეთთან ურთიერთობასა და ტერორიზმთან ბრძოლაში

washington_post
ვალტერ პინკუსი
5 იანვარი 2009

ტერორიზმი, უთხრა გეითსმა როუზს, ”იდეოლოგიური კონფლიქტია”, ამიტომ უნდა განადგურდეს ის, ვინც შეურიგებელ პოზიციაზე დგას, მაგრამ არსებობენ კიდევ პოტენციური მტრები, რომელთა შემორიგება უნდა მოხერხდეს.

გასულ თვეში ერაყის საჰაერო ბაზაზე ვიზიტისას, შეხვედრაზე გეითსმა განაცხადა: ”ჩვენ მათი რეკრუტირების საშუალება გვაქვს... ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ისე, რომ ისინი ექსტრემისტების რიგებს არ მიუერთდნენ, და შედეგად გასამკლავებლად დავიტოვოთ მხოლოდ ერთი მუჭა ფანატიკოსები იმის ნაცვლად, რომ უკმაყოფილოთა დიდ ჯგუფებს და იმათ ვებრძოლოთ, ვისაც უბრალოდ ვეზიზღებით”.

No comments: