გილოცავთ ახალ წელს მთელი გულით, მომავალ 2009-ში სიმსუბუქეს, მხიარულებას, ყოველდღიურობით ტკბობის სიამოვნებას გისურვებთ, გისურვებთ იმას, რომ კოლექტიურმა ბედისწერამ თავი დაგანებოთ და პირადი, პერსონალური ცხოვრებით ცხოვრების უფლება მოგცეთ, აღარ მოგთხოვოთ გმირობა და გამძლეობა და ადამიანური სისუსტეებით გართობის დრო დაგიტოვოთ. ჯანმრთელები იყავით, წარმატებულები, სიმშვიდე მოგეცეთ, უანგარობასთან, გულწრფელობასთან, ერთგულებასთან შეხვედრის ბედნიერება და ბევრი, ბევრი, ბევრი, ძალიან ბევრი, უზომოდ ბევრი სიხარული!
ბლოგ-ტანდემი :)
No comments:
Post a Comment