27 ნოემბერი 2008
ანგარიშში ნათქვამია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს პოლიტიკური სტაბილურობა, რაც აუცილებელია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და შემდგომი განვითარებისათვის. აქვეა ნათქვამი, რომ საქართველომ უნდა გააუმჯობესოს სოციალური დახმარების სისტემა, განამტკიცოს დამოუკიდებელი სასამართლო და გაზარდოს თავისუფლების ხარისხი სამაუწყებლო მედიაში. ჯგუფი აგრეთვე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას კორუპციის აღმოფხვრისა და საარჩევნო სისტემაში სასიცოცხლოდ აუცილებელი ცვლილებების გატარებისკენ.
No comments:
Post a Comment