ოლესია ვართანიანი და მაიკლ შვირცი
8 ნოემბერი 2007
თბილისი, საქართველო – პარასკევს, მთავრობის მოწინააღმდეგე ათასობით დემონსტრანტი საქართველოს დედაქალაქის, თბილისის ქუჩებში გამოვიდა, იმ იმედით, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობას შეასუსტებს, რომელიც რუსეთთან კატასტროფული ომის და ქვეყანაში მზარდი ეკონიმიკური სიდუხჭირის მიუხედავად, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის.
ოპოზიციის მიტინგის სასტიკად ჩაახშობის ერთი წლის თავზე, დიდი, თუმცა ზოგადად თავშეკავებული დემონსტრაცია გაიმართა. შარშან, შავჩაფხუტიანი სპეცდანიშნულების რაზმები სამოქალაქო პირებს ხელკეტებით, რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით გაუსწორდნენ.
შარშანდელ მოვლენებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა, რომ პრეზიდენტის მიერ 2003 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ დაპირებული რეფორმები დემოკრატიის განვითარებაზე, ჩაიშალა, და რომ საქართველო მხოლოდ ოდნავ დემოკრატიულია, ვიდრე მისი მეზობელი პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკები: აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი.
მაგრამ, სააკაშვილი, რომელიც გასული წლის პოლიტიკური აურზაურის და რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ თითქოს მდომარეობიდან ჯერ ვერც გამოსულა – ბევრს მიაჩნია, რომ საქართველოსთვის ამ დამამცირებელი მოვლენების პროვოცირება სწორედ პრეზიდენტმა მოახდინა, – მაინც პოპულარული რჩება და ჩანს, რომ სიტუაციას საკმარისად აკონტროლებს.
პარასკევის აქციაზე, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა სააკაშვილის მიერ ომის წარმოების მეთოდები გააკრიტიკეს და იგი საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის (რომლის გამოც ომი გაჩაღდა) და აფხაზეთის დაკარგვაში დაადანაშაულეს. რუსეთმა ორივე რეგიონზე საკუთარი კონტროლი გაამყარა და ამჟამად მათ დამოუკიდებელ ერთეულებად აღიარებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი საერთაშორისო გაკიცხვის საგნად იქცა.
ოპოზიციის წევრებისგან მიტინგზე განმეორებით გაისმა ბრალდებები წლევანდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მათ გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.
მაგრამ გზავნილი ნამდვილად ლმობიერი იყო. ოპოზიციის ლიდერებს მიტინგის მეშვეობით, როგორც ჩანს პოლიტიკური განწყობის შესაფასება სურდათ - ერთი თვის თავზე მას შემდეგ, რაც ქართველების უმრავლესობა სააკაშვილის მხარდასაჭერად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამოვიდა.
"შეუძლებელია თავისუფლების მიღწევა ნახევარ, ერთ ან თუნდაც ორ საათში", განუცხადა მომიტინგეებს ოპოზიციონერმა ლიდერმა კახა კუკავამ.
ზოგიერთი დემონსტრანტი ამ მოწოდებებით იმედგაცრუებული დარჩა, ამბობდნენ რა, რომ მათ სურთ სააკაშვილის და მისი გუნდის დაუყონებლივ მოცილება, ვიდრე მათ რუსეთთან ომის განახლება არ გამოიწვიეს.
"სააკაშვილი ახლავე უნდა წავიდეს", თქვა ერთ-ერთმა მომიტინგემ, ეკა ჯიპაშვილმა, "ჩვენ ახალი ხელისუფლება გვჭირდება, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებას შეძლებს და ახალი ომის იდეებით არ შეგვაშფოთებს".
თუმცა, ბევრი ანალიტიკოსი არ ფიქრობს, რომ სააკაშვილის მყისიერი გადაყენება, ასეთი დაქსაქსული ოპოზიციის პირობებში, შესაძლებელია. ზოგიერთი ოპოზიციონერი მიტინგზე არ ყოფილა, მათ შორის ყოფილი პარლამენტის სპიკერი და ერთ დროს სააკაშვილთან დაახლოებული პირი ნინო ბურჯანაძე, რომელიც პრეზიდენტს, გასული წლის ნოემბერში პოლიციის სასტიკი ქმედებების გამო, ჩამოშორდა.
"არ მგონია, ოპოზიცია პრეზიდენტის ოფისის, პარლამენტის შტურმს და საქართველოს მართვის სადავეების ხელში ჩაგდებას აპირებდეს", თქვა კოლუმბიის უნივერსიტეტის ექსპერტმა საქართველოს საკითხებში ლინკოლნ მიტჩელმა.
პარასკევის აქცია საქართველოს მთავრობისთვის დიდ გამარჯვებად წარმოჩინდა, რადგან დასავლეთის მთავრობების მხარდამჭერთა მხრიდან ის სერიოზული დაკვირვების ობიექტს წარმოაგდენს. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იგი სააკაშვილის მიერ დასახულ დემოკრატიულ პრინციპებს მისდევს, მაგრამ ოპონენტები ამბობენ, რომ პრაქტიკაში მან ამ პრინციპებს გადაუხვია.
მთავრობის მიერ სანქცირებულმა დემონსტრაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, და მხოლოდ აქა იქ დაინახავდით პოლიციის მცირე ჯგუფებს.
გასული წლის ხმაურიან მიტინგებთან შედარებით, პარასკევის აქციამ ჩუმად ჩაიარა. მაშინ, პოლიციის მიერ დემონსტრაციის დაშლას დაახლოებით 500 ადამიანის დაშავება მოჰყვა (არცერთი არ გარდაცვლილა). ეს იყო მთელი თვის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური არეულობის კულმინაცია, რამაც ერთ დროს ძალზედ პოპულარული სააკაშვილის მთავრობა შიდა აფეთქების ზღვრამდე მიიყვანა, და რამაც პრეზიდენტის ურთიერთობებს მის მოკავშირეებთან ევროპასა და შეერთებულ შტატებში, ზიანი მიაყენა.
სააკაშვილი პოლიტიკურად გადარჩა. ოპოზიციისთვის მოულოდნელმა დათმობამ და ადრეული საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადებამ, შიდა პოლიტიკური დაძაბულობა და უცხოეთის კრიტიკა შეარბილა. მან მოიგო არჩევნები, თუმცა ოპოზიცია მას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა.
გასულ თვის სატელევიზიო გამოსვლაში, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან ერთი წლისწინანდელი მოვლენებიდან მწარე გაკვეთილი მიიღო და პირობა დადო, რომ მსგავსი ფაქტის გამეორებას აღარასდროს დაუშვებდა.
"7 ნოემბერმა ყველას ჭკუა გვასწავლა", თქვა მან. "ყველამ დავინახეთ ქართული ხელისუფლების შეცდომები".
მან დასძინა, "შარშანდელმა მოვლენებმა დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის და პრეზიდენტისთვის ხალხის მოსმენა, და თუ რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგის წარმართვა თუნდაც ყველაზე მცირერიცხოვან ჯგუფებთან".
ორიგინალი
Tuesday, April 8, 2008
მომიტინგეები საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებენ
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment