
შტეფან კორნელიუმი
18 აგვისტო 2008 
რატომ არის მცდარი მოსკოვის არგუმენტი, თითქოს ბალკანეთის და ახალი  კონფლიქტური ზონების პრობლემატიკა ანალოგიურია.
როდესაც ევროკავშირის ქვეყნების უმრვლესობამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კოსოვოს დამოუკიდებლობა ცნეს, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ისღა დარჩა მუქარებით ესაუბრა. კოსოვო ძალიან სახიფათო მაგალითია, რომელსაც მთელი მსოფლიოს სეპარატისტები მიბაძავენ და სახელმწიფოთა დაშლის პროცესი დაიწყება. კავკასიაში ოთხ დღიანი ომის შემდეგ მოსკოვს სურს მისი წინასწარმეტყველება გამართლდეს: ის რაც ნებადართულია კოსოვოსთვის, არ შეიძლება აკრძალული იყოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის. ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი ბედი, ანუ საქართველო მანამდე არსებულ საზღვრებში ვეღარ იარსებებს, რადგან აფხაზებს და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს არ სურთ მის შემადგენლობაში ყოფნა.
თუმცა რუსეთის მიერ მოყვანილი ანალოგა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ისტორია, პოლიტიკური გარემოებები და ობიექტურად გამოკვლეული ხალხის ნება, საპირისპროს მეტყველებს. ის ვინც კავკასიას კოსოვოს ადარებს, მხოლოდ საბაბზე მიუთითებს, რაც გამოყოფისთვის საკმარის საფუძველს ვერ იძლევა. 
ნატოს ჯარების კოსოვოში შესვლამდე, მილოშევიჩის ჯარები, რომლებსაც სერბული ტერიტორიის გაფართოვება სურდათ, ალბანურ მოსახლეობას დევნიდნენ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყველაფერი სწორედაც რომ პირიქით არის: რუსეთის მიერ მხარდაჭერილი “ბოევიკები” ქართულ მოსახლეობას ამ ტერიტორიებიდან ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან დევნიდნენ. მშვიდობის დროს სამხრეთ ოსეთში ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. დევნის დაწყებამდე აფხაზეთში ქართველები მთლიანი მოსახლეობის 52%-ს შედგენდნენ, ანუ უმრავლესობას, აფხაზები – 21%-ს. მაშინ როცა კოსოვოში ალბანელები ყოველთვის უმრავლესობას წარმოადგენდნენ.
მეორე ლოგიკური შეცდომა: იმ დროს როცა წლების მანძილზე დასავლური მისია კოსოვოში ცდილობდა სერბიასთან პრობლემის დროებითი კომპრომისულ დარეგულირების გარანტიები შეექმნა, რუსეთი ყველანაირად ხელს უშლიდა ნებისმიერ პოლიტიკურ პროგრესს ქართულ რეგიონში, არიგებდა რუსულ პასპორტებს და შუამავლობის მცდელობებს უგულებელყოფდა. ამით რუსეთმა დაამტკიცა, რომ მას მომავალზე ორიენტირებულ ეთნიკური ჯგუფების დაახლოებას, საკუთარ საზღვრებთან დაძაბული სიტუაცია ურჩევნია.
მესამე სხვაობა: ევროკავშირმა სერბეთს მკაფიოდ გააგებინა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა მხოლოდ დროებითი საფეხურია, რომელიც რეგიონის ევროკავშირში შესვლის ერთგვარ წინაპერიოდს წარმოადგენს. ამდენად ევროკავშირი ორივე მხარის პერსპექტივაზე ზრუნავს და სერბეთის ახალი ხელმძღვანელობა ამ დაპირებას სერიოზულად ეკიდება. თუკი ევროპა ამას თავს გაართმევს, რეგიონი გაცილებით მალე შეძლებს ხელახლა გამთლიანებას, ვიდრე ეს ომის პირობებში მოხდებოდა.
რუსეთი, რომელიც ყოველთვის უგულებელყოფდა საკუთარი ქვეყნის შიგნით მცხოვრებ ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას, ნამდვილად არასანდოა  იმ ადვოკატის როლში, რომელიც ეთნიკურ პრობლემებს აგვარებს. თუმცა რუსეთი ამ ტერიტორიას აკონტროლებს. ამიტომ, მიუხედავად იმისა რომ კოსოვოსთან შედარებები მცდარია, განხეთქილება რეგიონში მაინც შესაძლებელია.
                    
ორიგინალი
 
No comments:
Post a Comment