Tuesday, September 18, 2007

გეითსი ნატოს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

afp_logo

რობერტ ბერნსი
18 სექტემბერი 2008

ლონდონი (AFP) - ხუთშაბათს აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა ნატოს მოუწოდა მოერიდოს პროვოკაციულ პასუხებს რუსეთის ქმედებებზე საქართველოში. სანაცვლოდ ნატომ ყურადღება უნდა მიმართოს წვრთნასა და დაგეგმვაზე იმისთვის, რომ ბალტიისპირა სახელმწიფოებსა და ევროპელ მოკავშირებს ალიანსისადმი რწმენა გაუმყაროს.

გეითსმა ასევე განაცხადა, რომ პრობლემებმა რუსეთთან შესაძლოა უმნიშვნელო გავლენა იქონიოს ნატოს მიერ აღებულ სამხედრო ვალდებულებებზე ავღანეთში, მაგრამ ნატოს ზოგიერთ წევრ ქვეყანას მიაჩნია, რომ ალიანსმა არსებულ სიტუაციაში ყურადღება მისი წევრების უასფრთხოებაზე უნდა გადაიტანოს.

"ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ნატოს წევრები რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეზე ლაპარაკობენ" - თქვა გეითსმა.

"მე მგონია, რომ ეს უფრო უბრალო მუქარა და ზეწოლაა, ვიდრე რეალური სამხედრო საფრთხე" - უთხრა მან ჟურნალისტებს ლონდონში.

გეითსმა კომენტარები ნატოს თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ გააკეთა. შეხვედრის მიზანია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ სიტუაციის განხილვა და რუსეთისთვის გასაცემი პასუხის მოძიება.

ლადო გურგენიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც საქმიან სადილზე ელოდებოდნენ, შეხვედრა ხუთშაბათს საღამოს დატოვა.

ეს შეხვედრა თავდაპირველად იმისთვის იგეგმებოდა, რომ ნატოს ტრანსფორმაციის პერსპექტივები განეხილათ: ნატო, რომელიც წინათ ფოკუსირებული იყო ევროპის დაცვაზე, ახლა ისეთ მოშორებულ რეგიონებში ოპერირებს, როგორიცაა ავღანეთი.

მოლაპარაკებებმა საქართველოს ლიდერთან, როგორც ჩანს, კიდევ უფრო განარისხა მოსკოვი, რომელიც ნატო-საქართველოს შეხვედრას "ანტირუსულს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ "ცივი ომის" რეფლექსები დღემდე აქტუალურია ნატოსთვის".

გეითსმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ნატოს ერთიანობის შენარჩუნება, განსაკუთრებით რუსეთთან დაკავშირებული მოვლენების კონტექსტში.

"ვფიქრობ, ჩვენ რამდენადმე სიფრთხილე გვმართებს. იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ რუსეთის ქმედებებს, ბალტიისპირა, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის განსხვავებული მიდგომები გამოიხატა" - თქვა გეითსმა.

მან მოუწოდა ნატოს გააგრძელოს ის აქტივობები, რომლებსაც ის 60 წლის განმავლობაში მიყვებოდა: დაგეგმვა, წვრთნები და ა.შ., მაგრამ ამავე დროს არ იყოს პროვოკაციული, არ გადაკვეთოს ზღვარი".

ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ბალტიისპირა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომ ნატო შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს და დაიცავს თავის წევრებს მტრის თავდასხმისგან.

შეხვედრამდე მიცემულ საგაზეთო ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოპ სხეფერმა ხაზი გაუსვა სიტუაციას ნატოს ურთიერთდაცვის სისტემასთან დაკავშირებით: "ნატო ყველა შემთხვევისათვის მზადაა".

როდესაც ჰკითხეს, გაართულებს თუ არა შეცვლილი სიტუაცია ნატოს მდგომარეობას ავღანეთში, გეითსმა თქვა, რომ ამას ყველაფერს "ძალიან უმნიშვნელო გავლენა" ექნება.

ნატოს ავღანეთში 53 000-იანი არმია ჰყავს, ამერიკის შეერთებული შტატები სთხოვს მოკავშირეებს შეიარაღებისა და შემადგენლობის გაზრდას სულ უფრო მზარდი ამბოხის ჩასახშობად.

"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით" აშშ-მ და ევროპამ ერთიანობა შეინარჩუნოს" - თქვა გეითსმა და განსაკუთრებულად შეაფასა საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის, როგორც ევროკავშირის ხელმძღვანელის როლი.

მოსკოვი უკიდურესად განარისხა იმან, რომ საქართველო ცდილობს გაწევრიანდეს მსოფლიოს უდიდეს სამხედრო ალიანსში, რომელიც "ცივი ომის დროს" რუსეთის მტერი იყო და დღეს მის საზღვრებთან შეიარაღების განთავსებას აპირებს.

რუსეთის მიერ საქართველოს პროვინციების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობამ, რის გამოც მოსკოვმა საქართველოში გასულ თვეს ჯარები შეიყვანა, ნატოს უარყოფითი რეაქცია გამოიწვია: "ჩვენ ვეღარ გვექნება ჩვეული ურთიერთობა" - განაცხადა ნატომ.

ორიგინალი

No comments: