Saturday, July 19, 2008

საქართველო ავღანეთში ჯარს აგზავნის

logo_reuters_media_us
19 თებერვალი 2008

მოსკოვი
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ნატოს საერთაშორისო სამხედრო ძალების ფარგლებში საქართველო ავღანეთში სამხედრო დანაყოფს გაგზავნის.

საქართველოს იმედი აქვს, რომ მისი დიდი მეზობლის, რუსეთის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანდება. შარშან აგვისტოში ამ ორ ქვეყნას შორის მოკლე ომი იყო. ისინი სეპარატისტულ ქართულ რეგიონზე კონტროლის მოპოვებისთვის იბრძოდნენ.

”საქართველომ გადაწყვიტა ავღანეთში ერთი ბატალიონი გააგზავნოს,” განაცხადა ვაშაძემ ”რუსთავი 2”-ის ეთერში გამოსვლისას.

ბატალიონი ჩვეულებრივ დაახლოებით 200 სამხედროსგან შედგება.

”ეს იქნება ჩვენი წვლილი ალიანსის ამოცანების გადაწყვეტის საქმეში. როგორც მოგეხსენებათ, პირველ რიგში ეს დაკავშირებულია ბრძოლასთან ტერორიზმთან, ნარკოტიკების ბრუნვასთან და ასე შემდეგ,” განაცხადა ვაშაძემ.

საქართველო ერაყის ოპერაციაში 2 000 სამხედრო მოსამსახურით მონაწილეობდა და სამხედრო ძალის სიდიდით მეორე იყო ერაყულ კამპანიაში აშშ-ს მხარდამჭერთა შორის, თუმცა ქართველი სამხედროები, შარშან აგვისტოში რუსეთთან ომის დროს სამშობლოში დაბრუნდნენ.

სამშაბათს, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ვაშინგტონი 55, 000 ჯარისკაცის გასაძლიერებლად, ავღანეთში დამატებით 17 000 სამხედროს გაგზავნის. დამატებით 30 000-იანი ძალები სხვა 40 დანაყოფთან ერთად, დიდწილად ნატოს წევრი ქვეყნებიდან, იქ უკვე მუშაობენ.

ორიგინალი

No comments: