Sunday, June 22, 2008

ანტი-ოლიგარქი - ალექსანდრე ლებედევი

logo_expresse
მარკ ეშევრი
22 იანვარი 2009

პუტინის ოპოზიციონერი, რუსი მილიარდერი ყოველდღიურ ლონდონურ გაზეთს Evening Standard-ს ყიდულობს.

რომან აბრამოვიჩი საფეხბურთო კლუბის ”ჩელსის” მფლობელია, მის თანამემამულე ალიშერ უსმანოვს ასევე საფეხბურო კლუბ ”არსენალში” აქვს წილი. ალექსანდრე ლებედევი კი ერთადერთ ლონდონურ ყოველდღიურ ფასიან გაზეთს Evening Standard–ს ყიდულობს, რომლის შესაძენადაც ლონდონელები ოფისებიდან გამოსვლის შემდეგ საგაზეთო კიოსკებს აწყდებიან და კითხვა კითხვით მეტროს გვირაბებში იძირებიან.

ალექსანდრე ლებედევი, 49 წლის ”ლონდონგრადის” ახალი ნებიერაა – ამ ზედმეტსახელით მას ლონდონელები მოიხსენიებენ. ასეთია ”პატარა რუსეთი” სიტის შუგულში, იმ ოლიგარქების მიერ დაპყრობილი, რომლებმაც საკუთარი სიმდიდრე ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის თბილ ნანგრევებში, დიდი პრივატიზაციის დროს დააგროვეს. საკმაოდ მყიფე კონტურების მქონე მიკროსამყარო, რომელიც მილიონობით რუბლის ინვესტიციებს იწოვს და სადაც ხიზილალას დაგემოვნება, დიდი რაოდენობის გამო, პირდაპირ ფეშენებელურ იახტებზე ხდება. მაგრამ თუკი ლებედევს სულაც არაფერი აქვს მისი თანამემამულეებთან მოსაბოდიშებელი, ის საკუთარ თავშიც დარწმუნებულია და სულაც არ ეშინია ბრიტანული პრესის.

”ერთი ოლიგარქი, რომლის შეყვარებაც ჩვენ ნამდვილად შეგვეძლო,” - ასე დაასათაურმა ”გარდიანმა” 11 იანვრის წერილი. უფრო მეტიც, მისი ფინანსური აღორძინება, ცხოვრების სტილი და პოლიტიკური სიმპათიები გარე-ატლანტიკური პოლიტიკის სასარგებლოდ ცხადად მეტყველებენ.

საიდუმლო სამსახურის ძველი წარმომადგენელი

უარი თქვა კომუნისტობაზე და გამდიდრდე როგორც ლიბერალი – ამერიკული ოცნების რუსლი ვერსიაა. ლებედევმა თავისი იარაღი ”კაგებე”-ში გალესა, ვიდრე 1992 წელს რუსულ საინვესტიციო ფინანსურ კომპანიას დააფუძნებდა და სამი წლის შემდეგ ნაციონალური სარეზერვო ბანკის სათავეში მოექცეოდა, რომელიც ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროს ყველაზე აყვავებულ საბანკო ორგნიზაციად გადაიქცა. ის ფაქტი, რომ საბჭოთა საიდუმლო სამსახურის ექს-თანამშრომელი ერთ-ერთი პოპულარული ლონდონური გაზეთის მფლობელი გახდებოდა, ცხადია პოლემიკას გამოწვევდა. 

ალექსანდრე ლებედევმა, თავის დროზე მოსკოვის ძალაუფლების სფეროდან გასვლა იმავე სისწრაფით დაიწყო, რა სისწრაფითაც იქ ვლადიმერ პუტინი შედიოდა. ”ნოვაია გაზეტას” თანამფლობელი ის ერთ-ერთ იმ იშვიათთაგან ადამიანს წარმოადგენდა, ვინც 2000 წელს კრემლის პოლიტიკას წინ აღუდგა, განსაკუთრებით მისი კორესპონდენტის ანა პოლიტკოვსკაიას ჩეჩნეთიდან მომზადებული რეპორტაჟების გამო.         
ამ უკანასკნელის დაღუპვის შემდეგ, მილიარდერმა მილიონი დოლარის საჩუქარი დააწესა მათთვის, ვინც ამ მკვლელობის შესახებ რაიმე ინფორმაციას მიაწვდიდა.

ის თავდაჭერილია და ასევე შორს დგას საკუთარი რუსი თანამემამულეებისგანაც, რომლებსაც ის ინგლისურ პრესაში ხშირად ”უკულტურო გაუმაძღართა ბრბოს” უწოდებს. უფრო ფილანტროპი, ვიდრე ბიზნესმენი, კულტურულ ცივილიზაციასთან ნაზიარები ადამიანური სახის მქონე ალექსანდრე ლებედევი Evening Standard-ის შეძენით ამ სფეროში არსებული ღრმა კრიზისის გამო არავითარ მოგებას არ იღებს. ”მაშინ, ბრიტანულ პოლიტიკაზე გავლენის მოპოვების სურვილი რჩება, მაგრამ ეს მცდელობა, – გვარწმუნებს ერთი დაინტერესებული პირი, მხოლოდ ”ნოლის ტოლი ღმოჩნდება.” 

ორიგინალი

No comments: